"დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ აღიარა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მუხლზე ოპერაცია თავიდან აიცილოს
"დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ აღიარა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ოპერაცია მუხლზე, რომელიც პერიოდულად უსივდება.

გერმანელი ვარსკვლავის თქმით, დღევანდელ სიტუაციაში წინასასეზონო მატჩების ჩატარებას აზრი ეკარგება.

"ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ოპერაცია თავიდან ავიცილო, - მოჰყავს ESPN-ს ნოვიცკის სიტყვები. - გასაგებია, რომ ახლა ქირურგთან მისვლის არანაირი სურვილი არ მაქვს.

ჩემი ნება რომ იყოს, ამ ყველაფერს სეზონის შემდეგ გავაკეთებდი. მუხლი სამჯერ თუ ოთხჯერ გასივდა, რაც ცუდი მომენტია.

რა თქმა უნდა, ასე შეუძლებელია სეზონში 82 მატჩის და შემდეგ პლეი ოფის ჩატარება. რამდენიმე დღის შემდეგ შევაფასებთ ტრავმის სირთულეს და მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთი პრობლემებით თამაშს აზრი არ აქვს".

იმავე "დალასის" მცველი დელონტე უესტი გაუკვეველი ვადით ჩამოაშორეს გუნდს. ამის შესახებ გამოაცხადა "მავერიქსის" მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილების მიზეზი.

წყაროები ამტკიცებენ, რომ მცველის დასჯა გამოიწვია მისმა ხულიგნურმა საქციელმა გასახდელში "ჰიუსტონთან" მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ადრე უესტს ბიპოლარული დარღვევა დაუდგინეს, რომლის გამოხატულებაა დეპრესიული ან მანიაკალური მდგომარეობა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ აღარ განიხილავს მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ევროპული დივიზიონის შექმნის შესაძლებლობას.

"არ მგონია, აზრი ჰქონდეს ევროპაში NBA-ს ერთი გუნდის შენახვას. თავის დროზე ვამბობდი, რომ ლიგა განიხილავს ევროპაში ყოფნის ვარიანტს, მაგრამ ლაპარაკი იყო ხუთ გუნდზე. თუმცა დღეს დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ "ბებერ კონტინენტზე" არ არის საკმარისი რაოდენობის არენა, ტელევიზიებთან ადეკვატური ურთიერთობის მექანიზმი და ა. შ. დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებთ ბილეთებზე საჭირო ფასის დაწესებას. არ მგონია, რომ ჩვენს ევროპელ გულშემატკივრებს დღეს NBA-ს ევროპაში გაფართოება სურდეთ", - ამბობს სტერნი.

შეგახსენებთ, რომ სტერნი ევროპაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დივიზიონის შექმნას აპირებდა, რომელშიც ლონდონის, რომის, პარიზის, მადრიდის, ბარსელონასა და ბერლინის გუნდები ითამაშებდნენ.

ფილადელფია-ბოსტონი 107:75

23:21, 33:21, 28:21, 23:12

ფ: ჰაუსი (17+8 მოხსნა), ტ. იანგი (15+6 მოხსნა), ნ. იანგი (14), ალენი (11+5 მოხსნა), ტერნერი (10+3 ჩაჭრა).

ბ: პირსი (16+6 მოხსნა), ბასი (11+6 მოხსნა).

კლივლენდი-ორლანდო 114:111 (ო)

31:22, 22:24, 31:32, 23:29, 7:4

კ: ირვინგი (22), მაილზი (17), გი (13+5 მოხსნა), კასპი (12+5 მოხსნა).

ო: დევისი (27+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), რედიკი (18+8 პასი), მური (15+7 პასი), ნიკოლსონი (14+9 მოხსნა), ვუჩევიჩი (10).

ბრუკლინი-ვაშინგტონი 98:88

24:25, 26:23, 23:20, 25:20

ბ: ლოპესი (18+11 მოხსნა), ბლეტჩი (16+8 მოხსნა), ჯონსონი (14+5 პასი), ჰემფრიზი (11+5 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (11+9 პასი).

ვ: უებსტერი (18), ბილი (13), ოკაფორი (12+6 მოხსნა), კროუფორდი (12), არიზა (10).

დალასი-ჰიუსტონი 123:104

25:29, 32:29, 34:24, 32:22

დ: მაიო (20), კრაუდერი (20+5 მოხსნა), მერიონი (15+5 მოხსნა), კარტერი (15), ბრენდი (10+8 მოხსნა), რაიტი (10+5 მოხსნა), კამანი (6+11 მოხსნა+3 დაფარება).

ჰ: მარტინი (23+3 ჩაჭრა), პატერსონი (13+7 მოხსნა), პარსონსი (12), ფორბსი (11+6 მოხსნა), აშიქი (4+11 მოხსნა).

დენვერი-გოლდენ სტეიტი 104:98

34:27, 22:26, 30:33, 18:12

დ: გალინარი (18+6 მოხსნა), ბრიუერი (15), ჰემილტონი (11), მოზგოვი (10+6 მოხსნა), იგუოდალა (10+7 პასი), კუფოსი (6+13 მოხსნა).

გ-ს: კარი (25), ტომპსონი (21+6 მოხსნა), ლი (15).

საკრამენტო-პორტლენდი 117:100

31:22, 31:20, 29:36, 26:22

ს: ტორნტონი (23+3 ჩაჭრა), კაზინსი (20+7 მოხსნა+4 დაფარება), ბრუქსი (16), ჯონსონი (12), ფრედეტი (11), ევანსი (11).

პ: ლილარდი (20), ოლდრიჯი (16+7 მოხსნა), ბატუმი (14+6 მოხსნა+5 პასი), მეტიუზი (11), ჰიქსონი (11+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა