ბლოგერის მუქარის გამო მსოფლიოს პირველი ჩოგანი შანხაიში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შანხაიში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. როჯერი ამ ქალაქში 7-14 ოქტომბერს, მასტერსის სერიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

უსაფრთხოების ამგვარი ზომების მიღების მიზეზი გახდა უცნობი ბლოგერის მუქარა შვეიცარიელი ჩოგბურთელის მოკვლის შესახებ.

“6 ოქტომბერს ვაპირებ მოვკლა ფედერერი, რათა გავანადგურო ჩოგბურთი”, - პოპულარულ ჩინურ ვებგვერდ baidu.com-ზე დაწერა მომხმარებელმა Blue Cat Polytheistic Religion Founder 07-ის ნიკით.

გარდა ამისა, მუქარის ავტორმა თავის შეტყობინებას თან დაურთო ფოტომონტაჟი, რომელზეც როჯერი კორტზე თავმოკვეთილია დამხობილი მუხლებზე და თავზე შავებში გამოწყობილი ჯალათი ადგას ნაჯახით ხელში.

ამის შემდეგ, ფედერერის მისამართით მუქარა უფრო გახშირდა, რის გამოც შანხაის მასტერსის ორგანიზატორებმა პოლიციას მიმართეს, აგრეთვე ჩოგბურთელისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს.

“ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმის გამოძიებას. ფედერერი უკვე ჩამოფრინდა შანხაიში და გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები. იმედია, ეს მხოლოდ ვერბალური მუქარებია, რასაც სერიოზული არაფერი მოჰყვება. მაგრამ წინასწარ ამის შესახებ არაფერი ვიცით, ამიტომაც უნდა დავიცვათ სპორტსმენი და მისი ოჯახი.

ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება არ გავუშვათ გულშემატკივრები სტადიონიდან მატჩების დასრულებისთანავე და ვთხოვთ მათ გაგებით მოეკიდონ იმას, თუ ჩოგბურთელები უარს იტყვიან თამაშის შემდეგ ავტოგრაფებზე”, - აღნიშნავს შანხაის მასტერსის პრესატაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!