როჯერ ფედერერმა სეზონში ბოლოსწინა მასტერსის დასრულებამდე შეინარჩუნა ლიდერობა რეიტინგში
სეზონში ბოლოსწინა მასტერსი, რომელსაც შანხაი მასპინძლობს, დასასრულს მიუახლოვდა.

12 ოქტომბერს, ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვდა პირველ ოთხ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერმა კი ამ მასტერსის დასრულებამდე შეინარჩუნა ლიდერობა რეიტინგში.

მეოთხედფინალში ყველაზე ახლოს სენსაციასთან რადეკ შტეპანეკი იყო, რომელიც ენდი მიურეის ხვდებოდა. ჩეხმა ბრწყინვალე პირველი სეტი ჩაატარა, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანელ ჩოგბურთელზე, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ სამი "ვინერსი" ჰქონდა.

საწყისი სეტი ენდიმ 4:6 წააგო, მაგრამ მეორედან მოყოლებული თანდათან მოუმატა. მან 3:2-ზე გააკეთა ბრეიკი, შემდეგ კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. საბოლოოდ, მიურეიმ დამაჯერებლად მიიყვანა მეორე სეტი მოგებამდე - 6:2.

მესამე სეტის სტარტზე შტეპანეკმა აჩვენა, რომ არ აპირებდა დანებებას - მან 1:1-ზე ბრეიკი შეასრულა. თუმცა ჩეხმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მომდევნო გეიმში მან საკუთარი შეცდომით მეტოქეს ბრეიკ-პოინტი მისცა და ენდიმ ეს შანსი კარგად გამოიყენა - 2:2. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შტეპანეკს ძალები არ ეყო და ბოლო გეიმებში ძალიან ცოტა ქულა აიღო.

გერმანელმა ვეტერანმა ტომი ჰაასმა ვერ შეძლო ზედიზედ მეორე სერბის დამარცხება. მეოთხედფინალში ის იანკო ტიპსარევიჩს გაუსწორდა, მაგრამ ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონია. არადა, ორივე სეტს ტომი კარგად იწყებდა. პირველში ის დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, მაგრამ მეექვსე გეიმში მოდუნდა, როცა 40:15-დან გააკეთებინა ბრეიკი მეტოქეს.

მეორე სეტი ჰაასმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ეს უპირატესობა დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა - იქვე ჯოკოვიჩმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეტოქის მოწოდება, მალე კი გერმანელი მდევრის როლში აღმოჩნდა.

ტომიმ მხოლოდ მაშინ შეძლო დევნის განხორციელება, როცა ნოვაკი 5:2 იყო დაწინაურებული. როგორც ჩანს, ჯოკოვიჩი ზედმეტად მოდუნდა ზედიზედ ხუთი გეიმის აღების შემდეგ. ჰაასმა ბრეიკი გააკეთა, მაგრამ სერბი მალე მოვიდა გონს და ჰაასის მოწოდებაზე გადაწყვიტა ყველა პრობლემა - 6:3.

მეოთხედფინალში სტანისლას ვავრინკასთან უმძიმესი მატჩის შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა დამაჯერებლად ითამაშა ნახევარფინალში მარინ ჩილიჩთან. მართალია, შვეიცარიელს უნებლიე შეცდომების რიცხვი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე "ვინერსები", მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ორ სეტის მოგებაში - 6:3, 6:4. მეორე სეტის ბოლოს ხორვატი ბოლომდე იბრძოდა და ბრეიკიც გააკეთა, მაგრამ იქვე წააგო საკუთარი მოწოდება.

ტომაშ ბერდიხი სეზონში მესამედ გავიდა "მასტერსის" სერიის ნახევარფინალში. ჩეხმა ორი პარტია იკმარა მეხუთე ნომრად განთესილი ჟო-ვილფრიდ ცონგას დასამარცხებლად - 6:3, 7:6.

ფრანგმა უკვე პირველ სეტში მიმართა ექიმის დახმარებას, რადგან ზურგის არეში ტკივილს უჩიოდა. მიუხედავად ამისა, ის დიდად არ ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ ბერდიხისგან განსხვავებით, თავისი შანსები ვერ გამოიყენა, არადა, მეორე სეტში ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

ასე რომ, ნახევარფინალში პირველ ოთხ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები იქნებიან წარმოდგენილი.

13 ოქტომბერს, პირველ ნახევარფინალში 12 საათსა და 30 წუთზე ერთმანეთს შეხვდებიან ბერდიხი და ჯოკოვიჩი, 16 საათზე კი კორტზე ფედერერი და მიურეი გავლენ.

1/4 ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 5) 6:3, 7:6(4); ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 4:6, 6:2, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ტომი ჰაასი (გერ) 6:3, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 10) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა