გასულ კვირას მამაკაცებმა პეკინსა და ტოკიოში გაიარეს რეპეტიცია შანხაის მასტერსისთვის

გასულ კვირას მამაკაცებმა პეკინსა და ტოკიოში გაიარეს რეპეტიცია შანხაის მასტერსისთვის.

პეკინში ორი მთავარი ფავორიტი გავიდა ფინალში - მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგის მეშვიდე ნომერს ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა.

ცონგამ გზა ფინალამდე ისე გაიკვლია, რომ არც ერთ განთესილ მეტოქეს არ შეხვდა. ტურნირის მეორე ნომერი დავიდ ფერერი პირველი წრის მატჩიდან მოიხსნა.

ესპანელის პირობითი ადგილი ნახევარფინალში მისმა თანამემამულემ ფელისიანო ლოპესმა დაიკავა, რომელმაც ასევე უარით დაასრულა ტურნირი - მან ცონგასთან მატჩი 1:6, 1:4-ზე მაჯის ტრავმის გამო შეწყვიტა.

ბადის მეორე მხარეს ჯოკოვიჩი მიიწევდა წინ დამაჯერებლად. თუმცა პირველ წრეში სერბმა ერთი სეტი წააგო მიხაელ ბერერთან. არადა, იმ პარტიაში ნოვაკმა თავის მოწოდებაზე მხოლოდ ხუთი ქულა დათმო. თუმცა ჩოგბურთში ასეთი რაღაცეები ხდება.

მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ 2008 წელს ცინცინატიში როჯერ ფედერერისა და ივო კარლოვიჩის მატჩის მესამე პარტია, რომელშიც ხორვატმა მიღებაზე მხოლოდ ორი (!) ქულა აიღო და მაინც მოიგო პარტია და მატჩი.

ნოვაკმა ბერერთან მესამე პარტია დამაჯერებლად აიღო, შემდეგ კი არც თავის მეტოქეს - კარლოს ბერლოკს, იურგენ მელცერსა და ფლორიან მაიერს ოთხზე მეტი გეიმი არ დაუთმო.

ჯოკოვიჩი და ცონგა მეცამეტედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. სერბს მიჰყავდა ანგარიში - 7:5.

პირველ პარტიაში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უპირატესობა ჯოკოვიჩს ჰქონდა - მან მე-13 გეიმი 7:4 მოიგო. მეორე სეტში ნოვაკის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა - მან ორი ბრეიკის აღება შეძლო და საათსა და 41 წუთში 7:6, 6:2 გაიმარჯვა.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მეოთხე ტიტული სეზონში და 32-ე პროფესიულ კარიერაში. ამ გამარჯვებამ მას 530 ათასი დოლარი მოუტანა.

მატჩის შემდეგ ნოვაკმა კამერაზე ტრადიციული ავტოგრაფის ნაცვლად, რაღაც ჩინური იეროგლიფის მსგავსი გამოსახა, დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ კი პირდაპირ წითელ ხალიჩაზე იცეკვა ბოლბოებთან და ტურნირის სხვა მომსახურე პერსონალთან ერთად (იხილეთ ვიდეო).

ტოკიოში ფავორიტად ამერიკის ღიასა და ოლიმპიადის ჩემპიონი ენდი მიურეი მიიჩნეოდა, მაგრამ მან დათმო ნახევარფინალი კანადელი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მილოშმა ჯერ ერთი მატჩბოლიდან გადაარჩინა მეოთხედფინალი იანკო ტიპსარევიჩთან, მიურეის წინააღმდეგ კი ორი მატჩბოლი მოიგერია.

იაპონიის დედაქალაქში მეორე ნომრად განთესილი ტომაშ ბერდიხი კი კეი ნიშიკორიმ შეაჩერა. საბოლოოდ ფინალში სწორედ ფავორიტთა მძლეველი ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს.

გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ პარტიაში იყო, რომელიც იაპონელმა ტაი-ბრეიკზე აიღო. მეორე სეტში ნიშიკორი მოდუნდა და რაონიჩმა შეძლო სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კანადელმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხა - მან მთლიანად ჩააგდო მესამე პარტია და იქ ვერც ერთი გეიმის აღება ვერ შეძლო.

შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც ნიშიკორიმ ოთხი ბრეიკი აიღო და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 7:6, 3:6, 6:0 იაპონელის სასარგებლოდ.

ნიშიკორიმ სეზონში პირველი და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო და ჰონორარის სახით 308 ათასი დოლარი დაიმსახურა.

China Open

პეკინი, ჩინეთი. ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 205 000 დოლარი

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 3) 7:6(4), 6:2.

Japan Open

ტოკიო, იაპონია. ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 280 565 დოლარი

ფინალი

კეი ნიშიკორი (იაპ, 8)-მილოშ რაონიჩი (კან, 6) 7:6(5), 3:6, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა