"იბერია სტარი" ფინალური ოთხეულის მასპინძლობის უფლების მოპოვებას შეეცდება
"იბერია სტარი" ფუტსალში უეფას თასის ოთხთა ფინალში ითამაშებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი კლუბი ევროპის საუკეთესოთა შორის პირველად მოხვდა.

უკვე ცნობილია, საქართველოს ჩემპიონი ვის შეეცილება უეფას თასს: ელიტრაუნდის დანარჩენ სამ ჯგუფში გაიმარჯვეს "ბარსელონამ" (A ჯგუფი), ყაზახურმა "კაირათმა" (B) და მოსკოვის "დინამომ" (C).

საერთოდ, ბოლო წლებია, ევროპულ ფუტსალში პოსტსაბჭოელების დომინანტობა აშკარა გახდა. თუმცა, "კაირათისა" და მოსკოვის "დინამოს" წარმატება უკვე დაგეგმილიც იყო და მათი წარმატება არავის აკვირვებს, მაგრამ პოზიციები დათმო აზერბაიჯანულმა ფუტსალმა და მის ადგილს ჩვენი ჩემპიონი იკავებს. არადა, ჩვენს მეზობლებს "იბერიაზე" ბევრად მეტი ფინანსები გააჩნიათ.

ახლა მთავარზე: ლისაბონის "ბენფიკასთან" გამარჯვების შემდეგ საქართველოს ჩემპიონის პრეზიდენტმა ვახო წერეთელმა გვითხრა, რომ "იბერია" ფინალური ოთხეულის მასპინძლობის უფლების მოპოვებასაც შეეცდება, რადგან თბილისს სავსებით რეალური შანსი გააჩნიაო.

თუმცა არის მეორე მტკივნეული საკითხი: ოთხთა ფინალში ერთდროულად მოხვდნენ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობის მქონე ორი ქვეყნის, საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონები.

ჩვენთვის გაცილებით სასურველი იყო, რომ C ჯგუფში ესპანურ "მურსიას" გაემარჯვა, მაგრამ ბოლო ტურში მოსკოვის "დინამომ" უშუალო კონკურენტი 4:2 დაამარცხა და ოთხთა ფინალის თბილისში ჩატარების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ეს იმიტომ, რომ უეფა ცდილობს, ქართული გუნდი რუსეთში არ ჩაიყვანოს და პირიქით. მოგეხსენებათ, ასეა სპორტის ყველა სხვა სახეობაში და ბოლო წლებში ჩვენს კლუბებს რუსებთან არც უთამაშიათ.

ამიტომ გვსურდა ესპანელთა გამარჯვება, რადგან ამ შემთხვევაში, თბილისის კანდიდატურას ოთხთა ფინალის მასპინძლობაზე უეფაში მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კონკრეტულმა გარემოებებმა ვითარება შეცვალა...

"ამ პრობლემების მიუხედავად, თბილისის კანდიდატურა გამორიცხული ნამდვილად არ არის. ამის შესახებ თბილისში მყოფმა უეფას წარმომადგენლებმაც და კიდევ სხვა კომპეტენტურმა პირებმაც გვითხრეს.

ეს ადამიანები გვაიმედებენ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობა ხელს არ შეგვიშლის, რომ ეს უფლება მოვიპოვოთ.

მეტსაც გეტყვით, საჩვენოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამოქმედდა და შესაძლოა, ყველაზე რეალური სწორედ თბილისისა და მოსკოვის კადიდატურები გახდეს.

საქმე ისაა, რომ 2011 წელს ოთხთა ფინალს ერთ-ერთმა ამჟამინდელმა მონაწილემ, "კაირათმა" უმასპინძლა, 2012-ში კი მეორემ - "ბარსელონამ". უეფა კი ზედიზედ არც ერთ კლუბს ასეთ უპირატესობას არ მისცემს.

ჩემი აზრით, ბარსელონასა და ალმათის ვარიანტები სწორედ ამიტომ გამოირიცხება. ამავე დროს, თბილისში ელიტრაუნდის ორგანიზაციამ უეფა დააკმაყოფილა და მადლობა გადაგვიხადა.

მოკლედ, უეფას გადაწყვეტილება მალე გვეცოდინება და იმედია, ის ჩვენ გაგვახარებს" - გვითხრა "იბერია სტარის" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალშია!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!