შვეიცარიელი ჩოგბურთელი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 300 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს პირველ ადგილს ATP-ის რეიტინგში
შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 300 კვირის განმავლობაში (აქედან 237 კვირა ზედიზედ) ინარჩუნებს პირველ ადგილს ATP-ის რეიტინგში. კლასიფიკაციის ახალი ვერსიის თანახმად, რომელიც შანხაის მასტერსის შემდეგ გამოქვეყნდა, ფედერერი 12165 ქულით არის პირველ ადგილზე.

როჯერი 2004 წლის თებერვალში მოექცა საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში. ამის შემდეგ ის 2008 წლის აგვიტომდე ინარჩუნებდა პირველობას. 2012 წლის უიმბლდონის მოგებით მან დაიბრუნა პირველი პოზიცია; ამავე წლის ივლისში კი დაამხო ამერიკელი პიტ სამპრასის რეკორდი, რომელიც ჯამში 286 კვირის განმავლობაში ედგა სათავეში რეიტინგს.

თუმცა ფედერერმა, შესაძლოა, მალე დაკარგოს ლიდერობა კლასიფიკაციაში, რადგან შანხაის მასტერსზე გამარჯვების წყალობით, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა შვეიცარიელთან. 15 ოქტომბრისთვის ფედერერი სერბს 195 ქულით უგებს, სეზონის ბოლომდე კი ტიტულები აქვს დასაცავი პარიზის მასტერსსა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ახალი რეიტინგის მიხედვით, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა ისევ გაუსწრო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას და მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ტოპ-ოცეულში ამერიკელმა ჯონ ისნერმა ჩამოიტოვა უკან ესპანელი ნიკოლას ალმაგრო, ხორვატი მარინ ჩილიჩი წაიწია წინ ორი საფეხურით, გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი - ერთით.

და კიდევ, ოცეულში დაბრუნდა გერმანელი ტომი ჰაასი, რომელმაც უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი შეავიწროვა.

ATP

1(1) . როჯერ ფედერერი (შვეიც) 12 165

2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 970

3(3). ენდი მიურეი (ბრიტ) 7 690

4(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 995

5(5). დავიდ ფერერი (ესპ) 5 360

6(7). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 4 840

7(6). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 4 810

8(8). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 3 670

9(9). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 3 265

10(10). ხუან მონაკო (არგ) 2 775

11(12). ჯონ ისნერი (აშშ) 2 565

12(11). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 435

13(13). რიშარ გასკე (საფ) 2 415

14(16). მარინ ჩილიჩი (ხორ) 2 370

15(14). მილოშ რაონიჩი (კან) 2 335

16(15). კეი ნიშიკორი (იაპ) 2 000

17(17). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 1 955

18(19). ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 1 830

19(18). ჟილ სიმონი (საფ) 1 815

20(21). ტომი ჰაასი (გერ) 1 727

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა