ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თბილისური მსოფლიო არც ისე ძლიერი გამოდგა

თბილისური მსოფლიო არც ისე ძლიერი გამოდგა

დღეს, დილის 10 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი...

დღეს, დილის 10 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველო ბოლო წლებში ძნელად, დიდი წვალებით, მაგრამ მაინც უშინაურდება პირველხარისხოვანი შეჯიბრებების მასპინძლობას, თუმცა ეს ტურნირი ერთ-ერთი გამორჩეულია. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ თავად სამბოს, როგორც სპორტის სახეობის სტატუსზე და მის შედარებაზე ოლიმპიურ საჭიდაო სახეობებთან, ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს პირველობისთვის არ გვიმასპინძლია არც ერთ სახეობაში, არც ერთ ასაკში. ევროპის ჩემპიონატებს დიდებშიც ვუმასპინძლეთ და ახალგაზრდებშიც, ძიუდომ და თავისუფალ-ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობებმა მსოფლიოზეც მიიტანეს პირდაპირი თუ ირიბი იერიში, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა მიაღწია. მოჭიდავეებმა ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირეს, ძიუდოისტებმა კი, რაკიღა უფროსებში ევროპა შარშან ჩაატარეს, ამჯერად მსოფლიო ამოიღეს მიზანში - ისევ უფროსებში, თუმცა მხოლოდ შესაძლებლობები დაზვერეს და რაკიღა შანსები უპერსპექტივოდ მიიჩნიეს, ბოლოს უკან დაიხიეს. ამხელა ტურნირის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად სამბისტებსაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატის მასპინძლობა ბოლო თვეებში რუსეთმაც მოინდომა, რაც უფრო ქართული მხარის დასასჯელი ღონისძიება იყო – ჩვენებმა გუნდი არ გააგზავნეს მოსკოვში, "რუსეთის პრეზიდენტის თასზე", რისთვისაც სამაგიეროს გადახდა ამ შეჯიბრების ჩამორთმევით მოინდომეს. საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრების თავკაც ოლეგ იაძის რიტორიკამ გაჭრა და ტურნირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გადაურჩა.

ამ ჩემპიონატში საქართველოდან ვაჟებთან ერთად გოგოებიც გამოვლენ. მართალია, ყველა მათგანი ძიუდოისტია, რადგან სამბოში გოგოები კვლავაც არ ვარჯიშობენ, მაგრამ ეს ფაქტი ქართული სპორტის ისტორიაში ასევე ახალი ფურცელია. ოღონდ, ვაჟებისგან განსხვავებით, გოგოები არასრული გუნდებით გამოვლენ - ორივე ასაკში ხუთ-ხუთი მოჭიდავე.

ვაჟთა შორის ჭაბუკთა ნაკრებში გუნდის თავკაც ემილ რაშის გადაწყვეტილებით ლერი ჯიხვაშვილი (48), გიორგი საჩალელი (52), ლაშა გიუნაშვილი (56), გიორგი კაცია (60), გოჩა ვარძელაშვილი (65), მიხეილ ჩოხელი (70), შმაგი შარიფაშვილი (75), ბექა რატიანი (81), ალექსანდრე მილდიანი (87), სლავა რეზესიძე (+87) იჭიდავებენ, ახალგაზრდების დამრიგებელმა ბადრი ჯანიაშვილმა კი ჩემპიონატისთვის გივი ნადარეიშვილი (48), ვაჟა ლატარია (52), გენადი ჩირგაძე (57), გიორგი ტაბატაძე (62), ზვიად კაპანაძე (68), ზებედა რეხვიაშვილი (74), ვახტანგ სარაჯიშვილი (81), ზაზა დავაძე (90), არჩილ შინჯიკაშვილი (100), ლევან მუქერია (+100) შეარჩია.

გოგოებიდან ახალგაზრდებში დარინა აბულაძე (48), შორენა შარაძე (63), ნინო ოძელაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78) გამოვლენ, უმცროს ასაკში - ცირა აბულაძე (48), ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78), რომლებსაც მწვრთნელმა გია თენაძემ გუშინ თამარ მარტიაშვილი (65) დაამატა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს პირველობა ვერ გამოდგა იმდენად ძლიერი, როგორც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ - გუშინ, საღამოს 20 საათისთვის თბილისში 20 გუნდი იყო ჩამოსული, ორი კი წუხელ, შუაღამისას უნდა ჩამოსულიყო. ერთ-ერთი მათგანი მონგოლეთი იყო.

შეჯიბრებები დღესაც და შაბათ-კვირასაც 10 საათზე დაიწყება. დღეს, 17 საათზე გახსნის საზეიმო ცერემონიალია, ფინალური შეხვედრები კი 18 საათიდან დაიწყება. ფინალები მომდევნო დღეებშიც იგივე დროს გაჩაღდება. დღეს საჭიდაოდ ჭაბუკებში ვაჟებიდან 48, 60 და 75, გოგოებიდან 40, 52, 65კგ წონების, ხოლო ახალგაზრდა ვაჟებიდან 48, 62, 82, გოგოებიდან კი 44, 56 და 68-ის წარმომადგენლები გავლენ. ხვალ ჭაბუკებში ვაჟებიდან 52, 65, 81 და +87, გოგოებიდან - 44, 56, 70, +75-ის სპორტსმენები იასპარეზებენ, ახალგაზრდებში ვაჟებიდან - 52, 68, 90, +90, გოგოებიდან - 48, 60, 72, +80-ის. დანარჩენი წონების წარმომადგენლები კვირას იჭიდავებენ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სპროტის სასახლეში დასწრება თავისუფალია, ჩვენები კი ორივე ასაკში გუნდური პირველობის მოგებას გეგმავენ.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის