როგორც იქნა, დანიური "ორჰუსის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მათე ვაწაძემ
მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ ქართველმა ლეგიონერებმა თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინეს. ამიტომაც ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა მოკლე იქნება.

როგორც იქნა, დანიური "ორჰუსის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მათე ვაწაძემ, რომელმაც მოედანზე 25 წუთი გაატარა და ერთი კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

ჩვენთვის განსაკუთრებული თითქმის არაფერი მომხდარა რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში. მხოლოდ "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შეხვედრაა გამოსარჩევი, სადაც დნეპროპეტროვსკელებმა კიეველებს სძლიეს და რაც მთავარია, ეს მატჩი შეუცვლელად ჩაატარა "კრივბასიდან" "დნიპროში" დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის არაერთ წევრს არასისტემატური სათამაშო პრაქტიკა აქვს. შოთა არველაძის "ქაისერისფორიდან" წასვლას ზურაბ ხიზანიშვილის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოჰყვა - იმედია, დროებით.

ცუდია, რომ "კრასნოდარის" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა ნუკრი რევიშვილი, რომელიც გიორგი ლორიას არყოფნაში, წესით, საქართველოს ნაკრების კარში უნდა ვიხილოთ.

კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა კიდევ ერთმა ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ, რომელიც ამ სეზონში პირველად გამოჩნდა ფრანგული "ლე მანის" 18-კაციან განაცხადში და იმედია, მოედანზეც მალე ვიხილავთ.

გასულ უქმეებზე ქართველებმა გოლები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში გაიტანეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა