იტალიურმა "სიენამ", რომელიც ბოლო წლებში ჯგუფურ ეტაპზე არავის ინდობდა, შინ გერმანულ გუნდთან მარცხი იწვნია
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში ქართველი ლეგიონერის ვიქტორ სანიკიძის პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა.

იტალიურმა "სიენამ", რომელიც ბოლო წლებში ჯგუფურ ეტაპზე არავის ინდობდა, შინ გერმანულ გუნდთან მარცხი იწვნია. სიენელებმა ბერლინის "ალბას" ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ 82:92 წააგეს.

არადა, ქართველმა ლეგიონერმა თამაში კარგად დაიწყო. 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა - ეს შედეგი აჩვენა სანიკიძემ პირველ მეოთხედში და ზუსტად ამ მაჩვენებლებით დაასრულა მან მატჩი.

ვიქტორმა 17 წუთი ითამაშა, ანუ პირველი მეოთხედის შემდეგ იგი მოედანზე რომ გამოვიდა, საკუთარ მონაგარს ვეღარაფერი შემატა. სწორედ სანიკიძის კარგმა თამაშმა გააბათილებინა სიენელებს პირველ მეოთხედში 7-ქულიანი ჩამორჩენა. ქართველმა ფორვარდმა მიჯრით 6 ქულა მოიპოვა, მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა, საჯარიმოები მიითვალა პირველი მნეოთხედის ანგარიშიც დააფიქსირა - 25:25.

პირველი ათწუთეულის შემდეგ სანიკიძე შეცვალეს და ის მოედანზე მეორე მეოთხედის ბოლოსკენ გამოჩნდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველ ფორვარდს საკუთარი სტატისტიკური მაჩვენებლები აღარ გაუუმჯობესებია. სანიკიძემ კიდევ 7 წუთს ითამაშა და მხოლოდ 2 ორქულიანი ტყორცნა, ისიც არაზუსტად.

სიენელებმა მესამე მეოთხედი 7 ქულის სხვაობით წააგეს, გადამწყვეტი პერიოდის წინ 50:69 ჩამორჩნენ და დარჩენილ დროში ვითარება ვეღარ გამოასწორეს. მატჩის გადამწყვეტ წუთებში სანიკიძე მოედანზე აღარ გამოჩენილა.

მომდევნო ტურში თელ ავივში გიორგი შერმადინის "მაკაბი" სანიკიძის "სიენას" უმასპინძლებს. მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" კი ათენში "პანათინაიკოსი" გამოცდის.

ევროლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი. I ტური. 11-12 ოქტომბერი.

A ჯგუფი

ფენერბაჰჩე (თურქეთი)-ხიმკი (რუსეთი) 92:80, კანტუ (იტალია)-ოლიმპია (სლოვენია) 71:84, რეალი (ესპანეთი)-პანათინაიკოსი (საბერძნეთი 85:78

B ჯგუფი

შალონი (საფრანგეთი)-პროკომი (პოლონეთი) 81:74, უნიკახა (ესპანეთი)-მაკაბი (ისრაელი) 80:85, სიენა (იტალია)-ალბა (ბერლინი) 82:92

C ჯგუფი

ჟალგირისი (ლიტვა)-ცედევიტა (ხორვატია) 90:62, ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-კახა ლაბორალი (ესპანეთი) 85:81, მილანი (იტალია)-ეფესი (თურქეთი) 80:75

D ჯგუფი

ცსკა (რუსეთი) - ლიეტუვოს რიტასი (ლიტვა) 75:73, ბარსელონა (ესპანეთი) - ბამბერგი (გერმანია) 72:60, ბეშიქთაში (თურქეთი) - პარტიზანი (სერბეთი) 81:65

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:

ევროლიგას მანუჩარ მარკოიშვილი 13 ქულით იწყებს, გიორგი შერმადინი 9-ით

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე