"პალერმოს" 33 წლის ფორვარდს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და საინტერესო თემებზე ჩამოუგდო სიტყვა
33 წლის ფორვარდი ფაბრიციო მიკოლი "პალერმოს" ნამდვილი ლიდერია და როგორც თავად აცხადებს, პოზიციების დათმობას კიდევ კარგა ხანს არ აპირებს. ფაბრიციოს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და საინტერესო თემებზე ჩამოუგდო სიტყვა.

პალერმო

გასულ ზაფხულს, "პალერმოს" დატოვებასთან ახლოს ვიყავი, რადგან მწვრთნელი არ მენდობოდა და ვგრძნობდი, რომ ძირითადად სათადარიგო სკამზე მომიწევდა ჯდომა.

მიუხედავად ამისა, გავრისკე და დავრჩი, რასაც ნამდვილად არ ვნანობ. ჯუზეპე სანინიო მალე გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან, ახალ დამრიგებელთან კი საერთო ენა იოლად გამოვნახე. ჯამპიერო გასპერინი შესანიშნავი ადამიანია, ამასთან, ბრწყინვალე ტაქტიკოსი. დარწმუნებული ვარ, "პალერმო" გასპერინის ხელში ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად "ნაპოლის", ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ჩვენ... მთავარი საქმისადმი სწორი მიდგომაა და მჯერა, რომ ამ გზას ჩვენც ვადგავართ. მართალია, სეზონის სტარტით თუ ვიმსჯელებთ, ეს ასე არაა, მაგრამ დამიჯერეთ, მწვრთნელის შეცვლამ ყველაფერი შეცვალა. დღეს, გაცილებით თავდაჯერებულები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით.

მიზანი

უკვე დიდი ხანია "პალერმოს" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ასეა მიმდინარე სეზონშიც.

ვიცი, რომ ეს ბევრს უტოპიად ეჩვენება, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, სამეულში მოხვედრის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, სხვა საქმეა, რომ ამ პოტენციალს სანახევროდ ვიყენებთ და შედეგსაც შესაბამისს ვიმკით.

დიახ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გვსურს მოხვედრა და დანარჩენი უკვე მოედნებზე გამოჩნდება. ისე, სანამ

მიზნების მიღწევაზე ვიფიქრებდეთ, იქამდე თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს და დანარჩემს დრო გვიჩვენებს.

ნაკრები

ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ათი თამაში მაქვს ჩატარებული, რაზეც ყოველთვის გული მწყდება. ძალიან მინდა, რომ "სკუადრა აძურაში" სისტემატურად ვასპარეზობდე, მაგრამ ასეთი პერიოდი არასდროს მქონია.

იყო დრო, როდესაც სეზონში 20-მდე გოლს ვიტანდი, მაგრამ მწვრთნელები მაინც არ მწყალობდნენ. დავკარგე თუ არა "აძურაში" მოხვედრის იმედი? - ბუნებით ოპტიმისტი ვარ და სანამ ვითამაშებ, ნაკრებში მოხვედრის იმედი ყოველთვის მექნება. ჩეზარე პრანდელი სამართლიანი ადამიანია და თუ კარგ ფორმაში ვიქნები, იქნებ გამომიძახოს კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა