ქართველი მორაგბე სამწვრთნელო ასპარეზზე გადაბარგდა და ამის შესახებ თავად გვესაუბრება
საქართველოს ნაკრებში აქვსენტი გიორგაძის დებიუტი 1996 წელს, 20 წლის ასაკში შედგა. მას შემდეგ, "გლობუსამ", როგორც მას მეგობრები ეძახიან, ეროვნულ გუნდში 62 კეპი მოიხვეჭა და 12 ლელო გაიტანა (60 ქულა).

განვლილი სეზონი მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. აქვსენტიმ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა. სარაგბო კარიერა კი "ტულუზის" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებით დაასრულა.

წლევანდელი სეზონის წინ მას ყველა ისევ "ტულუზის" კვართით ელოდა, თუმცა მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა და აქვსენტი გიორგაძე სამწვრთნელო ასპარეზზე გადაბარგდა. თუმცა ამის თაობაზე, უმჯობესია, თავად გვიამბოს.

- სეზონი რომ დამთავრდა უკვე ვიცოდი, რომ "ტულუზის" რაგბის აკადემიაში უნდა დამეწყო მუშაობა შერკინების კვაჭებისა და ზოგადად პირველხაზელების მწვრთნელად. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც ასევე შერკინების კვაჭია, საოპერაციო შეიქნა.

ამიტომ "ტულუზის" ხელმძღვანელებმა ხუთთვიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, ანუ ნოემბრის ბოლომდე უნდა მეთამაშა.

საწვრთნელი შეკრება ივლისის პირველ დეკადაში დაიწყო. რამდენიმე დღეში "ბრივიდან", რომელიც ელიტურ, მეორე დივიზიონში აღმოჩნდა, ყოფილი ტულუზელი რეჟის ლაკომბი მოვიდა.

ის ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაა და უკეთეს ფრომაშიც იყო. ამიტომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა ის აეყვანა. სწორადაც მოიქცა, ვფიქორბ, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. ასე დავიწყე უკვე აგვისტოდან "ტულუზის" სარაგბო აკადემიაში მწვრთნელად მუშაობა.

- შერკინების კვაჭების მწვრთნელი ეს რაღაც ახალია. ამ სპეციალიზაციის დამრიგებლები სხვა გუნდებში არ ჰყავთ. ხომ არ ფიქრობენ ფრანგები ეს მეთოდი ეროვნულ ნაკრებშიც დანერგონ?

- დიახ, ფიქრობენ. საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იანიკ ბრუ "ტულუზის" მწვრთნელთა შტაბის წევრი იყო. მან შესთავაზა მთავარ მწვრთნელს ფილიპ სენტ-ანდრეს ამ პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა.

შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ნაკრებში ნოემბრის ტესტებისას ვიმუშავებ.

მერე დასხდებიან, გაანალიზებენ, რამდენად ეფექტური გამოვა ჩემი ნამუშევარი და თუ ყველაფერი კარგად იქნება ამ საქმიანობას განვაგრძობ.

ანუ უკვე დეკემბრიდან იმ გუნდებში უნდა ვიარო კვრაში ერთხელ, რომელთა შემადგენლობაშიც საფრანგეთის ნაკრების შერკინების კვაჭები ირიცხებიან. მათ სპეციაურ დავალებებს მივცემ და ვავარჯიშებ.

- საქართველოს ნაკრებს ვერაფრით დაეხმარებით?

- საამისოდ საკმარისი გამოცდილების დაგროვებაა საჭირო. არ ვარ მომხრე იმ ტენდეციის, როცა მოთამაშე კარიერას ასრულებს და ორ თვეში ნაკრების მწვრთნელი ხდება. მიმაჩნია, რომ ჯერ სათანადო კვალიფიკაციის მიღებაა საჭირო.

ერთ თვეში საფრანგეთის ნაკრებში მომიწევს მუშაობა, მერე მომავალ წელს მაისში განაცხადი უნად შევიტანო მაკუსის სამწვრთნელო სკოლაში რათა პროფესიული მწვრთნელის ლიცენზია ავიღო.

ამას დაახლოებით სამი წელიწადი დასჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი დევიზი იქნება, სწავლა, სწავალა და სწავლა.

როცა საჭირო ცოდნას და გამოცდილებას დავაგროვებ, მერე ვნახოთ. ალბათ საქართველოს ნაკრებსაც გამოვადეგბი.

- "ტულუზი" ფარნგული რაგბის გრანდია, რომელშიც ქართველი მორაგბეები თამაშობენ. ეს ჩვენი რაგბისთვის ღირშესანიშნავი ფაქტია. ორი-სამი წლის წინათ ამაზე ალბათ არც ვოცნებობდით...

- დიახ, ასეა. ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის აქ ძალიან ეიმედებათ. სამწუხაროდ, ორივე ტრავმებმა შეაწუხა. ვასო უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მომავალ უქმეებზე უნდა ეთამაშა კიდეც "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მატჩში, მაგრამ საზარდულზე ისევ ტკივილებს გრძნობს და დასვენების საშუალება მისცეს.

ჯაბა ჯერჯერობით მხოლდო დარბის.

ნოემბრის ბოლოს უკვე კონტაქტურ ვარჯიშებს დააწყებინებენ და იმედი გვაქვს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებდიან თამაშსაც შეძლებს.

ისე რაღაც უცნაურად აეწყო. "ტულუზში" ჯერ მე მიმიწვიეს და მალევე დავშავდი, მერე ჩემს მაგვრად ჯაბა მიიღეს, ოთხი თუ ხუთი თამაშის ჩატარება მოასწრო და მანაც ტრავმა მიიღო. კაკოვინი სეზონის წინ გადმოიყვანეს "ბრივიდან" და მალევე საოპერაციო შეიქნა.

ერთი სიტყვით, ბიჭებმა გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა დაამტკიცონ, რომ ქართველებს ასეთი მაღალი დონის გუნდში თამაში შეგვიძლია და ტრავმების ეს ეპიდემია მხოლოდ შემთხვევითი მოვლენაა.

- როდესც გუშინ ტელეფონით დაგიკავშირდით, მითხარით თამაშისთვის ვემზადებიო...

- სერიოზული არაფერია. ტულუზთან ახლოს პატარა ქალაქია, ტურნეფოი ჰქვია, რომლის გუნდიც ფედერალ 2 დივიზიონში ასპარეზობს.

კვირაში ორჯერ მათთან ერთად ვვარჯიშობ და უქმეებზე ვთამაშობ ხოლმე. ისე ჩემთვის ვერთობი. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ტესტების წინ საწვრთნელი შეკრების გამართვა ტულუზში სურს და გამორიცხული არ არის, სავარჯიშოდ, სწორედ "ტურნეფოის" ბაზა გამოიყენონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jako
მალადეც.გაუმარჯოს ქართულ რაგბს
dato
დიდება საქართველოს! დიდება ქართულ რაგბს და ჩვენს რაგბისტებს! წარმატებას გისურვებ აქვსენტი! უნდა გვასახელოთ მაგარო ბიჭებო!
oto
გილოსავთ აქვსენტი,წაემატებებს გისურვებთ
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად