ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა
ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა, რომელიც ამჟამად ახალ ზელანდიაში ვიზიტად იმყოფება, 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.

მძლეოსნობის "ცოცხალმა ლეგენდამ" განაცხადა, რომ, უბრალოდ, შეეცდება ისევ მოიგოს ოქროს მედლები 100 და 200 მეტრ დისტანციებზე და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. იმის გამო, რომ სპრინტერი ადრე თავის გეგმებზე არ ლაპარაკობდა, გაჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ რიო-დე-ჟანეიროში ის 400 მეტრ დისტანციაზე ან სიგრძეზე ხტომაში გამოვიდოდა.

"არ მინდა, რიო-დე-ჟანეიროში სხვა დისციპლინებში ვცადო ბედი - იქ, უბრალოდ, ტიტულების დასაცავად ვაპირებ ჩასვლას. მინდა დავანახო მსოფლიოს, რომ ისევ შემიძლია ამის გაკეთება. არის სამი დისციპლინა, რომელზეც გავაკეთებ აქცენტს და არ ვაპირებ პროფილის შეცვლას", - აღნიშნა ბოლტმა.

იამაიკელს ასევე გეგმაში აქვს საკუთარი რეკორდების განახლება 100 და 200 მეტრზე. ის ოქტომბრის ბოლოს განაახლებს ვარჯიშებს და დაიწყებს მზადებას მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც მოსკოვში გაიმართება.

"გავაგრძელებ მძიმე მუშაობას, შევინარჩუნებ კონცენტრაციას და საკუთარ თავს ვარჯიშს დავაძალებ. ახლა სწორედ ამაზე ვარ მომართული. არ ვიცი, რამდენად სწრაფი ვიქნები, მაგრამ ვაპირებ, ყოველ წელს გავაუმჯობესო ჩემი შედეგები.

უბრალოდ, მომწონს, რომ ჩემს წინაშე ყოველთვის ახალი გამოწვევა დგას", - ამბობს ბოლტი სააგენტო AP-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის