გურამ კაშია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას არ იცნობდა - პირველად არნემის "ვიტესში" ნახა და 17 წლის ფორვარდის ნიჭით გაოცებული დარჩა...

გურამ კაშია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას არ იცნობდა - პირველად არნემის "ვიტესში". ხანმოკლე ნაცნობობის მიუხედავად, კაშია გაოცებული დარჩა 17 წლის ფორვარდის ნიჭით და საგოლე ალღოთი. როგორც გურამმა გვითხრა, გიორგი ყველა ვარჯიშზე, "ორკარასა" თუ საკონტროლო მატჩში მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს აოცებს - გოლი გოლზე გააქვს. 19-წლამდელთა შეკრებაზე ჩამოსულ ჭანტურიას ინტერვიუ ვთხოვეთ...

- გიორგი, მარტო ვარჯიშებით ფორმის შენარჩუნება რთულია.

- რა თქამ უნდა, რთულია, მაგრამ მე, "ვიტესის" მწვრთნელი და ვფიქრობ ქართველი გულშემატკივარიც ელოდება იანვარს, როდესაც თამაშს დავიწყებ. სადაც ამდენი გავიჭირვე და მოვითმინე, იანვრამდეც რაღა დარჩა? სულ რაღაც ორი თვე და ამ დროსაც რამენაირად გადავიტან. მერე კი, შევეცდები რაც შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო ჯერ ქართული ფეხბურთისა და მისი გულშემატკივრისთვის, მერე კი "ვიტესისთვის". ძალიან მინდა, სანამ მე იქ ვიქნები, "ვიტესი" დიდი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს. არნემშიც ვავრჯიშობ, ახლა უკვე 19-წლამდელებშიც და არ გავჩერებულვარ. იმედია, ყველა იურიდიული პრობლემა მოგვარდება და მერე ჩავირიცხები.

- ნაკრებშიც პრობლემები შეგექმნა. ჩეხეთის ელიტრაუნდში დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ ბოლო მატჩში თუ შეძლებთ თამაშს...

- მთავარია, ნაკრებს დავეხმარო. ერთი შეხვედრა იქნება თუ სამი, მნიშვნელობა არ აქვს.

- მომავალ მეტოქეებზე რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ?

- არაფერი არ ვიცი, მაგრამ 19-წლამდელთა ნაკრებების დონე უკვე საკმაოდ მაღალია. პორტუგალიელებს ყოველთვის და ყველა ასაკში ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. ბერძნები ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. შედარებით სუსტი თითქოს აზერბაიჯანელები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბრაზილიელები დაიმატეს და ალბათ, გაძლიერდნენ. ბიჭები კარგად ვემზადებით და მართალია, პირველ ორ შეხვედრას გამოვტოვებ, მაგრამ გუნდს წარმატებას ვუსურვებ. ღმერთმა ქნას, რომ მესამე შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს. და თუ ასეთი მნიშვნელობის იქნება, მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ელიტრაუნდში გავიდეთ და ქართველი ხალხი გავახაროთ.

- გურამ კაშიას ჩასვლის შემდეგ, "ვიტესს" გოლი აღარ გაუშვია. ეტყობა, ის გუნდს კარგად შეეწყო...

- ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. ჰოლანდიამდე მე არც ვიცნობდი, არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ძალიან მცირე ხანში იმდენი მოახერხა, ძმასავით შემიყვარდა. ასე მგონია, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. რაც შეეხება მის ფეხბურთელობას, ეჭვი მეპარება, მისი დონის ცენტრალური მცველი ბევრი გვყავდეს. შესაძლოა, ნაკრებში თამაშს ბევრი იმსახურებს, მაგრამ მათ შორის გურამს გამორჩეული მგონია. დარწმუნებული ვარ, კაშია თავის სიტყვას მალე იტყვის და დაამტკიცებს, რომ ეროვნულში მოხვედრის ღირსია. ჰოლანდიაში ყველა ამბობს, რომ კაშია მერაბ ჟორდანიას ტყუილად არ ჩაუყვანია. პირველივე შეხვედრის შემდეგ, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მართალს ამბობთ, ძირითადში მისი დაყენების შემდეგ, "ვიტესს" ბურთი არ გაუშვია.

არადა, როგორია, კაცი თბილისის "დინამოდან" წავიდა, ევროპაში საერთოდ არ უთამაშია და ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრაში საერთოდ არ უნერვიულია. უკვე ჰოლანდიელებიც ამბობენ, რომ არნემში ძალიან მაღალი კლასის მცელი ჩაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

wqz
ხო მარა მემგონი საბურთალომ არ გაყიდა. მარა ჰოლანდიის ჩემპიონატი რო ჯობია ესპანეტის მესამე ლიგას ყველამ იცის ამიტომ კაი გადაწყვეტილება მიიღO
Gio Shengelia
ფაბრეგასის დაკარგვაზე უფრო მეტად ინანებს ბარსა, ჭანტურიას დაკარგვას. ამის მერე ბარსას როგორ უნდა უგულშემატკივრო, FუF....
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა