გემახსოვრებათ, 2009 წელს მოლდოვას ნაკრებთან წაგებით აღშფოთებული მაყურებელი ტრიბუნებს რომ დაერია. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა...

გემახსოვრებათ, 2009 წელს მოლდოვას ნაკრებთან წაგებით აღშფოთებული მაყურებელი ტრიბუნებს რომ დაერია. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემდეგ იყო ესტონეთთან შეხვედრა და სტადიონის დირექციამ დათვალა, რომ სულ 5 000 სკამი იყო დამტვრეული, ანუ იმდენი, რამდენიც ზესტაფონის სტადიონს სჭირდება...

"დაახლოებით 5 ათასამდე ახალი სკამი დავამონტაჟეთ, კიდევ 8 ათასი ჩვენ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით მყარად დავამაგრეთ, რომელიც დატვირთვებს კარგად უძლებს. რიგების ნუმერაციაც გავაუმჯობესეთ და მაყურებელი ადგილს ადვილად მიაგნებს. სხვათა შორის, ისრაელის ნაკრებთან მატჩის შემდეგ სკამების მასობრივი დაზიანება თავიდან ავიცილეთ - მაქსიმუმ 30 სკამი დაზიანდა. რაც საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ბოლო წლებში პირველად მოხდა", - ამბობს სტადიონის გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი.

საქართველო-მალტის მატჩამდე გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის საფარი. ამის გასაგებად მინდორი საგანგებოდ მოვინახულეთ - ბალახი გაიშვიათებულია და საკმაოდ სუსტად აქვს ფეხი მოკიდებული, მაგრამ ასე იყო თავიდანვე და ახლა მისი გაუმჯობესება თუ მოხერხდება, თორემ იდეალური მაინც ვერ გახდება. 10 დღეა სტადიონის ხელმძღვანელობა მინდორს დღე და ღამე უვლის, თუმცა ყველა აღიარებს, რომ საფარს შეცვლა სჭირდება.

"საფარი ხუთი წლისაა და ბუნებრივია, შელახულია. მისი ხარისხის გაუმჯობესება ჩვენზე მეტად არავის უნდა. კარგია, ყოველ წელს იცვლებოდეს, მაგრამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც იოლად არ იშოვება. საკითხი განიხილება და სავარაუდოდ, საფარი შეიცვლება. თუმცა მასზე თამაში ჯერ კიდევ შეიძლება", - გვითხრა სტადიონის დირექტორმა.

ამას გარდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მალე ეროვნული სტადიონი ახალი მეპატრონის ხელში გადავიდეს. შახოვი ამის თაობაზე არაფერს უწყის. ამჟამად, სტადიონი თბილისის მერიის ბალანსზეა. მერია დაინტერესებულია, ქვეყნის მთავარი სტადიონი კერძო მეპატრონეს გადააბაროს - ამით სახელმწიფოს ხარჯი შეუმცირდება. კულუარებში დაინტერესებულ კომპანიად "ჭიათურმანგანუმს" ასახელებენ, თუმცა საკითხი ჯერ გაურკვეველია და არავინ იცის, როდის გადაწყდება - საქართველოში სპორტული ობიექტების გასხვისება საკმაოდ რთული პროცესია, რასაც "ლოკომოტივის" სტადიონის ბოლო სამი წლის ისტორიაც ადასტურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს