ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში "კაროლინასა" და "მინესოტას" მატჩით გაიხსნა ჰოკეის ეროვნული ლიგის 93-ე სეზონი. სტუმრის სტატუსით მოთამაშე "კაროლინამ" 4:3 მოიგო, ხოლო ახალი ჩემპიონატის პირველი გოლი მინესოტელმა გიიომ ლატენდრესმა ჩაიწერა აქტივში.

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში "კაროლინასა" და "მინესოტას" მატჩით გაიხსნა ჰოკეის ეროვნული ლიგის 93-ე სეზონი. სტუმრის სტატუსით მოთამაშე "კაროლინამ" 4:3 მოიგო, ხოლო ახალი ჩემპიონატის პირველი გოლი მინესოტელმა გიიომ ლატენდრესმა ჩაიწერა აქტივში.

მაგრამ ოკეანისგაღმელ გულშემატკივრებს პირველ დღეს სულ სხვა მატჩი აინტერესებდათ. პიტსბურგში გამართული შეხვედრა განსაკუთრებული იყო: "პინგვინებმა" ახალი სტადიონი - Consol Arena გახსნეს, რომელმაც მოძველებული Mellon Arena შეცვალა - ეს უკანასკნელი ტევადობის მხრივ ბოლოდან მესამე იყო ლიგაში. მატჩის წინ მოედანზე გავიდა "პიტსბურგის" ლეგენდა მარიო ლემიე და Mellon Arena-ს დამდნარი ყინულისგან მიღებული წყალი მოედანის ცენტრში დაღვარა. პიტსბურგში ახალი სეზონის დაწყება მართლაც ამაღელეველი გამოვიდა და მისი ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო "პინგვინზის" პირველი მოგება ჩემპიონატში. მათი მეტოქე "ფილადელფია ფლაიერზი"იყო.

მეკარე მაიკლ ლეიტონის ტრავმის გამო, სტუმართა მთავარი მწვრთნელი პიტერ ლავიოლეტი იძულებული გახდა კარში დაეყენებინა რუსი დებიუტანტი სერგეი ბობროვსკი, რომელიც ამ ზაფხულს გადავიდა NHL-ში. სწორედ ეს მეკარე გახდა მატჩის პირველი ვარსკვლავი. მან 29 დარტყმა მოიგერია და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა "პიტსბურგის" ვარსკვლავებს - სიდნი კროსბისა და ევგენი მალკინს, რომლებმაც უქულოდ დაასრულეს პირველი შეხვედრა.

"ტორონტოსა" და "მონრეალის" კანადურ დერბიში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, პირველ რიგში იმიტომ, რომ "კანადიენსმა" "სენტ ლუისში" გაუშვა შარშანდელი პლეი ოფის გმირი, სლოვაკი მეკარე იაროსლავ ჰალაკი. პროგნოზი გამართლდა - ტორონტოელებმა მინიმალური ანგარიშით - 3:2 მოიგეს.

პირველ სათამაშო დღეს კიდევ ერთმა რუსმა მეკარემ გამოიჩინა თავი - სეზონის პირველი "შათაუტი" დააფიქსირა ნიკოლაი ხაბიბულინმა, მისმა "ედმონტონმა" კი 4:0 დაამარცხა "კალგარი". გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში ჯორდან ებერლემ.

წაგებით დაიწყო სეზონი სტენლის თასის მფლობელმა "ჩიკაგომ". მუდმივად მდევრის როლში მყოფმა "ბლეკჰოქსმა" "კოლორადოსთან" მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, მაგრამ შეხვედრის გმირმა პოლ შჩასტნიმ გამარჯვება მოუტანა "ზვავებს". ამერიკელი ფორვარდი სეზონში პირველი დუბლის ავტორი გახდა.

მინესოტა-კაროლინა 3:4

1:1, 1:3, 1:0

გოლები: 1:0 ლატენდრესი-1 (მ. კოივუ-1, ბროძიაკი-1), 1:1 სატერი-1 (ი. იოკინენი-1, მაკბეინი-1), 1:2 ბაბჩუკი-1 (ე. კოული-1, დელპი-1), 2:2 კულენი-1 (ჰავლატი-), 2:3 ი. იოკინენი-1 (კორვო-1, პიტკანენი-1), 2:4 სატერი-2 (დუაიერი-1, გლისონი-1), 3:4 ბერნსი-1 (მიეტინენი-1, კულენი-1).

პიტსბურგი-ფილადელფია 2:3

0:0, 0:2, 2:1

გოლები: 0:1 ბრიერი-1 (მ. რიჩარდსი-1, ლეინო-1), 0:2 ბეტსი-1 (პოუ-1, ვან რიმსდიკი-1), 1:2 ტაილერ კენედი-1 (მარტინი-1, ლეტანგი-1), 1:3 ჟირუ-1, 2:3 გოლიგოსკი-1 (ზ. მიხალეკი-1, კუნიტცი-1).

ტორონტო-მონრეალი 3:2

2:1, 0:0, 1:1

გოლები: 1:0 ბრენტი-1 (ფანოფი-1), 2:0 კესელი-1 (ბოჟაკი-1, კომისარეკი-1), 2:1 ბოიდი-1, 3:1 მაკარტური-1 (კულემინი-1, გრაბოვსკი-1), 3:2 ჰალპერნი-1 (ლაპიერი-1, პუიო-1).

კოლორადო-ჩიკაგო 4:3 (ო)

1:1, 2:1, 0:1, 1:0

გოლები: 0:1 ბიკელი-1 (მარიან ჰოსა-1, ბროუერი-1), 1:1 კ. სტიუარტი-1, 2:1 დუშენი-1 (ფუტი-1, კამისკი-1), 3:1 პ. შჩასტნი-1 (ლაილზი-1, კ. სტიუარტი-1), 3:2 მარიან ჰოსა-1 (შარპი-1, კოპეცკი-1), 3:3 შარპი-1 (კოპეცკი-2, ტეუვზი-1), 4:3 პ. შჩასტნი-2 (დუშენი-1, ლაილზი-2).

ედმონტონი-კალგარი 4:0

1:0, 0:0, 3:0

გოლები: 1:0 ბრული-1 (რაიან უიტნი-1), 2:0 ებერლე-1 (ვანდერმეერი-1), 3:0 ჰემსკი-1 (სემ განიე-1, შმიდი-1), 4:0 ჰორკოფი-1 (ებერლე-1, რაიან უიტნი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა