ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლეგიონერი მორაგბეები: ყველა ლიდერი სტუმრად თამაშობს

ლეგიონერი მორაგბეები: ყველა ლიდერი სტუმრად თამაშობს

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია". ჩვენებურთა გუნდი სტუმრად ეთამაშება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს"
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მერვე ტურის წინ სატურნირო ცხრილის პირველ სამ საფეხურზე ქართველი მორაგბეების კლუბები არიან. ესენია: "კლერმონი", "ტულონი" და "ტულუზი".

მე-7 ტურში მოპოვებული ძნელი გამარჯვების შემდეგ, პირველ ადგილზე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია". ჩვენებურთა გუნდი სტუმრად ეთამაშება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".

აღსანიშნავია, რომ ორივე ეს გუნდი საშინაო ასპარეზზე განსაკუთრებულად კარგი თამაშით გამოირჩევიან. "ვულკანებს" საკუთარ მოედანზე წაგებული სერიის რეკორდი ეკუთვნის არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპაში. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სტუმრად "კასტრისთვის" ბოლო 18 შეხვდერაში ერთხელაც არ მოუგია. შარშანდელ სეზონში კასტრელებმა მეტოქეს 30:19 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ "ვულკანებს" საბრძოლო ფორმა ჯერ არ აუკრეფიათ. ყველა შეხვედრას დიდი გაჭირვებით იგებენ და, სავარაუდოდ, "კასტრთანაც" უმძიმესი ბრძოლა მოელით.

სასიხარულოა, რომ ტრავმები მოირჩინეს და სათამაშოდ მზად არიან საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯები. დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ანტონ ფეიქრიშვილი კი სათადრიგოთა შორისაა, ვიქტორ კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

სტუმრად ითამაშებს მეორე ადგილოსანი დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი". ჩვენებურთა გუნდის მეტოქე ბასკური "ბიარიცი" იქნება, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ მერე ზედიზედ სამი თამაში წააგო და ლიდერობა დაკარგა.

ტულონელებმა წინა ტურში გადახალისებული შემადგენლობით საფრანგეთის ჩემპიონ "ტულუზთან" სტუმრად წააგეს. ამჯერად კი ბასკეთში საბრძოლო რაზმით მიემგზავრებიან და ყველანაირად ეცდებიან ლიდერობა დაიბრუნონ.

სამწუხაროდ, "ბიარიცთან" მატჩში ქართველები არ ითამაშებენ, ტარვმიებულია და გუნდს ვერაფრით დაეხმარება ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

"კლერმონსა" და "ტულონს" კვალში უდგას ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც მერვე ტურში სტუმრად ეთამაშება "ბორდოს".

მასპინძლებმა 172 წუთი ისე გალიეს, რომ ლელო არ გაუტანიათ, თუმცა ბორდოში სააფხბურთო კლუბის სტადიონზე ყველანაირად ეცდებიან მრისხანე მეტოქეს მარცხი მიაყენონ. ეს ბორდოელებს შარშანდელ სეზონში საშინაო ასპარეზზე გამოუვიდათ კიდეც.

"ტულუზმა" სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა ახერხებს ჩვეული სათამაშო დინამიკის დაბრუნებას და, ცხადია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებს.

კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმიებულნი არიან და არ ითამაშებენ.

სხვა "ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" აქვს, რომელმაც შვიდი ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.

ამდენივე ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე საფეხურზეა მონპელიელთა მეტოქე პარიზული "მეტრო რასინგი".

აღსანიშნავია, რომ "მონპელიეს" ბოლო სამი ვიზიტი პარიზში ამ გუნდთან წარუმატებლად დასრუდა. ჩვენებურთა გუნდს ძალზედ მძიმე ბრძოლა ელის, მით უფრო, რომ არგენტინის ნაკრებში მივლინებული ექვსი წამყვანი მორაგბე აკლია.

ამასთან ერთად, დაშავდა და ერთი თვე ვერაფრით დაეხმარება "მონპელიეს" საქართველოს ნაკრების პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც კლუბთან რამდენიმე დღის წინათ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტავმა მოიშუშა და შესანიშნავ ფორმაშია პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, ძირთად შემადგენლობაში ითამაშებს "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე.

ჯერჯერობით აუტსაიდერთა შორისაა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელიც კრიზისიდან თავის დაღწევას ვერაფრით ახერხებს. პარიზელები 11 ქულით XI ადგილზე არიან და სტუმრად ეთამაშებიან აუტსაიდერ "მონ დე მარსანს", რომელსაც ჯერ ერთი ქულაც არ აუღია.

"სტად ფრანსესთვის" ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გუნდს წლევანდელ სეზონში ჯერ არ მოუგია და სად შეიძლება ეს მოახერხოს თუ არა მო დე მარსანში? თავის მხრივ მასპინძლები ყველანაირად ეცდებიან პირველი გამარჯვება მოიპოვონ ან თუნდაც პრემიალურ ქულას გამოჰკრან ხელი.

I დივიზიონი

VIII ტური

კასტრი-კლერმონი, ბიარიცი-ტულონი, გრენობლი-პერპინიანი, ბაიონი-აჟენი, მეტრო რასინგი-მონპელიე, მონ დე მარსანი-სტად ფრანსე, ბორდო-ტულუზი.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 27 ქულა, 2. ტულონი - 27, 3. ტულუზი - 24, 4. ბიარიცი - 19, 5. გრენობლი - 18, 6. მეტრო რასინგი - 18, 7. მონპელიე - 18, 8. კასტრი - 16, 9. პერპინიანი - 15, 10. აჟენი - 14, 11. სტად ფრანსე - 11, 12. ბაიონი - 11, 13. ბორდო - 10, 14. მონ დე მარსანი - 0.

კელტთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" 11 ქულით VII ადგილზეა.

შოტლანდიური კლუბი მე-6 ტურის მატჩს შინ გამართავს იტალიურ "ბენეტონთან", რომელიც 9 ქულით ბოლოსწინა, XI ადგილზეა.

ბასილაია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

კელტთა ლიგა

VI ტური

ზებრე-ოსფრიზი, ჰლანეჰლი-ნიუპორტი, ალსტერი-ქონოთი, ედინბურგი-ბენეტონი, კარდიფი-გლაზგო, ლენსტერი-მანსტერი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 17 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 16, 3. მანსტერი - 14, 4. გლაზგო - 14, 5. კარდიფი - 14, 6. ლენსტერი - 13, 7. ედინბურგი - 11, 8. ქონოთი - 10, 9. ოსფრიზი - 10, 10. ნიუპორტი - 9, 11. ბენეტონი - 9, 12. ზებრე - 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია