"გამოდის, უკვე მეც უნდა დავიწყო გამოთვლა, რამდენი დამრჩა კობიაშვილის ან იაშვილის ასაკამდე, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში მომიწევს თამაში?"
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შოთა არველაძემ "ქაისერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ზურაბ ხიზანიშვილი თურქულ კლუბში მარტო დარჩა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს დაბადების დღის დადგომამდე (6 ოქტომბერს ხიზანა 31 წლის გახდა. - ავტ.) რამდენიმე წუთით ადრე შევეხმიანეთ და დღეობა მივულოცეთ.

შოთა არველაძის წასვლის მიზეზები, კაპიტნის სამკლავური, ნაკრების ახალგაზრდა და "პენსიონერი" წევრები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც იუბილარმა ზურაბ ხიზანიშვილმა ამომწურავად ილაპარაკა.

- საწყისი ექვსი ტურის შემდეგ "ქაისერს" მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდა და შოთას წასვლის მიზეზიც სწორედ ცუდი სტარტია. ძალიან გულნატკენი იყო, რადგან დაგეგმილი ქულები ვერ მოვიპოვეთ და პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ მესამე ტურის შემდეგ აპირებდა.

მაშინ კლუბის ხელმძღვანელობისგან კატეგორიული უარი მიიღო, თუმცა, კიდევ რომ წავაგეთ მატჩები, აღარ გაჩერდა.

მართალია, სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შოთას ძალიან კარგად ჰქონდა გუნდი აწყობილი და მისმა წასვლამ ყველას დასწყვიტა გული. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ არველაძე ჩემი მეგობარი და თანამემამულეა; მიმაჩნია, რომ წარუმატებელი თამაშის მიზეზი მწვრთნელის შეცდომები არ ყოფილა.

- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ: აგვისტოში, ლუქსემბურგში გამართულ ამხანაგურ მატჩზე ტრავმის გამო ვერ ჩახვედი, თუმცა პრესაში დაიწერა, რომ თემურ ქეცბაია უკმაყოფილო დარჩა - მიაჩნდა, რომ შეკრებაზე მაინც უნდა გამოცხადებულიყავი...

- თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ფეხის ტკივილი მოვიგონე და ნაკრებში არ ჩავედი, ძალიან ცდება.

იმ მატჩის შემდეგ თვენახევარზე მეტი გავიდა და ტერფი ჯერ კიდევ ისე მაწუხებს, რომ ყველა ვარჯიშის წინ სპეციალურ სახვევს ვიკეთებ. სამწუხაროდ, ჩემი ტრავმა მაინცდამაინც სანაკრებო მატჩს დაემთხვა და თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, დამიკავშირდეს და მასაც ვუპასუხებ.

- ფაქტია, რომ კაპიტნის სამკლავური სწორედ იმ მატჩის შემდეგ ჩამოგართვეს. მიზეზი ლუქსემბურგის შეკრებაზე გამოუცხადებლობაა თუ კაპიტნის შეცვლას ქეცბაია ისედაც აპირებდა?

- არ ვიცი, რას აპირებდა. თემურს ველაპარაკე კიდეც, ვუთხარი, რომ ტრავმა მქონდა და ვერ ჩავიდოდი. სწრაფად გამოჯანმრთელება მისურვა და ჩვეულებრივად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მერე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი.

თუ კაპიტნობა იმიტომ ჩამომართვეს, რომ შეკრებაზე არ ჩავედი, კი ბატონო, არ მაქვს პრეტენზია. ვთქვი კიდეც, რომ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურის გამო ნამდვილად არ ვთამაშობ. სანამ დავჭირდები გუნდს და ქვეყანას, ვითამაშებ.

- გასაგებია, რომ ნაკრებში სამკლავურის "ხათრით" არ თამაშობდი, მაგრამ ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ იქნები, კაპიტნობა რომ ჩამოგართვეს...

- მეტიც - ძალიან ნაწყენი ვარ... ამაში გასაკვირიც არაფერია: რომ არ მწყენოდა, ე.ი. რა გამოდის - ჩემთვის სულერთი ყოფილა, ვიქნებოდი თუ არა კაპიტანი?!

თუმცა წყენა ნამდვილად არ აისახება ჩემს თამაშზე. თუ იმის გამო ვეღარ თამაშობ, რომ კაპიტანი აღარ ხარ, პროფესიონალი ფეხბურთელი არ ყოფილხარ და პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებითაც პრობლემები გქონია...

- ნაკრების გაახალგაზრდავების ტენდენციაზე რას ფიქრობ?

- ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი, თუმცა, ძალიან ფაქიზი პროცესია. ასაკობრივი ნაკრებები იმისთვის არსებობს, რომ მოთამაშემ ყველა ეტაპი გაიაროს და ეროვნულ გუნდში ამის შემდეგ მოხვდეს.

ცოტა ახალგაზრდა მოთამაშე ვიცით, ეროვნულ ნაკრებში ერთი-ორი მატჩი რომ ჩაატარეს და მერე საერთოდ დაიკარგნენ? ზოგიერთმა დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო, სხვას "თავში აუვარდა" და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებიც უნდა იყვნენ და გამოცდილება მიიღონ, მაგრამ მთლად ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ქვეყნის მთავარი გუნდი ოლიმპიურ ნაკრებს დაემსგავსოს და 30 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თავს ზედმეტად გრძნობდეს (იცინის).

- გაახალგაზრდავების პროცესს რომ მიესალმები, გასაგებია, მაგრამ ნაკრებიდან ვეტერანების გაშვების ფორმაც მოგეწონა?

- აი, 31 წლის გავხდი - გამოდის, უკვე მეც უნდა დავიწყო გამოთვლა, რამდენი დამრჩა კობიაშვილის ან იაშვილის ასაკამდე, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში მომიწევს თამაში? თუ ორ წელიწადში მე თვითონ დავასრულო სანაკრებო კარიერა, "პენსიაზე" რომ არ გამიშვან?

უკვე აღარ ვიცი, როდის დავანებო თავი ნაკრებში თამაშს და რა კრიტერიუმია გადამწყვეტი - ასაკი თუ საფეხბურთო კონდიციები?

უცებ რომ გამოვაცხადო - დიდი მადლობა ყველას, საკლუბო კარიერას ვაგრძელებ, მაგრამ ნაკრებში აღარ ვითამაშებ-მეთქი, რას იფიქრებთ ჩემზე? არ იტყვით - მოიცა რა, დალოცვილო, ითამაშე, სანამ გუნდს სჭირდები, ყველაფერი ნაკრებმა მოგცა და ახლა აღარ გინდაო?

რაკი ვთამაშობ, ე.ი. ყველა დონეზე შემიძლია თამაში და თუ მწვრთნელს აღარ მოვეწონები, ეს უკვე სხვა საკითხია...

(იხილეთ სრულად)

რატი შელეგია

kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ნაკრები ფინეთში ავარჯიშა - ყველა მწყობრშია

ზურაბ ხიზანიშვილი: პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს!

ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

Shota Khinchagashvili
ზურა, არაუშავს, თუ ნაწყენი ხარ ცივი წყალი დალიე და გაგივლის.
პაპა
ხიზანამ კარგად იცის მიზეზი და ეხლა ქეცბაზე გადაბრალება არაა საჭირო.... "უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს" კაპიტანი არ უნდა იძახოდეს.
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა