"ატლანტა ჰოქსს" საინტერესო სტატია მიუძღვნა გამოცემა "ასოშეიტედ პრესმა", სადაც ზაზა ფაჩულიას ნააზრევსაც შეხვდებით
კვირას, 7 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია 2012-13 წლების სეზონში პირველ მატჩს ჩაატარებს. იგი "ატლანტა ჰოქსის" მაისურით "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.

ეს "ქორებისთვის" სეზონის გახსნითი შეხვედრა იქნება (ამერიკელები საკონტროლოებს საგამოფენო მატჩებს უწოდებენ).

ოქტომბერში "ატლანტა" 7 ამხანაგურს ჩაატარებს და ნოემბრის დადგომასთან ერთად NBA-ს ახალ სეზონს დაიწყებს. ჯორჯიელთა პირველი ოფიციალური მეტოქე 2 ნოემბერს ტექსასური "ჰიუსტონ როკეტსი" იქნება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია (1984 წელსაა დაბადებული) ამერიკულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს. იგი დრაფტზე "ორლანდო მეჯიქმა" აიყვანა, მომდევნო წელს "მილუოკი ბაქსში" გადავიდა, ხოლო 2005 წლიდან "ატლანტას" ღირსებას იცავს.

2005-06 წლების სეზონში "ჰოქსი" ახალგაზრდული გუნდი იყო, ნელ-ნელა გაიზარდა, კალათბურთელებმა გამოცდილება მიიღეს და 2008 წელს დიდი ხნის შესვენების შემდეგ პლეი ოფს დაუბრუნდნენ.

2012-13 წლების სეზონიდან "ატლანტაში" არაერთი ცვლილება განხორციელდა, რასაც ფორვარდი ჯოშ სმიტი "სანახევროდ გადახალისებას" უწოდებს.

"ჰოქსში" მიმდინარე მოვლენებს საინტერესო სტატია მიეძღვნა გამოცემა "ასოშეიტედ პრესში", სადაც ზაზა ფაჩულიას ნააზრევსაც შეხვდებით.

"გასული სეზონის შემდეგ "ატლანტაში" შეიცვალა გენერალური მენეჯერი. ამ პოსტზე დაინიშნა დენი ფერი, რომელმაც ტრანსფერებით არაერთი მილიონი გამოათავისუფლა.

ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ჯო ჯონსონის "ბრუკლინში" გადასვლა იყო. ეს კალათბურთელი ბოლო 7 წლის განმავლობაში "ჰოქსის" ლიდერად ჩამოყალიბდა, ექვსჯერ ითამაშა "ოლ სტარში" და მოირგო ამერიკის ნაკრების მაისურა.

ჯონსონის გარდა გუნდი დატოვა მერვინ უილიამსმა. იგი დრაფტზე მე-2 ნომრად არჩეული კალათბურთელია, თუმცა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. მერვინი "იუტა ჯაზში" გადავიდა. სანაცვლოდ "ჰოქსში" ჩაირიცხა გამთამაშებელი დევინ ჰარისი.

"როცა გუნდში ახალი გენერალური მენეჯერი მოვიდა, ცხადი გახდა, რომ განხორციელდებოდა არაერთი ცვლილება. ამის მომხრე ვარ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პლეი ოფში კი გავდიოდით, მაგრამ მაინც ერთ ადგილას ვიდექით, თითქოს ცემენტში ჩავეფლეთ. არადა, გულშემატკივარი ჩვენგან წინსვლას მოითხოვდა", - აცხადებს ჯოშ სმიტი, რომელსაც ჯონსონის წასვლის შემდეგ ლიდერის ფუნქცია დაეკისრება.

"ჰოქსში" შარშანდელი სეზონის შემდეგ დარჩნენ: ელ ჰორფორდი, ჯეფ ტიგი, ზაზა ფაჩულია და ივან ჯონსონი. გამოჩნდა არაერთი ახალი სახე: ლუ უილიამსი, ენტონი მოროუ, დეშუან სტივენსონი, ჩიკაგოელი სნაიპერი კაილ კორვერი და ჯონ ჯენკინსი (დრაფტზე პირველ წრეში აირჩიეს).

შემადგენლობას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ "ატლანტა" სწრაფი უკანახაზელებით დაკომპლექტებული გუნდია და თამაშსაც მაღალ ტემპში წარმართავს. წინა ხაზში კი უმეტესობა მძიმე ფორვარდია: ივან ჯონსონი, ენტონი ტოლივერი, მაიკ სკოტი.

"ახალ სეზონში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ერთმანეთს აქტიურად დავეხმაროთ. შედეგი ხომ გუნდურ თამაშს მოაქვს", - ამბობს ზაზა ფაჩულია".

ამ სტატიიდანაც ჩანს, რომ "ჰოქსში" სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. წინასწარ ძნელი სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს რეფორმები, თუმცა ერთი უნდა აღვნიშნოთ - ზაზა ფაჩულიას ცენტრის პოზიციაზე ახალწვეულთა შორის გამოცდილი კონკურენტი არ ჰყავს.

მაგრამ არ არის გამორიცხული, მწვრთნელი, ლარი დრიუ სასტარტო ცენტრად ელ ჰორფორდს დაეყრდნოს. არადა ელი ნომინალურად მძიმე ფორვარდია. დანარჩენს უახლოესი მატჩები გამოააშკარავებს.

ატლანტას კალენდარი 2012-2013

7 ოქტომბერი ატლანტა-მაიამი

10 ოქტომბერი სან ანტონიო-ატლანტა

14 ოქტომბერი მემფისი-ატლანტა

16 ოქტომბერი ინდიანა-ატლანტა

18 ოქტომბერი ატლანტა-ნიუ ორლეანი

20 ოქტომბერი ატლანტა-დალასი

26 ოქტომბერი დეტროიტი-ატლანტა

2 ნოემბერი ატლანტა-ჰიუსტონი

4 ნოემბერი ოკლაჰომა-ატლანტა

7 ნოემბერი ატლანტა-ინდიანა

9 ნოემბერი ატლანტა-მაიამი

11 ნოემბერი კლიპერსი-ატლანტა

12 ნოემბერი პორტლენდი-ატლანტა

14 ნოემბერი გოლდენ სტეიტი-ატლანტა

16 ნოემბერი საკრამენტო-ატლანტა

19 ნოემბერი ატლანტა-ორლანდო

21 ნოემბერი ატლანტა-ვაშინგტონი

23 ნოემბერი შარლოტი-ატლანტა

24 ნოემბერი ატლანტა-კლიპერსი

28 ნოემბერი ატლანტა-შარლოტი

30 ნოემბერი ატლანტა-კლივლენდი

5 დეკემბერი ატლანტა-დენვერი

7 დეკემბერი ატლანტა-ვაშინგტონი

8 დეკემბერი მემფისი-ატლანტა

10 დეკემბერი მაიამი-ატლანტა

12 დეკემბერი ორლანდო-ატლანტა

13 დეკემბერი ატლანტა-შარლოტი

15 დეკემბერი ატლანტა-გოლდენ სტეიტი

18 დეკემბერი ვაშინგტონი-ატლანტა

19 დეკემბერი ატლანტა-ოკლაჰომა

21 დეკემბერი ფილადელფია-ატლანტა

22 დეკემბერი ატლანტა-ჩიკაგო

26 დეკემბერი ატლანტა-დეტროიტი

28 დეკემბერი კლივლენდი-ატლანტა

29 დეკემბერი ატლანტა-ინდიანა

31 დეკემბერი ჰიუსტონი-ატლანტა

1 იანვარი ნიუ ორლეანი-ატლანტა

4 იანვარი დეტროიტი-ატლანტა

5 იანვარი ატლანტა-ბოსტონი

8 იანვარი მინესოტა-ატლანტა

9 იანვარი კლივლენდი-ატლანტა

11 იანვარი ატლანტა-იუტა

12 იანვარი ვაშინგტონი-ატლანტა

14 იანვარი ჩიკაგო-ატლანტა

16 იანვარი ატლანტა-ბრუკლინი

18 იანვარი ბრუკლინი-ატლანტა

19 იანვარი ატლანტა-სან ანტონიო

21 იანვარი ატლანტა-მინესოტა

23 იანვარი შარლოტი-ატლანტა

25 იანვარი ატლანტა-ბოსტონი

27 იანვარი ნიუ იორკი-ატლანტა

30 იანვარი ატლანტა-ტორონტო

2 თებერვალი ატლანტა-ჩიკაგო

5 თებერვალი ინდიანა-ატლანტა

6 თებერვალი ატლანტა-მემფისი

8 თებერვალი ატლანტა-ნიუ ორლეანი

11 თებერვალი დალასი-ატლანტა

13 თებერვალი ორლანდო-ატლანტა

20 თებერვალი ატლანტა-მაიამი

22 თებერვალი ატლანტა-საკრამენტო

23 თებერვალი მილუოკი-ატლანტა

25 თებერვალი დეტროიტი-ატლანტა

27 თებერვალი იუტა-ატლანტა

1 მარტი ფინიქსი-ატლანტა

3 მარტი ლეიკერსი-ატლანტა

4 მარტი დენვერი-ატლანტა

6 მარტი ატლანტა-ფილადელფია

8 მარტი ბოსტონი-ატლანტა

9 მარტი ატლანტა-ბრუკლინი

12 მარტი მაიამი-ატლანტა

13 მარტი ატლანტა-ლეიკერსი

15 მარტი ატლანტა-ფინიქსი

17 მარტი ბრუკლინი-ატლანტა

18 მარტი ატლანტა-დალასი

20 მარტი ატლანტა-მილუოკი

22 მარტი ატლანტა-პორტლენდი

24 მარტი მილუოკი-ატლანტა

25 მარტი ინდიანა-ატლანტა

27 მარტი ტორონტო-ატლანტა

29 მარტი ბოსტონი-ატლანტა

30 მარტი ატლანტა-ორლანდო

1 აპრილი ატლანტა-კლივლენდი

3 აპრილი ატლანტა-ნიუ იორკი

5 აპრილი ატლანტა-ფილადელფია

6 აპრილი სან ანტონიო-ატლანტა

10 აპრილი ფილადელფია-ატლანტა

12 აპრილი ატლანტა-მილუოკი

16 აპრილი ატლანტა-ტორონტო

17 აპრილი ნიუ იორკი-ატლანტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაინცდამაინც საქართველოსთან რატომ ისვრიან პერიმეტრიდან შეუჩერებლად?

ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე