საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთში უკვე სრული შემადგენლობით არის შეკრებილი და იქ ერთჯერად ვარჯიშებს მართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთში უკვე სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 24 ფეხბურთელია.

9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკიში ჰიკ-ის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ფინეთ-საქართველოს შესარჩევ მატჩამდე ჩვენი ნაკრები ერთჯერად ვარჯიშებს გამართავს.

ქართული დელეგაცია იქაური საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობებით კმაყოფილია.

საბედნიეროდ, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მწყობრშია. შეგახსენებთ, ქეცბაიას სიაში იძულებითი ცვლილება უკვე განხორციელდა - ტრავმირებული დავით კვირკველია ირაკლი მაისურაძემ შეცვალა.

ფინეთ-საქართველოს შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას უკრაინელი ევგენი არანოვსკი განსჯის.

საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ

გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო

ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ბატონო თემურ, გამარჯვებას გისურვებთ თქვენს ბიჭებთან ერთად, მადლობთ რომ გაითვალისწინეთ ქართველი ქომაგის თხოვნა. 6 ქულით დაბრუნებულიყავით. უფლის მადლი გფარავდეთ.
nana
ქეცბაია მომწონს ძალიან, პრინციპულია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად