2012 წლის სეზონში ქალთა პროფესიული ტურის შემაჯამებელი ჩემპიონატის შემადგენლობა სრულად დაკომპლექტდა
სრულად დაკომპლექტდა 2012 წლის სეზონში ქალთა პროფესიული ტურის შემაჯამებელი ჩემპიონატის შემადგენლობა.

ეს ტურნირი 23-28 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება.

ბოლო ვაკანტური საგზურის მფლობელი გახდა ჩინელი ნა ლი. მან 5 ოქტომბერს, პეკინის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე მეოთხედფინალში დაამარცხა აგნიეშკა რადვანსკა და WTA-ის "ჩემპიონთა რბოლაში" მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის.

მაშ ასე, ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირის საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება: ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი), მარია შარაპოვა (რუსეთი), აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი), სერენა უილიამსი (აშშ), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), ანჟელიკ კერბერი (გერმანია), სარა ერანი (იტალია) და ნა ლი (ჩინეთი).

"ბოლო ორი წლის განმავლობაში კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებ და მოხარული ვარ, რომ ისევ მოვახერხებ სტამბოლში თამაშს", - განაცხადა რადვანსკასთან მატჩის შემდეგ ნა ლიმ.

ჩინელმა ორ სეტში იოლად მოუგო რადვანსკას - 6:4, 6:2. 6 ოქტომბერს, მისი მეტოქე ნახევარფინალში რუსი მარია შარაპოვა იქნება, რომელიც 6:0, 3:0-ს უგებდა გერმანელ ანჟელიკ კერბერს, როცა ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო მიატოვა თამაში.

მეორე ნახევარფინალში წყვილი შეადგინეს - ვიქტორია აზარენკამ (6:2, 6:0 გაანადგურა რომინა ოპრანდი) და მარიონ ბარტოლიმ, რომელმაც სამ სეტში მოუგო პეტრა კვიტოვასა და ელენა იანკოვიჩის მძლეველ კარლა სუარეს ნავაროს - 6:0, 2:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა