თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილი ნაკრებს მცირედი ტრავმით შეუერთდა. "კარლსრუეს" ფორვარდმა კლუბში ბოლოს ჩატარებული მატჩი გამოტოვა. თუმცა, როგორც გამოჩნდა საგანგაშო არაფერია...

თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილი ნაკრებს მცირედი ტრავმით შეუერთდა. "კარლსრუეს" ფორვარდმა კლუბში ბოლოს ჩატარებული მატჩი გამოტოვა. თუმცა, როგორც გამოჩნდა საგანგაშო არაფერია. მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ჯერჯერობით ერთადერთი ქართული გოლის ავტორი იაშვილი მწყობრშია და გუნდთან ერთად ემზადება მალტასთან მატჩისთვის. როგორც გულშემატკივარი და სპეციალისტები, პარასკევის მატჩში ისიც მოგებას ელის.

საინტერესო თუ რას ფიქრობს ნაკრების ერერთი სტაჟიანი, გამოცდილი წევრი მოახლოებულ თამაშზე. მალტასთან მატჩზე, სანაკრებო და საკლუბო თემაზე ალექსანდრე იაშვილს ვესაუბრეთ.

- "კარლსრუეში" ბოლო ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- კუნთი მქონდა დაჭიმული და სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ მატჩში რომ მეთამაშა დიდი ალბათობა იყო ტრავმა გამიზეზებულიყო. მწვრთნელს ვითარება ავუხსენი, გაგებით მოეკიდა ჩემს მდგომარეობას და ამიტომაც გამოვტოვე ის მატჩი. გერმანიაში ექიმს ვაჩვენე ჩემი ტრავმა და დამაიმედა. ახლა ბევრად უკეთ ვარ. ახლა უკვე ნაკრებში სრული დატვითვით ვვარჯიშობ.

- ესე იგი, მალტასთან თამაშს შეძლებთ?

- კი, ჩემთვის ეს პრობლემა არ იქნება. თუ ვინ იქება სასტარტოში, ამას უკვე ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია გადაწყვეტს.

- მართალია მალტას ჯგუფში ბოლო ადგილზეა და უქულოდ არის, მაგრამ აუტსაიდერად კუნძულელთა ჩათვლა მაინც არ უნდა იყო გამართლებული. მით უმეტეს, მალტელებმა შარშან მოგვიგეს. მეტოქეზე რას ფიქრობთ?

- მალტას აუსტაიდერად არ ვთვლით და სათანადოდ ვაფასებთ მეტოქეს. ერთი სიტყვით, მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მაგრამ ეს თამაში უნდა მოვიგოთ. მით უმეტეს, შინ ვთამაშობთ.

- ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მალტასთან მატჩში მოგების გარდა სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებს. გულშემატკივარიც შესარჩევში პირველ მოგებას სწორედ პარასკევის თამაშში ელის...

- მეც სწორედ ამ აზრის ვარ და ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს თამაში უნდა მოვიგოთ. პარასკევის მატჩში გამარჯვება ლატვიაში თამაშის წინ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც დიდი სტიმული იქნება. ერთი სიტყვით, მალტას უნდა მოვუგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ასე რომ, მხოლოდ მოგება, სხვა შედეგი უნდა გამოვრიცხოთ.

- სპეციალისტებისა შეფასება ასეთია - ჩვენი ნაკრების დაცვაში დალაგებულია საქმე. ახლა ჯერი შეტევაზეა. უფრო მწვავედ დ ორგანიზებულად უნდა შევუტიოთ მეტოქეს და საგოლე მომენტების რეალიზებაც უნდა გავაუმჯობესოთ. ამაზე რა აზრის ხართ?

- სამუშაო ყველა რგოლშია. წინა მატჩებში ჩვენი მიზანი იყო მთელ გუნდს ეზრუნა ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე. ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ 4 მცველს გაუჭირდება კარის მშრალად შენახვა. ეს ამოცანა კარგად შევასრულეთ. მალტასთან მატჩში, ალბათ ახალი ამოცანის წინაშე დავდგებით - მთელმა გუნდმა ბალანსირებულად ვითამაშოთ. დაცვაშიც საიმედოდ ვითამაშოთ და შეტევაშიც მწვავედ ვიმოქმედოთ. იმედი მაქვს, ამ ამოცანასაც კარგად შევასრულებთ.

- ისრაელის ნაკრები თამაში თუ ნახეთ და მეტოქეზე რა წარმოდგენის ხართ?

- ისრაელის ნაკრებთან ვნახეთ მალტელთა თამაში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მეტოქეზე საკმაო წარმოდგენა გვაქვს. ჩემი აზრით, მთავარია ჩვენი თამაში ვითამაშოთ, ისე როგორც ქართველებს გვჩვევია. მჯერა ამას მოვახერხებთ და ამ თამაშს მოვიგებთ.

- ისევ კლუბზე ვისაუბროთ. მეორე ბუნდესლიგაში 7 ტური მიილია და "კარლსრუეს" საქმე დაგეგმილივით ვერ უნდა მიდიოდეს. მიმდინარე სეზონში რა მიზნისთვის იბრძვით?

- სეზონის წინ მთავარ ბუნდესლიგაში დაბრუნება დავისახეთ მიზნად. ჯერ მხოლოდ 7 ტური მიილია. მთალად სათანადოდ ვერ აგვეწყო საქმე, ქულების დათმობამ მოგვიწია, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული და ვნახოთ.

- ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე "კარლსრუეში" იყო ტესტირებაზე, მაგრამ მისი ტრანსფერი არ შედგა. რა მოხდა?

- ბარაბაძეს სათამაშო პრაქტიკის არქონა ეტყობოდა, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც დაინახეს მისი შესაძლებლობები. იყო შანსი ტრანსფერი შედგარიყო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

- "კარლსრუესთან" საკონტრაქტო ვადა 2 წლის შემდეგ გიმთავრდებათ. ხელშეკრულების თანახმად, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ამავე გუნდში დარჩებით სამუშაოდ. ხომ არ გადაგიწყვითავთ რაზე იმუშავებთ მწვრთნელად თუ სხვა პროფილით?

- ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი უმთავრესი მიზანია კარგად ვითამაშო და გუნდს დიდი სარგებელი მოვუტანო. მერე რას ვიზამ და რა პოსტზე ვიმუშავებ, ეს ჯერ არ გადამიწყვიტავს. გაივლის ეს 2 წელი და ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე