ქუთაისის "აიას" აღზრდილი მონპელიელთა ღირსებას 2016 წლამდე დაიცავს
საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიესთან" ხელშეკრულება სამი წლით გაახანგრძლივა.

22 წლის ქართველი მორაგბე უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც "მონპელიეში" ჩაირიცხა. ნარიაშვილმა ერთი წელიწადი სათადარიგო გუნდში გაატარა. იქ მუყაითი შრომით დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და ძირითად გუნდში არაერთხელ გამოიჩინა თავი.

ამიერიდან ქუთაისის "აიას" აღზრდილი მონპელიელთა ღირსებას 2016 წლამდე დაიცავს. კლუბის ვებგვერდზე მიხეილ ნარიაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

- მიშა, თქვენ ეს-ესაა, "მონპელიესთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერეთ ხელი. ბედნიერი ხართ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია, რომ მომავალ სამ წელიწადს "მონპელიეში" გავატარებ. მართალი გითხრათ, არ ველოდი.

ამ გუნდში პროფესიული კონტრაქტის გაფორმება ჩემი ოცნება იყო, რაც ამიხდა. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებდი. კლუბის საწვრთნელ ცენტრში თავდაუზოგავად ვშრომობდი.

- მომავალ სეზონში უკვე ნამდვილი პროფესიონალი იქნებით. ეს ფსიქოლოგიურად ხომ არ გთრგუნავთ?

- დიახ, ეს ფაქტი ფსიქოლოგიურ წნეხს ზრდის. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველამ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რათა წინ წავიდეთ, გავძლიერდეთ. მე ეს არ მაშინებს. პირიქით, მოტივაციას მიზრდის.

- როდესაც რაგბის თამაში დაიწყეთ, წარმოიდგენდით, რომ ასე მალე მიაღწევდით მაღალ დონეს?

- რაგბის თამაში 14 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი მეგობრები დადიოდნენ რაგბიზე და მათ შემომთავაზეს, მევარჯიშა. მართალი გითხრათ, ამ ამბავს სერიოზულად არ ვუყურებდი, მაგრამ თამაშმა იმდენად გამიტაცა, რომ აგერ, ახლა თქვენს წინ ვდგავარ.

- "მონპელიეში" როგორ მოხვდით?

- საფრანგეთში კონტაქტი დავამყარე ერთ-ერთ კლუბთან, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ. მერე სინჯებზე მიმიწვია "აჟენმა", მაგრამ პასუხი არ მაღირსა. ამ დროს მამუკა გორგოძემ დამირეკა და მითხრა, ჩვენი კლუბის საწვრთნელი ცენტრი პირველხაზელს ეძებს და ჩამოდი, მოსინჯე ძალაო.

ეს ყველაფერი შემთხვევით, ძალიან მალე მოხდა. მამუკას ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი, რომ საფრანგეთში ვიყავი და კლუბს ვეძებდი. ერთი სიტყვით, ახლა "მონპელიეში" რომ ვარ, მისი დიდი დამსახურებაა.

P.S. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ნარიაშვილმა საფრანგეთის წლევანდელი ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ოთხ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ამჟამად ის ტრავმირებულია და გუნდს, სავარაუდოდ, სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

natia
მიხარია, ძაილიან მიხარია, კარგი ქართველი და კარგი ქუთაისელი ხარ
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...