ფორმულა 1-ის ეტაპის გარდა, გასულ უქმეებზე ავტო-მოტოსამყაროში ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოტოგრანპრიში იაპონიის გრანპრი
ფორმულა 1-ის ეტაპის გარდა, გასულ უქმეებზე ავტო-მოტოსამყაროში ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოტოგრანპრიში იაპონიის გრანპრი. 14 ოქტომბრის რბოლის შემდეგ გაგრძელდა გენერალურ კლასიფიკაციაში ხორხე ლორენსოსა და პედროსას შორის დაპირისპირება.

პოულის მფლობელი ლორენსო იყო, რომელმაც მოახერხა სტარტზე პედროსას შეტევების მოგერიება. კელ კრატჩლოუმ ბენ სპისს გაუსწრო, ტრავმის შემდეგ ჩემპიონატში დაბრუნებული კეისი სტოუნერი კი მეშვიდედან მეხუთე პოზიციაზე გადავიდა. პირველი წრე მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, სპისი, კრატჩლოუ, სტოუნერი, ბაუტისტა, დოვიციოზო, ბრადლი და როსი.

მეორე წრის დასაწყისში სპისმა შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა, შტეფან ბრადლმა კი ანდრეა დოვიციოზოს გაუსწრო და მეექვსე ადგილზე გადავიდა. ერთი წრის შემდეგ ალვარო ბაუტისტამ წარმატებით განახორციელა კონტრშეტევა სტოუნერის წინააღმდეგ. ამასობაში კრატჩლოუ დანებებას არ აპირებდა და სწორედ ის ჩაუდგა სათავეში ლორენსოსა და პედროსას დევნას. თუმცა ეს დუეტი უკვე საკმაოდ შორს იყო წასული და საერთოდაც, იმ დღეს ყველაზე მაღალ ტემპი ჰქონდა.

მალე ლიდერებს შორის ბრძოლაში პოზიციების ცვლილება მოხდა: პედროსამ მოხერხებული მომენტი შეარჩია, ლორენსოს მცირე შეცდომას დაელოდა და პელოტონს ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ დანი მშვიდად დაშორდა კონკურენტს და გამარჯვება გაინაღდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი ბაუტისტამ მოიგო, რომელმაც ფინიშამდე ხუთი წრით ადრე გაუსწრო კრატჩლოუს.

უფრო მეტიც, კრატჩლოუმ ბოლო წრეზე მკვეთრად უკლო ტემპს და ტრასა მიატოვა... სტოუნერმა ბოლოსკენ ერთი პოზიცია დათმო და მეხუთე ადგილზე დაასრულა იაპონიის გრანპრი.

14 ოქტომბრის ეტაპის შემდეგ სხვაობა ლორენსოსა და პედროსას შორის 28 ქულამდე შემცირდა.

იაპონიის გრანპრი

1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 24 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +4,275; 3. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +6,752; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +16,397; 5. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +20,566; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +24,567; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +26,072; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +36,724; 9. კაცუიუკი ნაკაგუსა (იაპ, "იამაჰა") - +36,794; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +1.10,729...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 310 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 282; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 197; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 192; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 144; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 137; 7. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 135; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 125; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 101; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 88...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა