ლონდონის ”ჩელსის” 31 წლის მარცხენა მცველი “სტემფორდ ბრიჯს” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს
ეშლი კოულსა და “ჩელსის” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე არაერთხელ დავწერეთ და ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ.

15 ოქტომბერს საბოლოოდ გაირკვა, რომ 31 წლის მარცხენა მცველი “სტემფორდ ბრიჯს” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. მან კატეგორიული უარი უთხრა კლუბს ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებაზე.

ხანგრძლივობას თავი რომ დავანებოთ, მას ანაზღაურების შემცირებასაც სთავაზობდნენ. მოქმედი ხელშეკრულებით კოული კვირაში 130 ათასს იღებს. გაირკვა ისიც, რომ ვეტერანი პრემიერლიგაში დარჩენას არ აპირებს.

ასე რომ, “პარი სენ-ჟერმენსა” და “რეალს” შეუძლიათ შეძლებული ინგლისელი კონკურენტების შიში აღარ ჰქონდეთ. თუ დააკვირდით, შეამჩნევდით, რომ აღნიშნულ კლუბებს “ჩელსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელები ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი უდგანან სათავეში. საიდან მოდის დაინტერესება, უკვე ცხადია.

“სიტუაცია ასეთია: კოული უკვე იანვარში შეძლებს მისით დაინტერესებული კლუბების შეთავაზებების განხილვას. ის ყველას გულდასმით გაეცნობა და მხოლოდ ამის მერე ჩაებმება მათთან უშუალოდ მოლაპარაკებებში.

ახლა უკვე ცხადია, თუ რამ აიძულა დიდიე დროგბა, ლონდონიდან წასულიყო. ახლად შემოღებული წესის გამო, რომ 30 წლის ზემოთ ფეხბურთელს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი ეკუთვნის, “ჩელსი” კოულისა და ლემპარდის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგება. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია,” - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

გარკვეული გაუგებრობაა უშუალოდ “კობჰემის” ოფისშიც. რობერტო დი მატეოს თქმით, ის ბოლომდე არ კარგავს იმედს, რომ დამსახურებულ ვეტერანებს შეინარჩუნებს.

ერთია, რას ფიქრობს მწვრთნელი და მეორეა კლუბის ადმინისტრაციის პოზიცია. “მსგავს საკითხებს “ჩელსიში” მთავარი მწვრთნელი კი არა, დირექტორატი წყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი დი მატეო.

მხარეთა პოზიციები უკვე დიდი ხანია, არ იცვლება და არ უნდა ველოდეთ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება,” - აცხადებს “ჩელსის” მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობას “დეილი მეილის” ჟურნალისტი არ ასახელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"