ძალიან საინტერესო იქნება სეზონის მსვლელობისას გუნდის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე დაკვირვება
ოკლაჰომა სიტი 2011-12

თავდასხმა: საშუალოდ 107,1 ქულა - მე-2 ლიგაში

დაცვა: საშუალოდ 100,0 ქულა - მე-9 ლიგაში

წინა ხაზი

ის, რომ კევინ დურანტი მეორე ფორვარდის როლს თამაშობს - შესანიშნავია. მაგრამ ის ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს შეტევაში კენდრიკ პერკინსისგან და სერჟ იბაკასგან. აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება შეუმჩნეველი გახდეს, რაოდენ კარგადაც არ უნდა თამაშობდეს ეს ორი კალათბურთელი დაცვაში.

შეფასება: 5

უკანა ხაზი

რასელ უესტბრუკი მუდმივად პროგრესირებს სხვადასხვა სათამაშო კომპონენტში. განსაკუთრებით მონდომებით მუშაობდა ის საშუალო ტყორცნაზე, რამაც, ეჭვგარეშეა, შესამჩნევი შედეგი მოიტანა. მას მუდმივად აკრიტიკებენ და ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ის სუპერვარსკვლავის სტატუსს იხვეჭს. ტაბო სეფოლოშა კარგი მცველია, ჯეიმს ჰარდენი კი, რომელიც მას ცვლის – "ოკლაჰომას" სათადარიგოთა სკამის მთავარი შემტევი ძალა.

შეფასება: 4 პლიუსით

დაცვა

2010-11 წლების სეზონში, "ოკლაჰომა" მხოლოდ თავის შემტევ ძალაზე იყო დამოკიდებული, გასულ წელს კი გუნდმა დაცვასაც მიაქცია სათანადო ყურადღება. იმ მოთამაშეების წყალობით, რომლებიც ერთნაირად წარმატებით მოქმედებენ როგორც სამწამიანში, ასევე პერიმეტრზე, დამდეგ სეზონში გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს თამაშის ამ კომპონენტში.

შეფასება: 5 მინუსით

სათადარიგოთა სკამი

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გუნდის რეალური სისუსტე მის სათადარიგოთა სკამშია. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლიგის საუკეთესო "მეექვსე" მოთამაშეს ჯეიმს ჰარდენს, რეალურად ძლიერ რეზერვისტს ვერ ვხედავთ. მხოლოდ ნიკ კოლისონისა და ერიკ მეინორის დასახელება შეიძლება, რომელიც მხოლოდ ახლა მომჯობინდა მუხლის ტრავმის შემდეგ.

შეფასება: 3 პლიუსით

მწვრთნელი

"ოკოლაჰომას" სურდა სკოტ ბრუქსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. მწვრთნელსაც იგივე სურვილი ჰქონდა, საქმე მხოლოდ ფულში იყო. ახლა, როცა მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ, მთავარი მწვრთნელისგან უახლოეს მომავალში "ოკლაჰომას" გაჩემპიონებას ელიან.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება

ამიერიდან, დასავლეთის ნებისმიერი გრანდი იძულებული იქნება პატივი სცეს "თანდერის" პოტენციალს. და არა მხოლოდ ამ სეზონში.

ამ შემადგენლობით, "ოკლაჰომა" კიდევ რამდენიმე წელი იქნება ლიდერთა შორის. წელს ისევ ფინალში რომ მოხვდნენ და ჩემპიონობა ვერ მოიგონ, ეს მაინც დადებით შედეგად შეფასდება.

ძალიან საინტერესო იქნება სეზონის მსვლელობისას გუნდის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე დაკვირვება.

იმის გათვალისწინებით, რომ იბაკასთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, ბიუჯეტში თანხები არასაკმარისია ჯეიმს ჰარდენის შესანარჩუნებლად. გაცვლიან თუ არა მას სეზონის მსვლელობის დროს? წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზაფხულს თავისუფალ აგენტებში გასული ჰარდენი, შეიძლება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაკარგონ.

ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ჰარდენის წყალობით, "ოკლაჰომა" ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია ლიგაში.

საერთო შეფასება: 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად