ქალთა 8 და ვაჟთა 34 გუნდი მონაწილეობს ეილათში (ისრაელი) ევროპის საკლუბო ჩემპიონატში
ქალთა რვა და ვაჟთა 34 გუნდი მონაწილეობს ეილათში (ისრაელი) ევროპის საკლუბო ჩემპიონატში. სამწუხაროდ, ქართველი კლუბები, რომლებსაც მანდილოსნებში სამჯერ აქვთ მოპოვებული ოქროს მედალი, ამ ტურნირში არ ასპარეზობენ.

თუმცა ერთი წარმომადგენელი მაინც გვყავს - დიდოსტატი ლელა ჯავახიშვილი, რომელიც სომხეთის "მიკას" სპორტულ ღირსებას იცავს.

ჩვენებურმა პირველ ტურში მასპინძელთა "რიშონ ლე-ზიონის" წევრი მიხალ ლაჰავი დაამარცხა, მისმა გუნდმა კი 3:1 გაიმარჯვა.

წარმატებას მიაღწია ჩემპიონატის რეიტინგფავორიტმა, მსგავს ასპარეზობათა სამგზის გამარჯვებულმა "მონტე კარლომ" - დაძაბულ პაექრობაში რუსულ შფმ-ს აჯობა 2,5:1,5.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) აჯობა შავი ფიგურებით.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, მონტეკარლოელმა ჰამფი კონერუმ (ინდოეთი) ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული ვალენტინა გუნინა (რუსეთი) დაამარცხა, ორგზის ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა (შვედეთი) ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი) გააჩერებინა საათი, სლოვენიელი ანა მუზიჩუკი ("მონტე კარლო") და რუსი ეკატერინა კოვალევსკაია კი დაზავდნენ.

დანარჩენი შეხვედრები: AVS (რუსეთი) - "იუგრა" (რუსეთი) 1,5:2,5 (საგულისხმოა, რომ AVS შარშანდელი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია). აშდოდი (ისრაელი) - "ჩიგორინის კლუბი" (რუსეთი) 2,5:1,5.

ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ტურის სენსაცია იყო ტურნირის რეიტინგფავორიტ აზერბაიჯანის "სოკარის" მარცხი ისრაელის "აშდოდთან" 2,5:1,5. (თეიმურ რაჯაბოვი - ვასილი ივანჩუკი 0,5:0,5, შაჰრიარ მამედიაროვი - ანდრეი ვოლოკიტინი 0:1, ვესელინ ტოპალოვი - პაველ ელიანოვი 0:1, ალექსანდრ გრიშჩუკი - ილია სმირინი 0,5:0,5, გატა კამსკი - ევგენი რომანოვი 1:0, ემილ სუტოვსკი - ბორის ავრუხი 0,5:0,5).

შარშანდელმა ჩემპიონმა "სანკტ-პეტერბურგმა" "გროს სეიკ თალდეა" დაამარცხა 5:1. პირველ ტურში 17-31 შეხვედრა შედეგიანი გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად