რევაზ ჩომახიძე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე საუბრობს
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა გუნდი "ლიგამუსი-თბილისი" ჰოლანდიიდან დაბრუნდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურის მატჩი გამართა "შუურმანთან". შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ეს პაექრობა 10:13 დათმო. გვესაუბრება გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე:

- ჩემპიონთა ლიგაზე პროგრამა მაშინ შევასრულეთ, როცა საკვალიფიკაციო ეტაპი მოვიგეთ და ჯგუფურ ტურნირში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ მეტოქეებისთვის ქულების დარიგებას ვაპირებდეთ, რაც ჰოლანდიურ ტურნირშიც გამოჩნდა.

მატჩის პირველი პერიოდი 3:2 მოვიგეთ. ეტყობა, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს უპირატესობა, დაცვა მოირღვა და ჩვენი 2 გოლის საპასუხოდ 6 ბურთი მივიღეთ, რამაც თამაშის ბედიც გადაწყვიტა. ბოლო ორი პერიოდი აქტიური ქომაგობით შეგულიანებულ "შუურმანს" ტოლ-სწორად ვეთამაშეთ - 2:2 და 3:3.

ჯგუფური ტურნირის აშკარა ფავორიტია საბერძნეთის ოთხგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის 1997 წლის გამარჯვებული "ვულიაგმენი", ასევე, ვოლგოგრადის "სპარტაკი" და უნგრეთის "ეგერი".

აი, მერვედფინალის მე-4 საგზურისთვის სწორედ "შუურმანთან" და ჰანოვერის გუნდთან შეიძლება ბრძოლა.

- 20 ოქტომბერს "სპარტაკს" ვუმასპინძლებთ...

- დიახ, "ოლიმპიკში" დავუპირისპირდებით ვოლგოგრადელებს. ამ გუნდს კარგად ვიცნობ, რამდენიმეს რუსეთის ჩემპიონატზე ჩემს წინააღმდეგაც უთამაშია.

ასე რომ, დიდი კლასი და გამოცდილება აქვთ. გაგვიჭირდება მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, რომ გულშემატკივრებს ლამაზი ორთაბრძოლა ვაჩვენოთ.

დანარჩენი აუზში გადაწყდება. ამჟამად "ლიგამუსი" გაფართოებული შემადგენლობით ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო