ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F ჯგუფი. საქართველო-მალტა.

თბილისში ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს საქართველოსა და მალტის ნაკრებებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრის მეორე ტაიმი. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს:

რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, მერებაშვილი, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, გოგუა, ანანიძე, დვალიშვილი

მატჩი წვიმაში, მიმდინარეობს. პირველი ტაიმი ნელ ტემპში ჩატარდა. მალტელები თავს იცავენ. საქართველოს ნაკრებმა ერთ საშუალო სიმწვავის მომენტს თუ არ ჩავთვლით (გოგიტა გოგუას დარტყმა) შესვენებამდე მეტოქის კართან ხიფათი ვერ შექმნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი მერებაშვილის ნაცვლად მოედანზე ალექსანდრე იაშვილი შეიყვანა, ხოლო ლადო დვალიშვილის ნაცვლად - დავით სირაძე.

შესვენების შემდეგ, პირველ წუთებში, ტემპმა შედარებით იმატა და დაახლოებით ათწუთიანი ინტერვალით საქართველოს ნაკრებმა შექმნა ორი მომენტი: გოგუას თავური და იაშვილის დარტყმა მას მერე, რაც კალაძემ ჯარიმიდან ჩაწოდებული მას თავით დაუდგო. ამ ორი ეპიზოდის გარდა საქართველოს ნაკრების თამაში კვლავ უფერულია. მასპინძლებს თამაშის გამწვავება უჭირთ.

73-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მესამე ცვლილებაც განახორციელა: ჯანო ანანიძის ნაცვლად მოედანზე მურთაზ დაუშვილი შეიყვანა.

მალტელებმა სწრაფი კონტრშეტევით კინაღამ გოლი შეაგდეს: დასარტყმელ პოზიციაზე შესულ ანდრე შკემბრს ნუკრი რევიშვილმა არ გაატანინა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა.

მსაჯის დამატებულ პირველ წუთზე, შეტევის მარცხენა ფრთიდან კახა კალაძის ჩაწოდებულს დავით სირაძემ თავური დაარტყა და გოლი გაიტანა! საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა მოიპოვა!

dato
მერებაშვილს რა უნდა ნაკრებშიო, დვალიშვილს რა უნდა ძირითადშიო..თქვე დალოცვილებო, ჯერ ერთი ეგ თქვით თქვენ ვინ გეგულებათ ამათზე მაგარი გარემარბი ან თავდამსხმელი და მერე დაარიგეთ ქეცბა...რა რესურსიცაა იმით ათამაშებს ტიპი გუნდს...აბა რაქნას თითონ ხომ ვერ ითამაშებს? ან რომ არ გამოიძახოს მერე ხომ იტყვით რატომ არ იძახებსო?ერთი და ორი თამაშით ხომ არ ისაზღვრება?თამაში არ წაუვიდათ თორემ არცერთია ცუდი მოთამაშე და არც მეორე
miriani
მერებაშვილს რა უნდა ნაკრებში ამიხსნის ვინმე?
torgva10
გეთანხმები მერებაშვილს თითქმის არაფერი გაუკეთებია და არც დვალიშვილის ძირითადში ყოფნის მიზეზი მესმის, მართალია ეს ქეცბაიას საქმეა მაგრამ თავდამსხმელი რო ხარ ერთი მომენტი მაინც უნდა შექმნა, საბერძნეთთან ვერა ისრაელთანაც ვერა მალტასთანაც ვერა და წადი ძმაო მაშინ სახლში. სირაძეზე კიდე იღბალააო ნაღდად არ ითქმის ამ კაცს ძირითადში არასდროს უთამაშია და 6 გოლი აქ გატანილი დვალიშვილის გოლები არ მახსენდება.. და ანანიძეც მარტო თავისთვის ფაფხურობს გასაგებია რო ნიჭიერი ბიჭია მარა თუ დვალიშვილივით და მერებაშვილივით არაფერი აკეთა ნიჭიერი ბიჭების ნაკრებში (ანუ 21 წლამდელებში) წავიდეს ჯობია! ქეცბაიამაც თქვა პრეკომფერენციაზე მეტი შემქმნელი ფეხბურთელი კვჭირდებაო..
baraka
ნერაბა შეცვლას კი არა საერთოდ ძირითადში ადგილს არ იმსახურებდა. უაზროდ ფაფხურობდა აშკარად მეტს ველოდი მისგან.
inkognito
მწვრტნელი ცოტა ფსიქოლოგიც უნდა იყვეს
inkognito
აი მერება კი ასეთ შეცვლას არ იმსახურებდა
inkognito
სირაძეს არ შეუქმნია არაფერი მაგრამ იღბალაა მაგარი
vaniko
ხო დაგვაწყვიტეტ ნერვები,,მარა მაინც ჯიგრები ხართ:D:D:D:D
tato
me tu mkitxavt asatiani cin unda cacion da mere naxavt driblingebs da golebs
saba
ასე კაი ხანია არ გამხარებია მოედანზე ვიყავი და ლამის ინგრეოდა.სირაძეს საღოლ მარა ასათიანმა რო ითამაშა კაი ხანია მასეთი თამაში ქართველებისგან არ მინახია.ისე მეტს ველოდი მარა 90-თე წუთზე რო გავიტანეთ მაინც კაი იყო.ისიც აღსანიშნავია რომ წვიმის მიუხედავად მოედანი თითქმის სავსე იყო ცოტა თავისუფალი ადგილი თუ მოჩანდა აქა იქ.
saqartvelo
ათამაშონ ეს დალოცვილი სირაძე მართლა და მართლა ძირითადში რამოხდებააააააააააააააააააააააააა
japaneze
ქეცბაია ბავშვივით გახარებული იყო, ძლივს გაიღიმა, დაისვენა, ასეთი გაცილება უფრო სერიოზული გამარჯვებების შემდეგ არ მახსენდება. ეს იმიტომ, რომ ყველას გვჭირდებოდა მოგება, რომელიც ქართველებს დაგვავიწყდა. ამათ ვენაცვალე, ძლივს არ "გამოიდარა" ამ წვიმიან ამინდში!
Japaneze
საქმე მალტასა და სან-მარინოში არაა, ქართველობას მოგვენატრა გამარჯვება, სიხარული და ეს გვიხარია. სირაძე დღეისათვის ყველაზე მაგარი მეგოლეა. ისრაელთან ტამაში გაამწვავა, ყველასთან და ყოველთვის მომენტებს ქმნის და ათამაშონ რა ეს დალოცვილი!
torgva10
გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ სირაძე მგელიაააააააააა!!!!!! ეს კაცი სულ გოლებს იტანს როცა შემოდის!
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო