დღეს ევროთასების გათამაშება იწყება. ყველაზე პრესტიჟულ, "ჰეინეკენის" თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამი ფრანგული კლუბი, "კლერმონი", "კასტრი" და "ტულონი" იასპარეზებს...

დღეს ევროთასების გათამაშება იწყება. ყველაზე პრესტიჟულ, "ჰეინეკენის" თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამი ფრანგული კლუბი, "კლერმონი", "კასტრი" და "ტულონი" იასპარეზებს. სამიც, "მონპელიე", "აჟენი" და "ბრივი" "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მოსინჯავს ძალებს.

"ჰეინეკენის" თასის ამჟამინდელი მფლობელი ფრანგული "ტულუზია", რომელმაც შარშანდელი გათამაშების ფინალში ბასკური "ბიარიცი" დაამარცხა. ფრანგული კლუბები წლეულსაც ერთობ სოლიდურად გამოიყურებიან და გამორიცხული არ არის, ისევ ფრანგული ფინალის მომსწრენი გავხდეთ.

"ჰეინეკენის" თასის წლევანდელ გათამაშებაში 24 გუნდი ექვს ჯგუფშია განაწილებული. ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი" A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენებურთა გუნდს მეტოქეობას გაუწევენ უელსური "კარდიფი", შოტლანდიური "ედინბურგი" და ინგლისური "ნორსჰემპთონი".

ინგლისელები ჯგუფის ფავორიტებად არიან მიჩნეული, თუმცა არც უელსელების გამორიცხვა შეიძლება, მით უფრო, რომ "ჰეინეკენის" თასის ფინალს წლეულს სწორედ კარდიფი უმასპინძლებს. კარდიფელები ყველა ღონეს იხმარენ როგორც ჯგუფური ტურნირის, ისე მთლიანად გათამაშების მოსაგებად.

რაც შეეხება "კასტრს", ის შინ ბევრს გაამწარებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც კასტრში მოიგებს, ჯგუფის გამარჯვებულიც ის იქნება. "ედინბურგი", ალბათ, აუტსაიდერია, რისი დასტურიც "მაგნერს" ლიგაში ამ გუნდის სუსტი თამაშია.

პირველ ტურში "კასტრი" სტუმრად ეთამაშება "ნორსჰემპთონს". ფეიქრიშვილი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, სათადარიგოთა შორისაა. გიორგაძე განაცხადში არ არის.

B ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფადაა" შერაცხული. ოთხივე გუნდი ტურნირის ფავორიტია: საფრანგეთის ჩემპიონი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", წლევანდელი გათამაშების ლიდერი პარიზული "მეტრო რასინგი", ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი "სარასენზი" და "ჰეინეკენის" თასის 2009 წლის გათამაშების გამარჯვებული ირლანდიური "ლენსტერი".

შარშანდელ გათამაშებაში "ვულკანები" მეოთხედფინალში სწორედ ირლანდიურმა კლუბმა გამოთიშა, ასე რომ, ზირაქაშვილს და კომპანიას რევანშის აღების კარგი შანსე ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ "კლერმონი" ევროთასების გათამაშებაში მინიმუმ ნახევარფინალამდე ყოველთვის აღწევდა. სწორედ შარშან მოხდა პირველად, ჩვენებურის გუნდი რომ მეოთხედფინალში დამარცხდა.

პირველ ტურში "კლერმონი" შინ "სარასენზს" ეთამაშება. "ვულკანების" ახალზელანდიელი თავკაცი ვერნ კოტერი, როგორც ჩანს, ამ მატჩს და ზოგადად ტურნირს ამჯერად შარშანდელზე მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება და ინგლისელებს უძლიერესი შემადგენლობით დახვდება. მან ქართველი შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ჯგუფის და, სავარაუდოდ, გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია პარზიზული "მეტრო რასინგი". პიერ ბერბიზიემ ირლანდიაში "ლენსტერთან" საპაექროდ ასევე უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი. სებასტიან შაბალი, ლიონელ ნალე, ფრანსუა სტეინი და ხუან მარტინ ერნანდესი, ნებისმიერი გუნდისთვის მრისხანე ძალაა.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მეტოქეები ჩ ჯგუფში ირლანდიური "მანსტერი", ინგლისური "ლონდონ აირიში" და უელსური "ოსფრიზი" იქნებიან. ჯგუფის ფავორიტი ჩვენებურის გუნდთან ერთად "მანსტერიცაა", რომელიც წლეულს ბრწყინვალე ფორმაშია და "მაგნერს კაპის" გათამაშებას ლიდერობს. მანსტერელებმა ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგეს.

ცხადია, გულხელდაკრეფილნი არც ინგლსური და უელსური კლუბები ისხდებიან, თუმცა ტულონელები ამბიციები ნამეტანი მოსძალებიათ. მათი მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი მარტო საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებაზე როდი ოცნებობს. ელიტურ, პირველ დივიზიონში ტულონელები ახლა მესამე ადგილზე არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს, მთელი ძალები "ჰეინეკენის" თასის გათამაშებაში გადაისროლონ.

შარშან "ტულონმა" "ემლინ ჩელენჯ კაპის" ფინალში გააღწია და იქ უელსურ "კარდიფთან" დამარცხდა.

ბურჯელალის იმედი და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონია, რომელიც წლეულს ბრწყინვალე ფორმაშია. პირველ ტურში "ტულონი" უელსურ "ოსფრიზს" უმასპინძლებს. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.

შეგახსენებთ, რომ "ჰეინეკენის" თასის გათამაშება 1996 წლიდან იმართება. ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ მას ფრანგული "ტულუზი" ფლობდა, რომელიც წლეულსაც ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. ორ-ორჯერ გაიმარჯვეს "ჰეინეკენის" თასის გათამაშებაში ინგლისურმა კლუბებმა "ლესტერ ტაიგერზმა" და "ვოსფსმა". ასევე ორჯერ შემართა თასი ირლანდიურმა "მანსტერმაც".

ჰეინეკენის თასი

A ჯგუფი

ნორსჰემპთონი (ინგ) -კასტრი (საფ), კარდიფი (უელ) -ედინბურგი (შოტ)

B ჯგუფი

კლერმონი (საფ) -სარასენზი (ინგ), ლენსტერი (ირლ) -მეტრო რასინგი (საფ)

ც ჯგუფი

ტულონი (საფ) -ოსფრიზი (უელ), ლონდონ აირიში (ინგ) -მანსტერი (ირლ)

D ჯგუფი

ალსტერი (ირ) - აირონი (იტ), ბასი (ინგ) - ბიარიცი (საფ)

E ჯგუფი

ბენეტონი (იტ) - ლესტერი (ინგ), ჰლანეჰლი (უელ) - პერპინიანი (საფ)

F ჯგუფი

გლაზგო (შოტ) - ნიუპორტი (უელ), ტულუზი (საფ) - ვოსფსი (ინგ).

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ოცი გუნდი ხუთ ჯგუფშია განაწილებული. აქ, როგორც უკვე ვთქვით, ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ასპარეზობს.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" კენჭისყრამ B ჯგუფში გაამწესა, სადაც მას მეტოქეობას ინგლისური "სეილ შარქსი", ესპანური "ელ სალვადორი" და იტალიური "პადოვა" გაუწევენ. ბრივიელებისთვის კონკურენტი მხოლო ინგლისური კლუბია.

ვფიქრობთ, ესპანურ და იტალიურ გუნდებს ბრიველები იოლად გაუსწორდებიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენებურთა გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს და ამიტომ, შესაძლოა, ძალები დაზოგოს.

პირველ ტურში "ბრივი" შინ ეთამაშება "პადოვას".

ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" ჩ ჯგუფშია. მისი მეტოქეები არიან ინგლისური კლუბები "ნიუკასლი" და "ექსეტერი" და საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ბურგუენი".

პირველ ტურში "მონპელიე" სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "ექსეტერს". ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ ინგლისში, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა იახლეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენებურთა გუნდი "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში სერიოზულ მიზნებს არ ისახავს. "ექსეტერთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში არიან შველიძე და ჩხაიძე. გორგოძე, ჟღენტი და ნარიაშვილი განაცხადში არ არიან.

ცხადია, "ემლინ ჩელენჯ კაპზე" საბრძოლველად არ სცხელა საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ბექა შეყლაშვილის "აჟენსაც". ჩვენებურის გუნდი E ჯგუფში იასპარეზებს ინგლისურ "გლოსტერთან", ფრანგულ "ლა როშელთან" და იტალიურ "როვიგოსთან" ერთად. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც "აჟენს" შეუძლია, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე