"ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე საკუთარ აზრს აფიქსირებს
საქართველოში დაბრუნებულმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისა და "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლებით - რას ფიქრობს ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე?

"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა, იქ შევარდნა და მიტინგებით ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადაყენება.

ფედერაციის ოპონენტები სწორედ იმიტომ ვიყავით, რომ იქ ბოლო წლებში სახელმწიფო უხეშად ერეოდა და პრეზიდენტებს ისე ნიშნავდა, თითქოს ეს იყო არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ სამინისტრო.

მაგრამ საკითხის მეორე მხარე ეს არის: ყველამ იცის, ფედერაციაში რა "არჩევნებიც" ტარდებოდა. ამიტომ აქ ნდობის საკითხი დგას - თუ გვინდა, რომ ფედერაციისა და ჩვენი ფეხბურთის მიმართ ნდობა აღდგეს, სიჭინავა უნდა გადადგეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ჩვენ არ გვსურს, ძველი ტენდენციით, საფეხბურთო სამყარო "ჩვენებად" და "სხვისიანებად" დავყოთ. ახალ არჩევნებში ნებისმიერმა მსურველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ზვიად სიჭინავამ.

აუცილებელია, წინასაარჩევნო პროგრამები საჯაროდ განვიხილოთ, დაინტერესებულმა ადამიანებმა რომ იცოდნენ, ვის რა პლუსი და მინუსი გააჩნია. ეს იქნება სამართლიანი და ობიექტური არჩევნების წინაპირობა" - გვითხრა ყაველაშვილმა.

"ლელო" მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელ ინტერვიუს 17 ოქტომბრის ნომერში შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს

ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!

ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს

Tornike
ზურა, მეც არ მომწონს ბევრი რამ სიჭინავას საქმიანობიდან (მაგალითად ვერ ახერხებს საჭირო ფინანსების მოზიდვას). თუმცა 4-წლიანი პერიოდი იმიტომ არის განკუთვნილი, რომ ამ პერიოდში ადამიანმა მაქსიმალური გააკეთოს რაც შეუძლია. აქედანვე თუ არ დავამკვიდრეთ მიდგომა, რომ ყველაფერი არჩევნებით უნდა გადაწყდეს, არაფერი გამოვა. თუ ზეწოლით გადააყენებენ, ახლები რითი იქნებიან ძველებზე უკეთესები? ეხლა რომ დავიწყოთ მე სამართლიანი ვარ და შენ უსამართლო, და ამიტომ უნდა გადადგე ვადაზე ადრე - ამ მიდგომით კარგს ვერაფერს მივაღწევთ. ძალადობა ძალადობით არ იკურნება. მე ასე ვფიქრობ.
zurabi
რას ქვია დაამთავრებინეთ? და მაგათმა ვის დაამთავრებინეს. მე სიჭინავას საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღსდგეს. სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. მარტო სიჭინავა კი არ უნდა გადადგეს არამედ, ყველა იმ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს ვინც პარტიული სიით დანიშნეს, ასეთებია: გეძაძე, უდესიანი, გეგენავა და ასე შემდეგ რომელი ერთი ჩამოვთვალო. უნდა გადადგნენ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები სადაც, მიიღონ თვითონაც მონაწილეობა ოღონდ პროგრამებით და არა, პარტიული ნიშნით
Tornike
დაასრულებინეთ ამ კაცს (სიჭინავას) ეს 4-წლიანი პერიოდი და მერე დაინიშნოს ეს არჩევნები, როგორც წესი და რიგია! ერთი წელი ვეღარ მოგითმენიათ? რიგგარეშე არჩევნები თუ რევოლუციები სწორად მაგ მოტივით ტარდებოდა ამ ქვეყანაში - "უსამართლობასთან ბრძოლა" და ამისთანები. და სასიკეთოდ არაფერი იცვლებოდა. სხვა საქმეა თუ მართლაც თავისი სურვილით გადადგება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად