ჯაკარტაში (ინდონეზია), მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა
ჯაკარტაში (ინდონეზია), მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. სამქულიანებმა, მათ შორის, მერაბ გაგუნაშვილმა, მეოთხე ტურში დაზავება არჩიეს - ყაიმზე შეთანხმდნენ: მერაბ გაგუნაშვილი - სურია განგული, ავეტიკ გრიგორიანი - დმიტრი ბოჩაროვი, ლი ჩაო - ლუ შანგლეი.

მეწინავეთა ყაიმებით ისარგებლეს იუ იანიმ და სონ ნგუენმა, რომლებმაც, შესაბამისად, თრანგ ჰოანგი და ვან ჩენი დაჯაბნეს და ლიდერებს გაუთანაბრდნენ.

იანიმ მე-5 ტურშიც იყოჩაღა - შავი ფიგურებით დმიტრი ბოჩაროვს მოუგო და 4,5 ქულით დაწინაურდა. დაზავდნენ: ლუ შანგლეი - სონ ნგუენი, სურია განგული - ავეტიკ გრიგორიანი, სერგეი ფედორჩუკი - მერაბ გაგუნაშვილი.

სამქულიანთაგან გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს ივან სოკოლოვმა, ლი ჩაომ და ბორის ჩათალბაშევმა.

ამდენად, 5 ტურის შემდეგ 4-4 ქულით განგული, ლი ჩაო, გაგუნაშვილი, სოკოლოვი, შანგლეი, სონ ნგუენი, გრიგორიანი და ჩათალბაშევი მეორე-მეცხრე ადგილებს იყოფენ. 15 ოქტომბერს, მე-6 ტურში გაგუნაშვილი შავი ფიგურებით ლი ჩაოს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა