აზარენკა ლინცში ჩავიდა სათამაშოდ და იოლად გაუსწორდა მეტოქეებს, რომლებიც თავიანთი კლასით არ შეესაბამებოდნენ ბელორუსის დონეს
ქალთა სეზონი თანდათან დასასრულს უახლოვდება. წლის შემაჯამებელ ჩემპიონატამდე დარჩენილია რამდენიმე პატარა ტურნირი - ლინცი, ოსაკა, ლუქსემბურგი და "კრემლის თასი".

ტოპ-მოთამაშეები სხვადასხვაგვარად გეგმავენ კალენდარს. ზოგიერთი წლის ტურნირამდე აღარ აპირებს თამაშს; ზოგიერთნი, მაგალითად, ვიქტორია აზარენკა და სამანტა სტოსური, დამატებითი სათამაშო პრაქტიკის მიღებასა და სარეიტინგო ქულების დაგროვებას ამჯობინებენ.

აზარენკა ლინცში ჩავიდა სათამაშოდ და იოლად გაუსწორდა მეტოქეებს, რომლებიც თავიანთი კლასით არ შეესაბამებოდნენ ბელორუსის დონეს. არანჩა რუსის, სიმონა ჰალეპის, პეტრა მარტიჩისა და ირინა ბეგუს ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდნენ თუ არა ისინი თითო სეტში ორ გეიმზე მეტის აღებას. ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მარტიჩი იყო, რომელმაც 2:6, 2:6 წააგო, დანარჩენებმა კი მთელი მატჩის განმავლობაში ორი-სამი გეიმი გეიმი აიღეს.

სავარაუდოდ, ბელორუსს უფრო დიდ წინააღმდეგობას დომინიკა ციბულკოვა გაუწევდა, მაგრამ მან ფეხის ტრავმის გამო ბოლო მომენტში გამოიტანა განაცხადი.

ბადის მეორე მხარეს ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი ანა ივანოვიჩს ჰქონდა. მეორე წრეში სერბი პროფესიულ ტურში დაბრუნებულ ანდრეა პეტკოვიჩს ხვდებოდა. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ზედიზედ ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა.

პირველ წრეში ანდრეამ ბარბორა ზახვალოვა დაამარცხა, მაგრამ ივანოვიჩის ძლევა ვერ შეძლო - 4:6, 3:6. თავად ანამ შემდეგ წრეში კირსტენ ფლიპკენსთან წააგო, თანაც მეორე სეტში “მშრალი” ანგარიშით. ბელგიელი ფინალში გასასვლელად იულია გორგესს ხვდებოდა. კირსტენმა კარგად დაიწყო მატჩი და პირველი სეტი 6:1 აიღო, მაგრამ შემდეგ იულია ათამაშდა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა - 6:2, 6:3.

ასე რომ, ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პირველ და მეხუთე ნომრად განთესილი ჩოგბურთელები. რა თქმა უნდა, აზარენკა მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ შეხვედრას მცირე ინტრიგა მაინც ჰქონდა. პირველ სეტში აზარენკამ უკეთ გამოიყენა თავისი შანსები და ორი ბრეიკით მოიგო - 6:3.

მეორე პარტიაში მას თითქოს უნდა გაენადგურებინა თავისი მეტოქე და ამის დამადასტურებელი იყო 5:0 დაწინაურება, მაგრამ ბელორუსის თამაშის დონე მკვეთრად დაეცა, გორგესმა კი პირიქით, მოუმატა. იულიამ ორჯერ არ ჩააწოდებინა მატჩზე მეტოქეს, ოთხი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ შემდეგ ანერვიულდა და მეხუთედ მატჩში დათმო საკუთარი მოწოდება - 3:6, 4:6.

Generali Ladies Linz

ლინცი (ავსტრია)

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-იულია გორგესი (გერ, 5) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად