16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს დანიელ თანატოლებთან
16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს დანიელ თანატოლებთან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

ჩვენი 21-წლამდელების დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

ჩივაძის რჩეულები 13 ოქტომბრიდან შეიკრიბებიან ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე". ამ მატჩისთვის გამოძახებულთა სია კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (სპარტაკი), კახაბერ მეშველიანი (ზესტაფონი);

მცველები: არჩილ ტვილდიანი, გიორგი გაგნიძე, დავით ხოჭოლავა (სამივე - დინამო), მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი (ორივე - ზესტაფონი), გიორგი ჯგერენაია (გაგრა);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (სამივე - დინამო), ლაშა ჩაფიძე, გიორგი ჩელებაძე (ორივე - შუქურა), დავით კირკიტაძე (ჩიხურა), თორნიკე სტეფნიაშვილი (ზიმბრუ, მოლდოვა), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი ქობალია (ზუგდიდი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო).

ჩივაძეს საამმატჩოდ ირაკლი შეყილაძის და საბა კვირკველიას გამოძახებაც უნდოდა, თუმცა ამ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში აქვთ მატჩები და ამის გამო მათი თბილისში ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.

ამ შეკრებაზე ნაკრებს დინამოელი ჯაბა ჯიღაურიც დააკლდება ტრავმის გამო. ნიკა ძალამიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე კი ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულები ფინეთთან და ბელორუსთან მატჩებისთვის.

"დამდეგი შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებით, რომელშიც 1992 წელს დაბადებულებს და მათზე უმცროსებს შეუძლიათ თამაში. დანიასაც ის ახალგაზრდული ნაკრები მოჰყავს, დამდეგ შესარჩევში რომ ითამაშებს.

ეს გუნდი 12 ოქტომბერს უკრაინას ეთამაშება, მერე კი ჩვენთან მოდის.

კარგია, რომ ასეთ მეტოქეს ვხვდებით, ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ.

რაც შეეხება სიას, რა თქმა უნდა, ნაკრების ყველა კანდიდატი მასში ვერ მოხვდა, სასელექციო პროცესი გრძელდება", - გვითხრა ჩივაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ჩივაძე: ახალგაზრდული ნაკრები სწორი გზით მიდის

ახალგაზრდული ნაკრები - სუბიექტური შეფასება ობიექტურ ფაქტებზე

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!