როცა გუნდი ზედმიწევნით ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს, როგორ უნდა ისწავლონ მოგება ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებმა?
იყო დრო, როცა ფინური ძეხვი და მაცივარი საუკეთესო გვეგონა. საბჭოთა კავშირში იმპორტული საქონელი, განსაკუთრებით, კაპიტალისტური ქვეყნებიდან, ძვირი სანახავი იყო.

ახლა კი გაცილებით უფრო ადვილია იმის შეფასება, თუ რა არის მართლა კარგი. ფინეთის ნაკრები რა ხვითოც არის, ტელევიზორში ყველამ ნახა. საქართველოს ნაკრების სახე კი კიდევ უფრო ჩამონაკვთული გახდა - ზედმიწევნით ფრთხილი სტრატეგია, არანაირი ავანტიურა.

რა სახეც არ უნდა აირჩიოს გუნდმა, ზომიერება ყველაფერში საჭიროა. გავიტანეთ გოლი ფინეთთან და თემურ ქეცბაიამ ერთადერთი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძეც შეცვალა.

არადა, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ აეწყო, დავწინაურდით, მეტოქე ათი კაცით დარჩა, მაგრამ მაინც სიფრთხილე, მაინც უთავდამსხმელოდ თამაში.

მოედნის დატოვება, მჭედლიძის გარდა, თორნიკე ოქრიაშვილსა და დავით თარგამაძესაც მოუწიათ. არადა, ისინი ურიგოდ როდი ირჯებოდნენ, ჩვენი ნაკრების იერიშებს სწორედ ოქრიაშვილი და თარგამაძე ასისხლხორცებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ითამაშა და არ წააგო - თუ ასე მივუდგებით საკითხს, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ფინეთში დადებით შედეგს მიაღწია, ოღონდაც კვლავ გამოცანად რჩება, რა გვინდა, საბოლოოდ რა მიზანს ვუმიზნებთ და რამდენ შესარჩევ ციკლზეა გეგმა გაწელილი.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები წინა შესარჩევში ჩაფლავდა. თუ ვიტყვით, რომ წინა შესარჩევი გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი იყო ამ შესარჩევისთვის, ქეცბაიასთვის კონტრაქტის გაგრძელება, დიახაც, ლოგიკური უნდა იყოს, მაგრამ თუ ამ შესარჩევშიც არ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა, მაშ, რა მიზანი გვამოძრავებს?

ამ კითხვაზეც მოიძებნება პასუხი: ქეცბაიამ ორ შესარჩევ ციკლში უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი გუნდი, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლებს, ანუ 2+1 ციკლი დიადი მიზნისთვის.

გეგმას ლაკონურობა ნამდვილად აკლია, მაგრამ იმის თქმაც ხომ შეიძლება, ფეხბურთში რაიმე ღირებულს რომ მიაღწიო, გრძელვადიანი პროექტებია საჭირო. მოკლედ, შეიძლება არგუმენტების მოძებნა ქეცბაიას პროექტის სასარგებლოდ.

ოღონდაც, კიდევ ერთი კითხვა: როცა გუნდი ზედმიწევნით ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს, როგორ უნდა ისწავლონ მოგება ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებმა? როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე, როცა კაცნაკლულ ფინეთს უთავდამსხმელოდ ეთამაშება?

ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა, ხვალ ბელორუსს მოუგოს, მაგრამ მერე სად მივდივართ? 2016 წლის შესარჩევშიც ასე უნდა ვითამაშოთ?

"ლელოს" რედაქციაში სტუმრად რომ გვყავდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვკითხეთ: "ქეცბაიას კონტრაქტს რომ უგრძელებდით, თქვენი მხრიდან რა მოთხოვნები წაუყენეთ მწვრთნელს?"

პრეზიდენტმა გვიპასუხა, თემურმა ნაკრებში რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა დააწინაუროს. თუ შედეგი არ იქნება, თემურის და ჩვენი გზები გაიყრებაო.

რა გითხრათ, ალბათ, ნებისმიერი მწვრთნელი მოახერხებს გუნდის გაახალგაზრდავებას, მეტი ახალი ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაკრებში მიწვევას, მაგრამ კარგად გათვლილი სტრატეგიის ჩამოყალიბება და მიზანმიმართული პოლიტიკა უკვე სხვა რამეა. ეს ის საქმეა, რაც ყველა მწვრთნელს არ შეუძლია და მხოლოდ ნიჭიერების ხვედრია.

ფინეთთან ბოლომდე მაინც არ გაგვიმართლა. გამოცდილმა ზურაბ ხიზანიშვილმა შეცდომა დაუშვა. ნუკრი რევიშვილსაც შეეძლო კარის გადარჩენა...1:1-ის შემდეგ კიდევ დაახლოებით ნახევარი საათი გვქონდა კაცნაკლულ ფინეთთან. ეს კარგი შანსი იყო სტუმრად გემრიელი გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ამ გუნდმა ჯერაც უნდა ისწავლოს ის თამაში, რასაც შემოქმედებითი ფეხბურთი ჰქვია.

სახეს კი ნაკრები მართლა იყალიბებს. მხატვარიც ჯერ ყალიბს ასხამს და მერე ქმნის შესაქმნელს. ძალიან არ მინდა, რომ სახის ყალიბში კურდღლის ნაკვთები გამოჩნდეს, მაგრამ მხატვრის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ შეიძლება.

საქართველოს ნაკრების ასეთი სტრატეგიით ჩვენი ფიქრების ფერადი გრეხილები ნელ-ნელა ქრება, ბელორუსს კი იქნებ ასეც ავართვათ ქულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰელსინკიდან მინსკამდე - საქართველოს ნაკრები გზაში გაწვალდა

ბელორუსში იმედგაცრუებაა: საქართველოსაც თუ ვერ მოვუგეთ, ცუდადაა ჩვენი ამბავი

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

Giorgipirweli
სხვა კომენტარში უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ქეცბაიას საქციელი. მეორე ტაიმში ჩვენ უფრო მეტს ვუტევდით, გოლიც გავიტანეთ, მერე მეტოქე ათი კაცით დარჩა და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ თავდამსხმელი ან მინიმუმ ერთი შემტევი ნახევარმცველი დაემატებინა, ერთადერთი თავდამსხმელიც გაიყვანა და გაუგებარი ფუნქციის მოთამაშე დაამატა. როცა მეტოქეს ჯობნი, როგორ შეიძლება 1:0ზე ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი. ან 1:1ის მერე რატომ არ გამოიყვანა სირბილაძე? ამ კაცს ფინეთში 15 გოლი აქვს წელს გატანილი. ე.ი. ფინურ ფეხბურთს კარგად იცნობს. გაუგებარია, თუ სამომავლო გუნდს ვაშენებთ, ასეთი თამაში უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა? ადრე ვეუეუნებდით, შემტევი ფეხბურთელები არა გვყავსო. ახლა ისეთი ფუფუნება გვქონია, ანანიძე და ყენია სათადარიგოზე გვისხდა. მაშ რატომ ვთამაშობთ ისევ ასეთ მშიშარა ფეხბურთს? ასეთ კითხვებზე ქეცბაიამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი.
messi001
კაი სტატია, ვეთანხმები ავტორს ძალიან ფრთხილად ვთამაშობთ, მაგრამ ერთიც უნდა ითქვას არ გვყავს ეს ფორვარდი და რა ქნას ქეძბაიამ? მაგრამ მაინც ძალიან დაცვითს ვთამაშობთ რა, უკვე ბიჭებსაც მენტალიტეტი ჩამოუყალბდათ დაცვითი.. თემოსი მჯერა უბრალოდ უფრო უნდა გარისკოს და გახსნას თამაში სახლში მაინც
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა