ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა - მაიკ ვუდსონი მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებას მავალებს, არც ერთი კომბინაცია ჩემზე არ ეწყობაო... სწორედ ამიტომ აპირებდა იგი კლუბის გამოცვლას 2010-11 წლების სეზონის წინ...

ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა - მაიკ ვუდსონი მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებას მავალებს, არც ერთი კომბინაცია ჩემზე არ ეწყობაო... სწორედ ამიტომ აპირებდა იგი კლუბის გამოცვლას 2010-11 წლების სეზონის წინ. თუმცა გადაიფიქრა, რადგან "ატლანტა ჰოქსში" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - ვუდსონის ადგილი ლარი დრიუმ დაიკავა.

საინტერესოა, რა ფუნქციას დააკისრებს ახალი თავკაცი ქართველ ცენტრს. ატლანტელი ჟურნალისტები, რომლებიც "ჰოქსის" პირველ ვარჯიშს დაესწრნენ, ამბობენ, რომ წინა სეზონთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. სწორედ "ატლანტას" სათამაშო სისტემაში შეტანილ ცვლილებებს მიეძღვნა სტატია AP-ში, რომლის ავტორიც ჩარლზ ოდუმი გახლავთ.

პუბლიკაციას მრავლისმთქმელი სათაური აქვს: "ჰოქსის" შეტევა მობილური და სწრაფი გახდება".

"პირველივე ვარჯიშის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ "ატლანტა" ახალ სეზონში განსხვავებული გუნდი იქნება, გაცილებით სწრაფი და მოძრავი. მწვრთნელი ლარი დრიუ ყოველი ვარჯიშის ბოლოს შეგირდებს სისწრაფეში ავარჯიშებს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ასეთი ტესტი მესამე ადგილზე დაასრულა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. იგი სისწრაფეში მხოლოდ ჯო ჯონსონს (5:30 წუთი) და ჯოშ სმიტს (6 წუთი) ჩამორჩა. ქართველ ცენტრს 6:07 წუთი დასჭირდა.

ფაჩულია აცხადებს: "ჰოქსში" ექვსი წელია, ვთამაშობ და ასეთ მაღალ ტემპში აქამდე არ მივარჯიშია. ლარი დრიუს განსხვავებული სტილი აქვს..."

ზაზა მხოლოდ შეტევის სისწრაფის მატებას როდი გულისხმობს. ახალი მწვრთნელის ხელში "ატლანტა" უფრო მობილური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იერიშებში ყველა კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეიძლება გაიკვირვოთ, ნუთუ ხუთევე მოთამაშემ არ უნდა მიიღოს მონაწილეობაო? აქამდე "ატლანტაში" ასე არ იყო: პირველ რიგში ჯო ჯონსონი ისროდა. თუ ჯოს სროლის საშუალებას არ მისცემდნენ, ჯოშ სმიტს უნდა ესროლა... ორი წლის წინათ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო - ჯონსონი იმაზე მეტს სტყორცნიდა, ვიდრე დანარჩენი 11 კალათბურთელი ერთად. ეს მაიკ ვუდსონის მწვრთნელობისას ხდებოდა. ლარი დრიუ კი სხვა სტრატეგიით შეუტევს:

- ვარჯიშებისას ბურთს მოედნის ერთი კიდიდან მეორისკენ ვათამაშებთ. კალათბურთელებიც სწრაფად გადავადგილდებით. შეტევაში ყველა ვმონაწილეობთ. შარშან ასე არ იყო - ვიდექით და შევყურებდით, ერთი მოთამაშე როდის ისროდა, - ამბობს ზაზა ფაჩულია და დასძენს:

- ფიზიკურად ძლიერები ვართ და მაღალ ტემპში თამაშს ბოლომდე გავუძლებთ. სწრაფი თამაში ჩვენი პლუსია. ამასთან, როცა კალათბურთელი ხედავს, რომ შეტევისას მისი როლი იზრდება, მოტივაცია ემატება, რაც შედეგზე დადებითად მოქმედებს.

ის ერთი კალათბურთელი, რომელსაც ატლანტელები შეტევისას შეჰყურებდნენ, ჯო ჯონსონი იყო. იგი ახალი მწვრთნელის ინიციატივას გაგებით ეკიდება:

- მესმის, რაც უფრო გუნდურად თამაშობ, მით მეტია წარმატების მიღწევის შანსი. მჭიდრო მეურვეობის შემთხვევაშიც შემიძლია ბურთის ჩაგდება, მაგრამ ახალ სეზონში ფუნქციები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდება და ჩემი ტყორცნების საერთო რაოდენობა ცოტა მოიკლებს. თუმცა ამაზე არ ვნაღვლობ, მთავარია გუნდური გამარჯვება.

ლარი დრიუს ხელმძღვანელობით "ატლანტა" პირველ საგამოფენო მატჩს დღეს "მემფისთან" ითამაშებს. გულშემატკივარი სწორედ ამ შეხვედრაში იხილავს "ჰოქსის" მოდერნიზებულ შეტევას, რომელშიც ზაზა ფაჩულიას მეტი დატვირთვა ექნება.

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა