ქარის თასის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის წინ პლეი ოფში თამაში მხოლოდ ორ გუნდს, დურბანის "ნატალ შარქსს" და კეიპთაუნის "ვესტერნ პროვანსს" აქვს განაღდებული. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სამი გუნდი იბრძვის...
ქარის თასის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის წინ პლეი ოფში თამაში მხოლოდ ორ გუნდს, დურბანის "ნატალ შარქსს" და კეიპთაუნის "ვესტერნ პროვანსს" აქვს განაღდებული. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სამი გუნდი იბრძვის.

ქარის თასის შარშანდელი გამარჯვებული, პრეტორიის "ბლუ ბულზი", შესაძლოა, ნახევარფინალის მიღმა დარჩეს. "ლურჯი ხარები", რომლებიც 42 ქულით მე-4 ადგილზე არიან, სტუმრად ეთამაშებიან უმოტივაციოდ დარჩენილ "გრიკასს".

პრეტორიელები, ცხადია, ყველაფერს იღონებენ, სირცხვილი რომ არ ჭამონ, მაგრამ გრიკასელებმა, შესაძლოა, სიურპრიზიც შემოგვთვაზონ. ისინი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი არიან და ეცდებან, მეტოქეს მაქსიმალურად გაუძალიანდნენ, რასაც ვერაფრით ვიტყვით "ბლუ ბულზზე", რომელიც წლეულს თავის თავს არ ჰგავს.

"ბლუ ბულზი" ბოლო ტურში საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს. მწყობრში არიან ფულბეკი ზან კირხნერი, შუამარბი ვინანდ ულიფიე, მგეზავი მორნი სტეინი, დისკვალიფიკაციის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეორეხაზელი ბაკის ბოთა.

პლანეტრუგბყ-ს მიჩნია, რომ პრეტორიელები პლეი ოფში მოხვედრის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და მასპინძლებს მინიმუმ 20 ქულით დაამარცხებენ.

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც შესაძლოა, პლეი ოფში ვერ მოხვდეს, ბლუმფონტეინის "ჩიტაზია", რომელსაც ასევე 42 ქულა აქვს, მაგრამ მე-3 ადგილზეა. ჩიტაზელების საქმე მაინც უკეთესადაა, რადგან სტუმრად აუტსაიდერ "ლეოპარდსს" ეთამაშებიან, რომელსაც თითქმის ყველა მინიმუმ 30-ქულიანი სხვაობით უგებს. ვფიქრობთ, "ლეოპარდების" დამარცხება არც ბლუმფონტეინელებს გაუჭირდებათ.

პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელიც 37 ქულით მე-5 ადგილზეა. "ლომები" შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" ეთამაშებიან და აუცილებლად უნდა მოუგონ, თანაც ისე, რომ მინიმუმ ოთხი ლელო გაუტანონ და ერთი საპრემიო ქულაც მიიღონ. ამასთან, ორი კონკურენტიდან ერთმა უნდა წააგოს.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, "ლაიონზი" მინიმუმ 40 ქულით მოიგებს.

ლიდერების, "ნატალ შარქსისა" და "ვესტერნ პროვანსის" დაპირისპირებაში, სავარუდოდ, მეორეადგილოსნის ვინაობა უნდა გაირკვეს. წაგების შემთხვევაში "ზვიგენებს" პირველ ადგილს მაინც ვერავინ შეეცილება. "დასავლელები" კი მეორე ადგილს გაინაღდებენ, რაც საშუალებას მისცემთ პლეი ოფში მესამეადგილოსანს შეხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ და ნახევარფინალში ისევ "ნატალ შარქსთან" მოუწიოთ ურთიერთობის გარკვევამ.

XIV ტური

ლეოპარდსი-ჩიტაზი, ლაიონზი-პუმასი, გრიკასი - ბლუ ბულზი, ვესტერნ პროვანსი-ნატალ შარქსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 52 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 44, 3. ჩიტაზი - 42, 4. ბლუ ბულზი - 42, 5. ლაიონზი - 37, 6. გრიკასი - 36, 7. პუმასი - 18, 8. ლეოპარდსი - 5.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა