ოსაკაში გამართული ტურნირის მთავარი ვარსკვლავი სამანტა სტოსური იყო
ოსაკაში გამართული ტურნირის მთავარი ვარსკვლავი სამანტა სტოსური იყო. ავსტრალიელმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა, მაგრამ ამ ჩემპიონატში სათადარიგო მოთამაშის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვის.

ამ მხრივ, მისი კონკურენტია მარიონ ბარტოლი, რომელსაც ავსტრალიელი 200 ქულით უსწრებს. თუმცა სტოსურმა იაპონიაში ამ სხვაობის გაზრდა ვერ მოახერხა.

სამანტა ერთადერთი განთესილი იყო, ვინც ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ ამ ეტაპზე კაი-ჩენ ჩანთან წააგო. სტოსურმა წარმატებით დაიწყო შეხვედრა - ზედიზედ სამი საწყისი გეიმი აიღო, მაგრამ საბოლოოდ, თამაში ორსსაათნახევარი გაიწელა. გამარჯვებული მხოლოდ გადამწყვეტი პარტიის ტაი-ბრეიკზე გაირკვა. ტაივანელმა 6:4, 4:6, 7:6(3) გაიმარჯვა.

ბადის ქვედა ნაწილიდან მოულოდნელად ფინალში ჰიზერ უოტსონი გავიდა. 2009 წლის ამერიკის ღია პირველობის იუნიორთა ტურნირის ჩემპიონმა რთულ ბრძოლაში დაამარცხა ოთხი მეტოქე (თუმცა მისთვის ერთი სეტის ართმევა მხოლოდ ანაბელ მედინა გარიგესმა მოახერხა) და კარიერაში პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის ფინალში (ჩანისთვისაც ეს პირველი ფინალი იყო კარიერაში).

შესაძლოა, სწორედ გამოუცდელობის გამო გადამწყვეტ პარტიაში მეტოქეებმა ვერ აჩვენეს სტაბილური თამაში. ჩანი პირველ პარტიაში სეტზე აწვდიდა, მაგრამ ზედიზედ სამი გეიმი დათმო.

მეორეში უოტსონი იყო ბრეიკით დაწინაურებული, მატჩზე აწვდიდა და მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ ჩააგდო სეტის დასასრული და მეტოქეს ზედიზედ ოთხი გეიმი მისცა.

გადამწყვეტ სეტში ასევე ვნახეთ ერთი დაკარგული შანსი - ჩანი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, ოთხი მატჩბოლი მოიპოვა და მაინც გაათანაბრებინა ანგარიში მეტოქეს. საბოლოოდ, ბრიტანელმა ტაი-ბრეიკზე მიაღწია საწადელს - 7:5, 5:7, 7:6(4).

სხვათა შორის, ბრიტანული ჩოგბურთისთვის ეს გამარჯვება ისტორიული იყო. ბოლოს ბრიტანელმა ქალმა ჩოგბურთელმა WTA-ს ტურში 1988 წელს გაიმარჯვა - მაშინ სარა ჰომერმა აპტოსის ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ლორა რობსონი, 22-წლიანი შესვენების შემდეგ, WTA-ს ტურნირის ფინალისტი გახდა. მოკლედ, ბრიტანული ჩოგბურთი ახლა აღმავლობის გზაზეა.

HP Open

ოსაკა (იაპონია)

ფინალი

ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-კაი ჩენ ჩანი (ტაივ) 7:5, 5:7, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა