სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური მატჩის მოგების გემო გაიხსენა

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური მატჩის მოგების გემო გაიხსენა. მართალია, ამას სუსტ მეტოქესთან მეტისმეტად მძიმე ბრძოლაში მიაღწია, მაგრამ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ იმას, რომ დამაჯერებლად ვეღარავის ვჯობნით და რაგინდარა მოგება სანატრელი გვაქვს.

გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ და ბეწვის ხიდზე გასულ თემურ ქეცბაიასა და მის ფეხბურთელებს გუშინდელი საღამო ცალხასად დადებითად უნდა შევუფასოთ. რა გასაკვირია, რომ ჩვენი ნაკრების თამაშში კვლავ ბევრი იყო წუნი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და რაც შეეძლოთ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. საბედნიეროდ, ქვეჯგუფის უიმედო აუტსაიდერები შეხვედრის ბოლოს მაინც გავტეხეთ და კიდევ ერთი სამარცხვინო შედეგის მაგივრად, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და ერთი დღით (სანამ დღეს ისრაელსა და ხორვატიას უთამაშიათ) ჯგუფის ლიდერობა მივიღეთ.

საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა, თუმცა წინა მატჩებთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობა მცირედით მაინც შეიცვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, დისკვალიფიცირებული უჩა ლობჟანიძე დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლაშა სალუქვაძემ შეცვალა, იმავე ფრთაზე ქეცბაიამ წინ გიორგი მერებაშვილი გაამწესა, მაგრამ შესვენების შემდეგ მას კვლავ ალექსანდრე იაშვილი ამჯობინა და სწორადაც მოიქცა. ასევე მართებული გადაწყვეტილება იყო ლადო დვალიშვილის დავით სირაძით შეცვლა. ეს უკანასკნელი ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ იქცა ნაკრების გაჭირვების ტალკვესად და მერამდენედ გაიტანა აგრერიგ საჭირო გოლი.

გამარჯვების გოლის ავტორი ყოველთვის გამორჩეული ფიგურაა და ამიტიმაც სირაძის წვლილის შესახებ ბევრს აღარ ვისაუბრებთ. მის გარდა, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ჯანო ანანიძე, რომელმაც საკუთარი უსაზღვრო ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა; დაცვაში უნაკლო იყო მალხაზ ასათიანი და ისიც გაგვახსენა, რა ჩინებული შემტევი იყო უწინ; და რა თქმა უნდა, კახა კალაძე, რომლის მარცხენა ფლანგზე გადაწევა აშკარად გამართლებული ნაბიჯი აღმოჩნდა. ჩვენმა კაპიტანმა უშუალო ფუნქციებიც მაღალ დონეზე შეასრულა და საგოლე პასიც შეასრულა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გამარჯვებას უპირველესად, კოლექტიური თამაშით მივაღწიეთ და ამ შედეგში სოლიდური წვლილი მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შეიტანა.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქართველმა გულშემატკივრებმა მატჩისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს და სტადიონი დაახლოებით ორი მესამედით შეავსეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენს ფეხბურთელებს აქტიური მხარდაჭერა არ მოჰკლებიათ და ნანატრ გოლს დიდი ზეიმიც მოჰყვა.

პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით, როცა გოგიტა გოგუას მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ალექსანდრე ამისულაშვილმა თავი დაუხვედრა და მიზნის მიღწევამდე სულ მცირედი დააკლდა. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე ჩვენს ხელში იყო, მაგრამ თუკი დაცვით ფაზაში არა გვიჭირდა, შეტევის დასკვნით ნაწილში მოვისუსტებდით. მალტელებს თავიდანვე ეტყობოდათ, რომ უპირველესად, ფრეზე ფიქრობდნენ, მაგრამ ხელსაყრელი შემთხვევებისას ჩვენს ნახევარზეც გადმოდიოდნენ. ნამდვილად არ გაგვკვირვებია, რომ სტუმართა რიგებში მიქაელ მიფსუდი გამოირჩეოდა, რომელსაც სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, თანაგუნდელებთან შედარებით მაღალი კლასი მაინც ეტყობოდა.

საწყისი 45 წუთი მაინც უგერგილოდ ჩავატარეთ და ქეცბაიამ შესვენებისას ორი ცვლილება უყოყმანოდ განახორციელა. ამან აშკარად გაამართლა და ქართველებმა მეტოქის კარზე დაწოლა გააძლიერეს. ანგარიშის გახსნა შეეძლოთ გოგუასა და კალაძეს, მაგრამ ორივეს მიზანმა უმტყუნა. დრო გადიოდა და ნანატრი გოლი არ ჩანდა. ის კი არადა, მალტამ კინაღამ აქეთ გაგვიტანა – ნუკრი რევიშვილმა გვიხსნა, როცა მასთან პირისპირ გასული შკემბრის დარტყმა მოიგერია.

მალტელებს ყველაზე კარგად სიმულანტობით დროის გაყვანა გამოსდიოდათ. მოედანზე ხშირი კოტრიალით მათ საკმაო დრო მოიგეს. ზემოთ ასათიანის შეტევაში წასვლა ვახსენეთ და მისი სოლორეიდი ალბათ, თამაშის ულამაზესი ეპიზოდი იყო. მის გადაცემას სირაძე გამოეხმაურა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, სულ მალე ზუსტი და ეფექტური იყო მისი თავური, რომელიც კალაძის გამოზომილ ფლანგურ გადაცემას მოჰყვა...

მოკლედ, გუშინდელმა საღამომ ნერვიულობასთან ერთად დიდი სიხარული მოგვიტანა. ჩვენი მთავარი გუნდი იშვიათად გვაძლევს მასზე დადებით კონტექსტში საუბრის საშუალებას და მოხარულები ვართ, რომ ეს დღე სასიამოვნო გამონაკლისია. თავდადებისთვის საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი გამარჯვება მალე არა გამონაკლისი, არამედ კანონზომიერება იქნება.

საქართველო-მალტა 1:0

8.10. თბილისი. ეროვნული. 38 000 მაყურებელი

1:0 სირაძე (90. კალაძის პასით)

საქართველო მალტა

4-4-1-1 4-4-1-1

რევიშვილი ჰაბერი

სალუქვაძე ბრიფა

ასათიანი აგიუსი

ამისულაშვილი კარუანა

კალაძე მამო

მერებაშვილი კოენი

ხიზანიშვილი სიბერასი

კობიაშვილი პეისი

გოგუა ბაჯადა

ანანიძე შკემბრი

დვალიშვილი მიფსუდი

საქართველო

46. მერებაშვილი - იაშვილი

46. დვალიშვილი - სირაძე

73. ანანიძე - დაუშვილი

სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, კოშკაძე, გელაშვილი

მალტა

69. სიბერასი - რ. ფენეჩი

80. სკემბრი – პ. ფენეჩი

90. კოენი – გრიმა

სათადარიგოები: ჰოგი, სამიტი, ერერა, ზერეფა

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (32), კოენი (56), სკემბრი (59), აგიუსი (65)

არბიტრი: ა. ბლექი (ჩრდ. ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გიორგი ჩაფიძე
შესარჩევის დამთავრების მერეც ლიდერები ვიქნებით.
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
მალტის ნაკრების მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამის სახურავს თავი აარტყა და...
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
იტალიამ მალტა გაანადგურა და 17 ოქტომბერს ინგლისს შეხვდება
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
7:1 - "ჯვაროსნების" მეტოქემ მალტა გაანადგურა
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა