ტორინ გრინის "გრან კანარიამ" იოლად გადალახა ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერი. განმეორებით მატჩში კუნძულელებმა ხორვატულ "ზაგრებს" 96:60 მოუგეს და ჯგუფურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს...

ტორინ გრინის "გრან კანარიამ" იოლად გადალახა ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერი. განმეორებით მატჩში კუნძულელებმა ხორვატულ "ზაგრებს" 96:60 მოუგეს და ჯგუფურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. პირველი მატჩი ხორვატიულ ჰქონდათ მოგებული (71:69) და ესპანეთის კუნძულოვან მხარეში იმედიანად ჩავიდნენ, თუმცა პირველივე მეოთხედმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: გრინის (სასტარტო იყო) თანაგუნდელებმა საწყისი 10 წუთი 27:10 მოიგეს... მომდევნო 30 წუთში "გრან კანარიამ" სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ევროთასზე ღირსეულად შეაბიჯა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელის ტორინ გრინის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთი, 9 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა. მან 2-2 ორქულიანი, სამიანი და საჯარიმო ისროლა და მხოლოდ ერთი შორეული ტყორცნა ააცილა. ისიც შეხვედრის ბოლო წუთებზე, როცა ყველაფერი გარკვეული იყო. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი, 24 ქულა ჯეის ქეროლმა ჩააგდო.

ევროთასზე გუნდები ჯგუფებად ჯერ არ გაუნაწილებიათ, წილისყრა 14 ოქტომბერს ჩატარდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ეს შეჯიბრება 16 ნოემბერს დაიწყება. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ტორინ გრინის გარდა მანუჩარ მარკოიშვილი ("კანტუ", იტალია) და ტაირონ ელისი ("ესტუდიანტესი", ესპანეთი) ითამაშებენ.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა