კახი კალაძე აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

პარადოქსია, მაგრამ მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ პოლიციელ მისირელსაც ქურდული სამყაროს წევრობასა და ასევე, იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებოდნენ.

დემეტრაძე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ ჰქონდა.

გიორგის გვერდში დაუდგა, მისი უდანაშაულობის სჯეროდა და ყველანაირად ცდილობდა დახმარებოდა კახი კალაძე - ესწრებოდა სასამართლოს სხდომებს, ამხნევებდა და ეუბნებოდა, რაც არ ჩაგიდენია, არ დაიბრალო და აღიაროო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი ფეხბურთელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

რადგან საქართველოში სამართალი ვერ იპოვეს, გიორგიმ და მისმა ადვოკატმა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, საპროცესო გარიგებაზე კი უარი თქვა, რადგან დემეტრაძისთვის სრულიად მიუღებელი იყო იმის აღიარება, რაც არ ჩაუდენია.

ციხის გისოსებში კიდევ 5 წლის გატარება მოუწევდა, რომ არა შეცვლილი პოლიტიკური ვითარება: 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა, თუმცა შესაბამისი თხოვნით არც მას და არც დემეტრაძის ოჯახს არ მიუმართავთ. შეწყალება კი სასჯელის განახევრების ფორმით შეეხო. მას 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ციხე წელიწადსა და 10 თვეში უნდა დაეტოვებინა.

არჩევნების შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული და დანაშაული არ ჩაუდენია, დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებას.

ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ ბევრია და მათ შორის მოხვდა გიორგი დემეტრაძეც, რომელსაც აბსურდული ბრალდება წაუყენეს.

მჯერა, მალე ობიექტური სასამართლო შედგება და დემეტრაძეს გაათავისუფლებენ", - განაცხადა 8 ოქტომბერს "ლელოსთან" საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და მეორე ვიცე-პრემიერის პოსტზე წარადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა

გიორგი დემეტრაძე: შეწყალებას არ მოვითხოვ!

დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება

dato
საერტოდ რისტვის დაიჭირეს ვინმემ ტუ იცის სიმარტლე?
nino
სასიხარულო ამბავია. მაგარი ხარ დემე რომ არ გატყდი
ნიტუკელა
თუ კიდევ ივარგებს კაცად, იმის მერე რა დღეშიც ყავდათ ციხეში.
sxva vano
გაიხარე კახა ;;აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა;;მუდამ სჯეროდა რომ დემე სრულიად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს მიშას ხუშტურების გამო და ბოლომდე გვერდით ედგა;;; მალე გვენახოს დემე მის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა