თორნიკე შენგელია ახალი სეზონისთვის მზადების გზაზე "ბრუკლინ ნეთსთან" პირველ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს
ეს კვირა არაერთი ქართველი ლეგიონერისთვისაა მნიშვნელოვანი - ევროლიგაში ასევე ჩაერთვებიან მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი, ხოლო თორნიკე შენგელია ახალი სეზონისთვის მზადების გზაზე "ბრუკლინ ნეთსთან" პირველ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 13 ოქტომბერს ფილადელფიაში შედგება.

ახალი ჩემპიონატის წინ ამერიკელი ჟურნალისტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან გუნდების შემადგენლობებს და არკვევენ, რომელ კალათბურთელს რამდენი სათამაშო დრო ექნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ "ნიუ იორკ პოსტში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც თორნიკე შენგელიას მომავალ ფუნქციაზეცაა მსჯელობა: "ბრუკლინელთა გუნდში არაერთი კარგი ფორვარდია.

სათადარიგოთა სკამიდან "ნეთსს" დაეხმარებიან მირზა ტელეტოვიჩი, რეჯი ევანსი, ანდრეი ბლატჩე და თოკო შენგელია.

მათ შორის ერთს, შენგელიას, შესაძლოა მეტი სათამაშო დრო ერგოს კარგი ფიზიკური მონაცემების წყალობით.

მწვრთნელს იგი დასჭირდება მეტოქის მსუბუქ და მძიმე ფორვარდებთან ჭიდილისთვის. თუმცა, წინასწარ ძნელი სათქმელია, დაახლოებით რამდენ დროს მიიღებს თორნიკე.

რაც შეეხებათ ტელეტოვიჩსა და ბლატჩეს, ისინი შეტევაზე ორიენტირებული კალათბურთელები არიან, ხოლო ევანსი "მომხსნელი მანქანაა".

ასე რომ, მწვრთნელი, ეივერი ჯონსონი მათ სიტუაციისდა მიხედვით გამოიყენებს."

ლიტვური "პალანგას" ქართველი ცენტრი სერგო ათუაშვილი ახალ სეზონში, ლიტვის ჩემპიონატის პარალელურად, ბალტიის ლიგაზე იასპარეზებს.

უფრო სწორად, ასპარეზობს - ბალტიის თასზე პალანგელებმა უკვე ორი მატჩი ჩაატარეს. პირველი "ლამაზი" ანგარიშით დათმეს (44:88) ლატვიურ "ვენტსპილსთან", ხოლო მეორეში ყაზახური "ბარსი" დაამარცხეს. ამ შეხვედრაში სერგომ 10 წუთი ითამაშა. მიზეზი - 5 ჯარიმა.

შესაძლოა, გაგიკვირდათ, სად ყაზახეთი და სად ბალტიის ლიგაო. არც ამ ქვეყნის საზღვრები გაფართოებულა ისე, რომ ბალტიის ზღვამდე მიეღწია. საქმე ისაა, ყაზახებს ესმით, რომ ევროპასთან საკალათბურთო ინტეგრაციისთვისა და სპორტის ამ სახეობის წინსვლისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა აუცილებელია... აქ კი შეგვიძლია ფრაზა "თეთრი შური" გამოვიყენოთ.

მოთამაშე გუნდი თარიღი შეჯიბრება VS ანგარიში წუთი ქულა მოხსნა პასი ჩაჭრა დაფარება

ზაზა ფაჩულია ატლანტა (NBA) 7.10 NBA მაიამი VS 92:79 არ უთამაშია

მანუჩარ მარკოიშვილი კანტუ (იტ) 2.10 იტალიის ჩემპ. VS ვენეცია 81:61 18 3 1 1 0 0

7.10 იტალიის ჩემპ. რომა VS 70:84 19 5 1 0 0 0

ვიქტორ სანიკიძე მონტეპასკი (იტ) 6.10 ამხანაგური სან ანტონიო (აშშ) VS 106:77 31 5 11 0 1 1

გიორგი შერმადინი მაქაბი (ისრ) 2.10 ვინერის თასი VS ჰაპოელი (ჰაიფა) 86:63 23 8 4 0 1 1

4.10 ვინერის თასი VS მაქაბი (ჰაიფა) 86:79 18 3 7 1 1 0

6.10 ვინერის თასი VS მაქაბი (აშდოდი) 75:65 18 6 7 1 0 0

გიორგი ცინცაძე ბუდიველნიკი (უკრ) 5.10 უკრაინის ჩემპ ოდესა VS 77:82 17 7 4 0 4 0

7.10 უკრაინის ჩემპ ხიმიკი VS 71:77 25 11 0 4 4 0

ბექა ბურჯანაძე კახასოლი (ესპ) 7.10 ესპანეთის ჩემპ. კახა ლაბორალი VS 90:70 15 7 4 0 0 0

ჯეიკობ პულენი ჰაპოელი (ისრ) 2.10 ვინერის თასი VS ჰოლონი 93:69 - 29 - 6 -

4.10 ვინერის თასი VS მაქაბი (აშდოდი) 59:69 33 8 4 1 1 0

სერგო ათუაშვილი პალანგა (ლიტვა) 5.10 ბალტიის თასი VS ვენტსპილსი (ლატ.) 44:88 18 5 3 1 0 1

7.10 ბალტიის თასი VS ბარსი (ყაზახ.) 82:75 10 4 3 0 0 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა