ჩვენი ჯგუფის ორი გამოკვეთილი ფავორიტი წინ თანაბარი ქულებით მიიწევს
მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი უკვე ამოწურული იყო, როცა ესპანელებმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ფრანკ რიბერის პასით მოედანზე ახლად შესულმა ოლივიე ჟირუმ ზუსტი თავურით თავის გუნდს ქულა მოუტანა. ეს ქულა კი, უნდა ითქვას, ფრანგებმა სავსებით დაიმსახურეს.

მადრიდის "ვისენტე კალდერონზე" მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "სამფეროვნები" აქტიურად უტევდნენ და რამდენიმე კარგი საგოლე შანსიც გაუშვეს ხელიდან. სამართალმა კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იზეიმა.

პირველ ტაიმში აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იყო და სერხიო რამოსის გოლის შემდეგ ესპანელებს ორი ბურთითაც შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა სესკ ფაბრეგასის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი უგო ლორისმა მოიგერია. თუმცა შესვენებამდე ანგარიში, შესაძლოა, 1:1-იც ყოფილიყო - მსაჯმა თამაშგარეს მომიზეზებით ფრანგებს აშკარა გოლი არ ჩაუთვალა.

ჩვენი ჯგუფის ორი გამოკვეთილი ფავორიტი წინ თანაბარი ქულებით მიიწევს და ჯგუფის გამარჯვებული, დიდი ალბათობით, მომავალი წლის 26 მარტს, პარიზში გასამართ მატჩში გამოვლინდება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. IV ტური

ესპანეთი-საფრანგეთი 1:1 (იხილეთ ვიდეო)

ესპანეთი: კასილიასი, არბელოა (50. ხუანფრანი), რამოსი, ბუსკეტსი, ალბა, ხაბი ალონსო, ხავი, დავიდ სილვა (13. კასორლა), ინიესტა (75. ტორესი), პედრო, ფაბრეგასი.

საფრანგეთი: ლორისი, დებუში, კოშჩიელნი, სახო, ევრა, კაბაიე, მენეზი (68. მ. სისოკო), გონალონი (57. ვალბუენა), მატუიდი, რიბერი, ბენზემა (88. ჟირუ).

გოლები: 1:0 რამოსი (25), 1:1 ჟირუ (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"