16 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიელ თანატოლებს შეხვდება
16 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიელ თანატოლებს შეხვდება. ამხანაგური მატჩი 18:30 საათზე დაიწყება. ტელეტრანსლაცია არ იქნება და ქომაგს 5-ლარიანი ბილეთის ყიდვა მოუწევს.

15 ოქტომბერს ამავე სტადიონზე ჯერ დანიელებმა ივარჯიშეს, მერე კი ქართველმა 21-წლამდელებმა.

დანიელთა დამრიგებელმა პერ ჰოლმმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

"კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. ვიცი, რომ ქართველებს რიგიანი გუნდი ჰყავთ. რამდენიმე დღის წინ უკრაინას ვეთამაშეთ და უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.

საქართველოში 19 ფეხბურთელით ჩამოვედით. ეს ის კონტინგენტია, დამდეგი შესარჩევისთვის რომ უნდა გამოვიყენოთ, თუმცა მათ ჯერ ამხანაგურ შეხვედრებში დავაკვირდებით".

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემაც საამმატჩოდ ისეთ ფეხბურთელებს უხმო, მომავალ ევროშესარჩევში რომ შეეძლებათ თამაში - 1992 წელს დაბადებულები და უმცროსები.

ვარჯიში დიდად დატვირთული არ ყოფილა, უფრო სახალისოს წააგავდა. ჩივაძე, ასე ვთქვათ, ატმოსფეროს მწვრთნელია და ეს მისი კოზირია. ვარჯიშის დაწყებამდე კი ჩივაძემ მასმედიისთვისაც მოიცალა:

- რაც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გავხდი, მისია შევასრულეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით.

როცა გუნდი ჩავიბარე, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იყო დარჩენილი. ახალი გუნდის შექმნა დავიწყეთ, მეტწილად 1992-93 წელს დაბადებული ფეხბურთელები ვათამაშეთ ოთხ შეხვედრაში.

დამდეგი შესარჩევისთვის უკვე 38 ფეხბურთელი გვეყოლება ნანახი საქმეში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სასელექციო სამუშაოები ჩავატარეთ.

- დანიასთან მატჩისთვის ახალი ფეხბურთელებიც გამოიძახეთ...

- ხუთი ახალი ფეხბურთელი გვყავს: მეკარე გაბრიელ თებიძე, მცველი გიორგი ჯგერენაია, თავდამსხმელი ირაკლი ქობალია და ნახევარმცველი თორნიკე სტეფნიაშვილი "ზიმბრუდან", ჩელებაძე პირველი ლიგის "შუქურადან". გვინდოდა კრასნოდარის "ყუბანის" ნახევარმცველის, კახა ხალვაშის გამოძახებაც, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.

- დანიასთან მატჩსაც, ალბათ, უფრო სასელექციო დანიშნულება აქვს...

- დავალება ასეთი იქნება: შედეგზე უნდა ვითამაშოთ. ვისაც ვათამაშებ, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ღირსია.

- მეტოქეზე რას იტყოდით?

- ახლახან უკრაინასთან 0:0 ითამაშეს. დანია კარგი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა და განსწავლული გუნდი ეყოლებათ. აუცილებლად კარგ შედეგს უნდა მივაღწიოთ.

მატჩისწინა კომენტარი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჭანტურიამაც გააკეთა:

"ძნელი მატჩი გველის, მაგრამ შინ ვთამაშობთ და მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ოთხი მატჩი წაუგებლად ვითამაშეთ და ეს სასიამოვნო ტრადიცია არ უნდა დავარღვიოთ.

ახალგაზრდული ნაკრებისთვის სეზონის ბოლო შეხვედრაა და ეს წელიწადი კარგად უნდა დავასრულოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

z.chala
ბატონო საშა- პირადად მე და მტელი საქართველო თქვენ დიდ პატივს გცემტ- ძალიან გთხოვთ იმუშაVეთ იმაზე რო Fეხბურთი ყველასათვის ხელმისაცვდომი გახდეს-და ქართულ ფეხბურთში პროფესიონალებმა იმუშაონ და არა იმ ხალხმა უმუშევარია და ქართულ ფეხბურთს შეაFარა თავი. და ამის მერე ვიფიქროტ დანიასთან მოგებაზე.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად