ინტერვიუ სტამბულის "ქასიმფაშას" ახალ მთავარ მწვრთნელთან
მას შემდეგ, რაც შოთა არველაძემ "ქაისერისფორი" დატოვა და რამდენიმე დღეში ახალი გუნდი, სტამბულის "ქასიმფაშა" ჩაიბარა, მასთან ინტერვიუ არ გვქონია.

შოთას 16 ოქტომბერს დავუკავშირდით თურქეთში. გვინდოდა, რომ ტყუპისცალს საქართველოს ნაკრების ფინეთთან მატჩზეც ესაუბრა, თუმცა გვითხრა, ამ თამაშს ვერ ვუყურეო.

ერთი სიტყვით, არველაძეს ფინეთ-ბელორუსის მატჩების შეფასება ვერ ვთხოვეთ; სამაგიეროდ, თურქულ პერიპეტიებზე ველაპარაკეთ...

- როგორ აღმოჩნდი ასე უცბად ახალ გუნდში? სხვა შემოთავაზებები არ ყოფილა?

- როგორც კი წამოვედი "ქაისერისფორიდან", კლუბის პრეზიდენტს "ქასიმფაშას" პრეზიდენტმა დაურეკა და ჩემზე ელაპარაკა. აქედან ცოტა ხანში "ქასიმფაშა" უკვე მე დამიკავშირდა და გადაწყვეტილებაც მივიღე.

- მაინც რითი გამოდგა მიმზიდველი "ქასიმფაშას" წინადადება, თანხმობა მალევე რომ შეუთვალე?

- პირველ რიგში იმით, რომ კლუბი ძალიან ცნობილმა და ძლიერმა ბიზნესჯგუფმა შეიძინა. გარდა ამისა, ოჯახი სტამბულში ცხოვრობს და ჩემებთან უფრო მეტი დროის გატარება მომიწევს.

- ამ სეზონში რა მიზნებს ისახავ "ქასიმფაშა"?

- როგორ გითხრათ, კლუბს გრძელვადიანი გეგმები აქვს, მიზანი გამართული გუნდის შექმნაა, რომელიც ევროსარბიელზეც ღირსეულად ითამაშებს.

- მანდაურ ინფრასტრუქტურაზე რას გვეტყოდი?

- საკმაოდ ლამაზი სტადიონი აქვს "ქასიმფაშას", ბაზის მშენებლობაც სადაცაა, დასრულდება.

- როცა "ქაისერისფორიდან" წამოხვედი, გვითხარი, ჯერ ვერ ვხვდები იმის მიზეზს, რის გამოც გუნდს ბოლო პერიოდში ვერ აეწყო საქმე კარგადო. ახლა შეგიძლია ამის მიზეზი დაასახელო?

- დიდი დრო ჯერ არ გასულა, ამის შესახებ რაღაცის თქმა და დასკვნების გამოტანას, ალბათ, კიდევ დასჭირდება დრო.

- უკვე არცთუ ცოტა ვარჯიში ჩაატარე "ქასიმფაშაში" - რა შთაბეჭდილებები გაქვს?

- საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩანს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- ყველაზე უფრო რა პოზიციებზე საჭიროებს გუნდი გაძლიერებას?

- ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემატური დაცვის ხაზია, რადგან ბევრი ტრავმირებული მცველი დაგვიგროვდა.

- ანდრეას ისაკსონი, ფაბიან ერნსტი, კალუ უჩე... "ქასიმფაშაში" არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. როგორ ატყობ, მაინც ვინ არის გუნდის ლიდერი?

- ჩვენი ლიდერი გუნდური თამაშია.

- ისე, ცოტა უცნაურია - "ქასიმფაშა" ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა, თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ "გალათასარაის" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაუშვეს...

- არ ვიცი, რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ფინეთთან მატჩი არ გინახავს, მაგრამ მაინც - როცა გუნდი 1:0-ზე რიცხობრივ უპირატესობაშია და მოედანზე არც ერთი ნომინალური თავდამსხმელი არ ჰყავს, ეს რას უნდა ნიშნავდეს?

- ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მთავარი შედეგია.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი შენც იყავი. ეს თანამდებობა რომ დაგეკავებინა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა?

- ნაჩქარევი რომ იყო, მაგიტომაც არ დავთანხმდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოთა არველაძე: როგორც ვიცი, დემეტრაძეს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

რას ურჩევს შოთა არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას

შოთა არველაძე "კასიმფაშას" გაწვრთნის

vep1963
ნაკრების გაწვრთნაზე იმიტომა თქვა უარი ,რომ იგი ქლესა და ძალზედ ჭკვიანია
dato
1.ჭკვიანურად მოგცეულხარ 2.ვინც მაგ წინადადება შემოგთავაზა იმას ნდომებია ქართული ფეხბურთის მთლად დასამარება.
sandora
ალექს გარსია არა ჩიპოლინო:)) ქეცბას დრო უნდა მიეცეს .. თუ ისევ აურ დაურია როგორც ბოლო დროს და დასკვნებიც ვერ გამოიტანა მაშინ, არველაძე
SHARK
მალე ქერლინგის თამაშს ვისწავლით!! ჩვენ ქომაგებს ფეხბურთში შედეგები გვჭირდება, რამდენი ხანია უკვე წუწუნებენ რომ დრო ჭირდებათ! ამოვიდა ყელში. ალექს გარსიას ნაკრები კი არ უნდა ჩააბარო, უნდა დაადეპორტო.
Burton
ალექს გარსიაო LOL
irakli
კარგი იქნებო თუ იფიქრებდნენ ალექ გარსიას მოყვანაძე ნაკრებში, რატომ? იმიტომ !!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო