ქალ-ვაჟთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მამაკაცების 27 და ქალბატონების 8 გუნდი იასპარეზებს
ისრაელის ქალაქ ელიათში 11 ოქტომბერს დაიწყება მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც მამაკაცების 27 და ქალბატონების 8 გუნდი იასპარეზებს.

სამწუხაროა, რომ მათ შორის არც ერთი ჩვენებური კლუბი არ ურევია. არადა, 1996 წელს, როცა ქალთა შორისაც ჩაეყარა საფუძველი ამ შეჯიბრებას, ბელგრადის "აბროუნივერსალთან" ერთად ჩემპიონობა თბილისის "მერანმა" მოიპოვა.

2004-05 წლებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თბილისის ნტნ-ი ავიდა, რომ არაფერი ვთქვათ ქალთა ქართული კლუბების მიერ მოხვეჭილ ვერცხლსა და ბრინჯაოზე.

ბოლო წლებში ჩვენები არ ჩანან ამ შეჯიბრებაზე. სამაგიეროდ, მონტე-კარლოს სუპერგუნდი ყოჩაღობს - ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გახდა ჩემპიონი.

შარშან სლოვენიაში (11 გუნდი მონაწილეობდა) ქალებში ყველას რუსეთის AVS-მ აჯობა, რომლის ღირსებასაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა), ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ნატალია პოგონინა (რუსეთი) და მარია მუზიჩუკი (უკრაინა) იცავდნენ.

მეორე ადგილზე გავიდა რუმინეთის "ტიმოშოარა", რომლის წარმატებაში უდიდესი წვლილი ქართველმა დიდოსტატებმა - ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა შეიტანეს.

ჩვენებურებთან ერთად გამოდიოდნენ ანა ზატონსკიხი (უკრაინა), ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი) და ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი).

ვარსკვლავებით დაკომპლექტებული "მონტე კარლო" (მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი - ჩინეთი, ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი - შვედეთი, ევროპის ჩემპიონი ელმირა სკრიპჩენკო - საფრანგეთი, ანა მუზიჩუკი - სლოვენია, მონიკა სოჩკო - პოლონეთი), მეოთხე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე სომხური "მიკა" გავიდა.

ისრაელში სომხური გუნდის შემადგენლობაში ლელა ჯავახიშვილიც ითამაშებს ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი), ელინა დანიელიანის, ლილით მკრტიჩიანისა და ნელი ჰაირაპეტიანის (ყველა - სომხეთი) გვერდით.

რაც შეეხება "მონტე კარლოს", მან სოჩკოს ნაცვლად ინდოელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ დაიმატა.

AVS შარშანდელი შემადგენლობით ეცდება ტიტულის შენარჩუნებას. სულ მედლებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, 8 გუნდი იბრძოლებს წრიული სისტემით.

ვაჟთა 27 გუნდში (შარშან 62 იყო) კი ჩემპიონი და პრიზიორები შვეიცარიული სისტემით 7 ტურში გამოვლინდება.

შარშანდელივით რეიტინგფავორიტია ბაქოს "სოკარი" (თეიმურ რაჯაბოვი, შაჰრიარ მამედიაროვი, ელთაჯ საფარლი, გადირ ჰუსეინოვი - აზერბაიჯანი, გატა კამსკი - აშშ, ალექსანდრ გრიშჩუკი - რუსეთი, ვესელინ ტოპალოვი - ბულგარეთი, ემილ სუტოვსკი - ისრაელი), რომელიც სლოვენიაში ვერცხლს დასჯერდა, ამჯერად კი შარშანდელ ჩემპიონ "პეტერბურგთან" (რუსეთი) რევანშის აღებას შეეცდება.

საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 60 ათასი ევრო, საიდანაც ვაჟთა ჩემპიონი 16 000-ით, ქალთა შორის საუკეთესო კლუბი კი 4 500 ევროთი დაჯილდოვდება.

ფულადი პრიზები დაფების მიხედვით გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც ერგებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა