საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტური საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული მატჩებით სავსე გამოდგა
საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტური საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული მატჩებით სავსე გამოდგა.

ტური პარასკევს "სტად ჟოფრუა გიშარზე" დაიწყო, სადაც "სენტ ეტიენმა" "ნანსის" უმასპინძლა."მწვანეებმა" მატჩს ინტრიგა შეხვედრის დებიუტშივე მოუკლეს: 25-ე წუთზე ანგარიში უკვე 4:0 იყო. თან, სტუმრები მოედანზე ათნი იყვნენ, ვინაიდან არბიტრმა მათ სიმონ ზენკე გაუძევა.

დუბლი შეასრულა ბრანდაომ, რომლისთვისაც ეს "სენტ ეტიენის" მაისურით პირველი გოლები იყო, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანმა ჩემპიონატში უკვე მე-5 გოლი გაიტანა. "ნანსიმ" ლიგა 1-ში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო. არადა, ორი ტურის შემდეგ ჟან ფერნანდესის შეგირდებს 4 ქულა ჰქონდათ.

როგორც იქნა, მოიგო "ლილმა". საფრანგეთის ექს-ჩემპიონს 3 ქულა პირველი ტურის შემდეგ არ ჰქონდა მოპოვებული და ეს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია "ლილმა" "აიაჩოსთან" ნოლან რუს და რაიან მენდესის გოლების წყალობით შეწყვიტა. რუდი გარსიას გუნდი ამ მოგების შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილზეა. "ძაღლებს" საინტერესო ბურთების სხვაობა აქვთ: 10-10.

დრამატული გამოდგა მატჩი, რომელიც კორსიკაზე გაიმართა. ლიგა 1-ის აუტსაიდერი "ტრუა" ორჯერ აგებდა "|ბასტიასთან", მაგრამ ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა. ამის შემდეგ არბიტრმა სტუმრებს ჯერ ნსაკალა, შემდეგ კი ტიაგო შავიერი გაუძევა.

მასპინძლებმა 9-კაციანი სტუმრების წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ 88-ე წუთზე შეძლეს, როდესაც გამოცდილმა ტეოფილუ მაულიდამ ანგულას პასით ისარგებლა და "ბასტიას" ჩემპიონატში მესამე თამაში მოაგებინა; "ტრუა" კი ორი ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.

ისევ დამარცხდა "მონპელიე". ჩემპიონმა ამჯერად შინ "ევიანთან" წააგო. რენე ჟირარის შეგირდები ჯერ აგებდნენ, შემდეგ კი ესტრადას და კამარას გოლების წყალობით იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სტუმართა ტუნისელ ფორვარდ საბერ ხელიფას ვერაფერი მოუხერხეს.

25 წლის ფორვარდმა საბოლოოდ ჰეთ თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს სტუმრად პირველი თამაში მოაგებინა.

"მონპელიეს" აშკარად ეტყობა, რომ ორ ფრონტზე სათამაშოდ მზად არ არის - ჩემპიონთა ლიგაში ნორმალურ თამაშს ჩემპიონი ეროვნულ პირველობაზე საშინელ ასპარეზობას უთავსებს. ამ მარცხის შემდეგ "მონპელიე" სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილამდე დაქვეითდა.

კვირას დაუმარცხებელი გუნდები თამაშობდნენ. "ბორდო" "ბრესტს" ეწვია და ვერ მოუგო, თუმცა ფრანსის ჟიო უკმაყოფილო არ დარჩენილა, რადგან "ჟირონდელებმა" კინაღამ წააგეს.

მასპინძლები ბენ ბასატის გოლის წყალობით იგებდნენ, ხოლო სტუმართა მხრიდან თავი შეიკ დიაბატემ გამოიჩინა, რომელმაც ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრა.

"ლიონი" "ლორიანს" ეთამაშა და "ბორდოს" მსგავსად მხოლოდ ქულას დასჯერდა. "ლორიანის" გამოსვლა მცირე საოცრებაა, რადგან გუნდი აშკარა დასუსტების მიუხედავად, ჯერ კიდევ დაუმარცხებელია; თან, კრისტიან გურკუფის შეგირდებმა უკვე "პარი სენ-ჟერმენთან", "მონპელიესთან", "რენთან" და "ლიონთან" ითამაშეს.

ამ შეხვედრაში მამა-შვილის დუელი არ შედგა, ვინაიდან იოან გურკუფი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. რემი გარდის გუნდი გომისმა დააწინაურა. პირველი ტაიმი "ლიონმა" მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჟერემი ალიადიერმა კორნიეს გადაცემა გამოიყენა და მასპინძლებს ქულა მოუტანა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი მარსელში გაიმართა. "ველოდრომზე" ფრანგული კლასიკო შედგა. შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენდა ისიც, რომ წელს "მარსელიც" და "პარი სენ-ჟერმენიც" ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ასეთი რამ კი უკვე წლებია, არ მომხდარა.

გამარჯვების შემთხვევაში სტუმრები პროვანსელებს ქულებით წამოეწეოდნენ და ბურთების უკეთესი სხვაობით გადაასწრებდნენ კიდეც. ბოლო 7 კლასიკოდან "მარსელს" 5 ჰქონდა მოგებული, "პსჟ"-ს კი მხოლოდ ორი.

მატჩი მასპინძლების შეტევით დაიწყო და უკვე მე-17 წუთზე ანდრე-პიერ ჟინიაკმა ანგარიში გახსნა. "მარსელის" ქომაგთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან პარიზელებს გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ - შვედმა 23-ე და 25-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და წინ უკვე კარლო ანჩელოტის გუნდი გავიდა, თუმცა 7 წუთში ვალბუენას პასით ჟინიაკმა ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი საბოლოოდ ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმში კარლო ანჩელოტიმ უცნაური ცვლილებები განახორციელა: პასტორეს, ვერატის და მენეზის მაგივრად მოედანზე გამეირო, არმანი და ვან დერ ვილი შეუშვა. შესაბამისად, გუნდი შედარებით დაცვით ტაქტიკაზე გადააწყო და გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რომ მეორე ნახევარში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

საბოლოოდ კლასიკო მშვიდობიანად დასრულდა - ფრე 2:2 და "ოლიმპიკი" ისევ ლიდერია.

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური

სტ. ეტიენი-ნანსი 4:0

გოლები: 1:0 ბრანდაო (9), 2:0 ჰამუმა (19), 3:0 ბრანდაო (21), 4:0 ობამეიანი (25).

მონპელიე-ევიანი 2:3

გოლები: 0:1 ხელიფა (30), 1:1 ესტრადა (36), 2:1 ს. კამარა (42), 2:2 ხელიფა (62), 2:3 ხელიფა (89).

სოშო-რენი 0:1

გოლი: 0:1 ერდინჩი (7).

ლილი-აიაჩო 2:0

გოლები: 1:0 რუ (42), 2:0 მენდესი (56).

ბასტია-ტრუა 3:2

გოლები: 1:0 რინკონი (17-საკ. კარში), 1:1 მარკოსი (26), 2:1 მოდესტი (37), 2:2 მარკოსი (49-პენ), 3:2

მაულიდა (88).

რეიმსი-ნიცა 3:1

გოლები: 1:0 დიეგო (16), 1:1 ცვიტანიჩი (63), 2:1 კურტე (87), 3:1 კურტე (90).

ტულუზი-ვალანსიენი 2:2

გოლები: 0:1 კადირი (12), 0:2 სანჩესი (15), 1:2 ბენ იედერი (56), 2:2 რეგატენი (90).

ბრესტი-ბორდო 1:1

გოლები: 1:0 ბენ ბასატი (37), 1:1 დიაბატე (68).

ლორიანი-ლიონი 1:1

გოლები: 0:1 გომისი (23), 1:1 ალიადიერი (47)

მარსელი-პსჟ 2:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ჟინიაკი (17), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (23), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (25), 2:2 ჟინიაკი (32).

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

მარსელი

8

6

1

1

12-7

19

2

პსჟ

8

4

4

0

14-5

16

3

ლიონი

8

4

3

1

13-8

15

4

ლორიანი

8

3

5

0

14-9

14

5

რეიმსი

8

4

2

2

11-6

14

6

ბორდო

8

3

5

0

10-6

14

7

ტულუზი

8

3

4

1

11-9

13

8

ვალანსიენი

8

3

3

2

13-8

12

9

სტ. ეტიენი

8

3

2

3

14-6

11

10

ლილი

8

2

4

2

10-10

10

11

რენი

8

3

1

4

10-11

10

12

ბრესტი

8

3

1

4

8-13

10

13

ბასტია

8

3

1

4

12-20

10

14

აიაჩო

8

3

2

3

6-9

11

15

მონპელიე

8

2

2

4

11-12

8

16

ნიცა

8

1

5

2

11-12

8

17

ევიანი

8

2

2

4

10-11

8

18

სოშო

8

2

0

6

7-13

6

19

ნანსი

8

1

1

6

2-14

4

20

ტრუა

8

0

2

6

8-18

2

* აიაჩოს - 2 ქულა

ბომბარდირები: 7 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 6 - ბენ იედერი (ტულუზი); 5 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ხელიფა (ევიანი); 4 - ს. კამარა (მონპელიე), კურტე (რეიმსი), მოდესტი (ბასტია), ა. ტრაორე (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან