ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა წონის გამოცვლასთან დაკავშირებით ისაუბრა
ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ლადო ხინჩეგაშვილმა წონა შეიცვალა და ამიერიდან 60 კგ-ში იასპარეზებს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ოლიმპიადის შემდეგ მისი პირადი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელისგან გახდა ცნობილი. საინტერესოა, რომ ლადოს კარიერაში ეს უკვე მესამე წონითი კატეგორიაა, რომელშიც ასპარეზობს.

მანამდე 50 და 55 კგ-ში გამოსვლისას ასაკობრივი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები და კიდევ მრავალი შეჯიბრება აქვს მოგებული ამ გორელ ფალავანს. ცოტა ხნის წინათ ხინჩეგაშვილმა კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ახალ წონაში "ნათლობაც" ფინალისტობით აღნიშნა.

შეჯიბრება ამ ქალაქში "უკრაინის სომეხთა კავშირის თასზე" ჩატარდა. ლადო იქ საქართველოს ნაკრების ოთხ წევრთან ერთად ასპარეზობდა. შინ დაბრუნებულს წონის გამოცვლასთან დაკავშირებული ნიუანსების თაობაზეც ვესაუბრეთ.

- ლადო, წონის შეცვლაზე გადაწყვეტილება წლეულს მიიღე?

- დააახლოებით 7-8 კილოგრამის კლება მიწევდა ყოველი ტურნირის წინ, რაც, მოგეხსენებათ, ადვილი საქმე არაა. წლეულს უკვე დავრწმუნდი, რომ ამ წონაში დიდხანს ვეღარ გავჩერდებოდი, მაგრამ ვინაიდან 55 კგ-ში უკვე ოლიმპიურ ციკლში ვიყავი ჩართული და ლიცენზიისთვის ვიბრძოდი, იმ ეტაპზე ცვლილებები მიზანშეწონილი არ იყო.

ლონდონში ჭიდაობის მერე უკვე 60 კგ-ში საასპარეზოდ მოვემზადე და აგერ, პირველ ტურნირზეც გამოვედი. ახლა ბევრად კომფორტულად ვიგრძნობ თავს. შესაბამისად, უკრაინაშიც ახალ წონაში ადაპტაციაც არ გამჭირვებია.

- როგორი დონის შეჯიბრება იყო კიევში?

- ეს ტურნირი პირველად იმართებოდა და მაინცდამაინც ძლიერი ფალავნები არ შეკრებილან, თუმცა ტურნირს არც სუსტი ეთქმოდა. ნახევარფინალამდე იოლად მივედი, იქ კი დაღესტნელმა მურშიდ მუთალიმოვმა მედგარი წინააღმდეგობა გამიწია, თუმცა მოგება იქაც არ გამჭირვებია.

- ფინალში ცნობილ უკრაინელ სპორტსმენ ვასილ ფედორიშინთან შეხვედრა ხშირად წყდებოდა, ექიმების ჩარევის გამო...

- ფედორიშინი უდავოდ მაღალი დონის მოჭიდავეა. ტიტულები და გამოცდილება არ აკლია. 2008 წელს ფილა-მ წონაში მსოფლიოს საუკეთესო ფალავნად დაასახელა! ჩვენი შეხვედრა მსაჯებმა ხშირად იმიტომ გააჩერეს, რომ ორთაბრძოლისას ნიკაპი გაუტყდა, სისხლი არ უწყდებოდა. ამის გამო მსაჯების ობიექტურობაში ეჭვი არ შემაქვს.

მეტოქემ ორი პერიოდი მინიმალური სხვაობით, 0:1 იძალა, ერთი პერიოდი კი 2:0 დასრულდა ჩემს სასარგებლოდ. საბოლოოდ ფედორიშინი დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე.

- ახალ წონაში საერთაშორისო არენაზე შენი სავარაუდო კონკურენტები თუ გყავს შესწავლილი?

- ბუნებრივია, ჯერ საქართველოს ჩემპიონატისთვის უნდა მოვემზადო. ჩემს წონაში კარგი მოჭიდავეები არიან. მერე, თუ დავიმსახურე, ევროპის ჩემპიონატზე მომიწევს გამოსვლა და სავარაუდო კონკურენტების "მისახედადაც" საკმარისი დრო მექნება.

- მაგალითად, 60 კგ-ში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი აზერბაიჯანელი თორგუთ ასგაროვი შენთვის კარგად ცნობილი სპორტსმენია.

- დიახ, მე და ასგაროვი, ვიდრე ისიც 55 კგ-ში იყო, სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. ორჯერ დავამარცხე, ერთხელ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

გარდა ასგაროვისა, ჩემს ახალ წონაში რამდენიმე მსოფლიო დონის მოჭიდავეა, თუნდაც რუსეთის ნაკრების ლიდერი ბესიკ კუდუხოვი, რომელსაც ასგაროვმა სძლია გადამწყვეტ შეხვედრაში ლონდონის ოლიმპიადაზე. თუმცა, როგორც ვთქვი, ჯერ საქართველოს ჩემპიონატია საჭიდაო და ყურადღებაც იქით მაქვს გადატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nini
აბა შენ იციი ლადო .... დაგიფასდება:)
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა