წავიდა ის დრო, როდესაც ევროპული ფეხბურთის გრანდებს შედარებით სუსტი მეტოქეები აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ
წავიდა ის დრო, როდესაც ევროპული ფეხბურთის გრანდებს შედარებით სუსტი მეტოქეები აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ... საერთო დონე გათანაბრებდა და სპორტის უპირველესი სახეობა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

აქედან გამომდინარე, იტალიის ეროვნული ნაკრები ერევანში მძიმე ბრძოლის მოლოდინში ჩავიდა და პრინციპში, ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც.

თანაც, ბოლო პერიოდში სომხეთის უმთავრესმა გუნდმა მკვეთრად მოუმატა და რატომაც არ შეიძლებოდა, რომ საკუთარ კედლებში თუნდაც მრისხანე მეტოქესთან მინიმუმ ქულისთვის ებრძოლა. იბრძოლა კიდეც, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გაიტანა.

ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. დღეს "აძურა" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და ფავორიტისთვის ჩვეული ადგილი უკავია.

ჩეზარე პრანდელიმ შეგირდები 4-4-2 ტაქტიკით განალაგა, შეტევის წინა ხაზზე კი სებასტიან ჯოვინკოსა და დანიელ პაბლო ოსვალდოს ტანდემი გაამწესა.

ნახევარდაცვაში ტრადიციული ოთხეული ვიხილეთ: დანიელე დე როსი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და რიკარდო მონტოლივო. ამ ოთხეულმა თითქოს დაიმკვიდრა ადგილი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში და პრანდელიც სულ უფრო ერიდება ცვლილებებს.

დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩის და ანდრეა ბარცალის ტანდემი ვიხილეთ, ჯორჯო კიელინი კი თადარიგში დარჩა, რისი მიზეზიც მიკრო-ტრავმა უნდა იყოს. ფლანგებზე კრისტიან მაჯო და დომენიკო კრიშიტო მოქმედებდნენ, კარში კი, რა თქმა უნდა, ჯანლუიჯი ბუფონი იდგა.

იტალიელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს - მე-11 წუთზე, ანდრეა პირლომ სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. ამის შემდეგ სომხები გააქტიურდნენ და მთელი ძალებით შეტევაში გადავიდნენ.

რა გასაკვირია, რომ ყველაზე აქტიური ჰენრიხ მხითარიანი იყო, რომელმაც ერთ ეპიზოდში მცველს გვერდი ოსტატურად აუარა, კიპერთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაათანაბრა.

აი, ამის შემდეგ კი უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, რამაც შედეგი მეორე ტაიმში გამოიღო. 64-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანდრეა პირლომ ჩვეულად ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, დანიელე დე როსიმ კი თავური დარტყმით სომეხთა კიპერს შანსი არ დაუტოვა.

მესამე გოლი აპენინელებმა იგივე სტილში გაიტანეს, ოღონდ სტანდარტულიდან და შედეგად, 3:1 "აძურას" სასარგებლოდ (იხილეთ ვიდეო).

სანამ რამდენიმე საინტერესო კომენტარს გავეცნობოდეთ, დავძინოთ, რომ ჯიჯი ბუფონმა მიკრო-ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა დანიასთან მოახლოებული მატჩი გამოტოვოს.

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და არც შეგირდებს ვუკარგავ მონდომებას, მაგრამ უკეთესად რომ შეგვეძლო თამაში, ეს ფაქტია. ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და უპირატესობა ამის ხარჯზე მოვიპოვეთ, მაგრამ ხარვეზიც ბევრი გვქონდა. 16 ოქტომბერს დანიელების წინააღმდეგ ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება.

კლაუდიო მარკიზიო (იტალიის ნაკრები): მეტოქემ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, რასაც ველოდით კიდეც. გასვლაზე სამი ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესია და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მთავარია, დანიელებთან კიდევ უკეთესად ვითამაშოთ და ამ ორ შეხვედრაში დაგეგმილი ქულები სრულად ავიღოთ. ჯგუფში აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალიის ნაკრები): ჩემი პირადი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ, სადაც თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს.

სომხეთთან უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ერევანში არაერთი კონკურენტი წაიმტვრევს ცხვირს.

მცირე ტრავმა მაქვს, რომელსაც იმედია, მალე მოვირჩენ და დანიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებ. თუ სკანდინავიელებსაც დავამარცხებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა