ეპოქაც გაჩერდა - ზედიზედ 24 საკვალიფიკაციო მატჩის მოგების შემდეგ "ფურია როხამ" ვეღარ მოიგო
ამას წინათ ავსტრიელმა ექსტრემალმა ფელიქს ბაუმგარტნერმა მთელი პლანეტა გაანცვიფრა, როცა ლამის კოსმოსიდან (39 კილომეტრის სიმაღლიდან) გადმოხტა.

ოთხშაბათს კიდევ ერთი ასეთი "ნახტომი" ვნახეთ, თუმცა ეს "ნახტომი" უფრო კოსმოსიდან დედამიწაზე დანარცხებას ჰგავდა - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი დაბნეული უყურებდა, როგორ ათამაშებდა საფრანგეთის ნაკრები 93-ე წუთზე საგოლე კომბინაციას, რომელსაც ოლივიე ჟირუს გოლი (1:1) მოჰყვა (იხილეთ ვიდეო).

ეპოქაც გაჩერდა - ზედიზედ 24 საკვალიფიკაციო მატჩის მოგების შემდეგ "ფურია როხამ" ვეღარ მოიგო. რაც ვერ შევძელით ჩვენ თბილისში (თუმცა ძალზე მივუახლოვდით მიზანს), "მამლებმა" გააკეთეს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე".

რაც ყველაზე მთავარია, ამით ესპანეთის ნაკრების სამუნდიალე შანსი ერთობ შემცირდა. ყოველ შემთხვევაში, ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლაში დიდიე დეშამის გუნდს უპირატესობა აქვს მარკიზ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდზე, რომელსაც პარიზში სათამაშო დარჩა.

იკერ კასილიასის "მშრალი" სერია კი 820 წუთზე შეწყდა...

რა მოხდა მეორე ტაიმში?

ვინც კი თამაში ნახა, ყველა დაგვეთანხმება, რომ პირველი ტაიმი ზუსტად იმ სცენარით წარიმართა, რომლითაც ესპანეთი მეტოქეებს ახრჩობს ხოლმე, თუმცა ისიც კარგად ჩანდა, რომ საფრანგეთი ყოჩაღად დაუხვდა მეტოქეს.

სერხიო რამოსმა, რომელსაც თითქოს არ უნდა ეთამაშა ტრავმის გამო, თავით ბურთი ჯერ ძელს გაარტყა, შემდეგ კი ფეხით გაიტანა.

პირველი ტაიმი მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა, მსაჯმა სულ ტყუილად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა ჟერემი მენეზზე და სტუმრებს ალალი გოლი გაუუქმა. მალევე ასევე ალალი პენალტი დანიშნა უგო ლორისის კარში, მაგრამ ტაიმის მიწურულს ესპანეთი სესკ ფაბრეგასმა დააღალატა, "ტოტენჰემის" მეკარემ მას დუელი მოუგო.

აი, მეორე ტაიმში რა დაემართა "ფურია როხას", ძნელი ასახსნელია, მაგრამ ფაქტია - მეტოქე მომენტს მომენტზე ქმნიდა და საფეხბურთო უსამართლობა იქნებოდა, 93-ე წუთზე ჟირუს რომ არ გაეტანა და სამფეროვნები შინ ხელცარიელი გაბრუნებულიყვნენ.

ფიფას ვირუსი ექსკლუზიურად რეალს?

ფიფას ვირუსმა "ვისენტე კალდერონზე" სამი ფეხბურთელი იმსხვერპლა - ტრავმები მიიღეს ალვარო არბელოამ, დავიდ სილვამ და ქარიმ ბენზემამ. როგორც ხედავთ, ყველაზე მეტად ისევ "რეალი" დაზარალდა, რომელსაც მარსელოს, კოენტრაოს და ხედირას შემდეგ ბენზემა და არბელოაც დაუშავდა.

დავიდ სილვამ სულ 9 წუთი გაძლო მოედანზე. როგორც კი ექიმმა ოსკარ სელადამ მანჩესტერელის მდგომარეობა შეიტყო, სათადარიგოთა სკამისკენ ცვლილება მოითხოვა. 49-ე წუთზე ვერც არბელოამ შეძლო თამაშის გაგრძელება და ის ხუანფრანმა შეცვალა.

არბელოამ კუნთი გაიჭიმა. თამაშის ბოლოსკენ სერხიო ბუსკეტსმა ბენზემა დააზარალა და "რეალის" ფრანგი ფორვარდი გამოსაცვლელი შეიქნა. ისე, ამ იძულებით ცვლილებას იღბლიანიც შეიძლება ეწოდოს, გოლი ხომ მოედანზე გამოსულმა ჟირუმ გაიტანა.

სხვათა შორის, ტრავმა მიიღო ფეხბურთელმა, რომელსაც არ უთამაშია - პეპე რეინამ - შესვენებისას, მოთელვაზე.

სამი მიზეზი

ესპანეთი დიდ საფიქრალშია, რამ გამოიწვია ეს ჩავარდნა? მიზეზად ბევრი რამ სახელდება.

1. საყრდენი დუეტის დაშლა: კიდევ ერთხელ, ფრანგებთან წაგებულ მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუ რა დიდი ძალაა ესპანეთისთვის საყრდენ ნახევარმცველთა წყვილი: ჩაბი ალონსო-სერხიო ბუსკეტსი. არადა, ორივე მოედანზე იყო, თუმცა ბუსკეტსი დელ ბოსკემ იძულებით დახია დაცვის ცენტრში.

ამით კი მოშიშვლდა მოედნის ის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რომლის კონტროლის დაწესებიდან იწყებს "ფურია როხა" მატჩის მიმდინარეობის, ტემპის და ვექტორის კარნახს. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოჩნდა, როცა დეშამი მიხვდა, უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და მოედანზე ვალბუენა გამოიყვანა.

ამ ექსპერიმენტმა გაამართლა ბელორუსთან, მაგრამ გაცილებით ძლიერ მეტოქესთან "ფურია როხამ" კისერი წაიტეხა.

"მარკას" გამოკითხვის შედეგი: ვისენტე დელ ბოსკე შეცდა, როცა მხოლოდ ერთი საყრდენი ნახევარმცველი დააყენა (ალონსო) - ხმათა 68% (1 700-მდე ხმა).

2. ხუანფრანის თამაში: საოცარია, მაგრამ ფაქტია - მეორე ტაიმში გამოსული "ატლეტიკოს" მცველი ეფექტურად თამაშობდა, წინ ერთი-ორი დიდებული პასიც გააკეთა, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო გუნდის ჩავარდნის.

ბენზემა და განსაკუთრებით რიბერი ხშირად სარგებლობდნენ ხუანფრანის პოზიციური შეცდომებით და ამ ფლანგიდან ხიფათს ხიფათზე ქმნიდნენ; გოლიც ხომ ამ ფლანგიდან შეტევის შემდეგ გავიდა.

3. სესკ ფაბრეგასი: მისი უნიათო თამაში და გაფუჭებული პენალტი. ტაიმის მიწურულს სესკს რომ გაეტანა, არა გვგონია, ფრანგებს თამაშის გადარჩენა მოეხერხებინათ.

საკვირველია, რატომ გადაწყვიტა ბარსელონელმა პენალტის დარტყმა. როგორც წესი, ნაკრებში პირველი პენალტისტი ჩაბი ალონსოა.

მატჩის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის მწვრთნელი): "მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, რაც სილვას და არბელოას ტრავმებით იყო გამოწვეული. პირველში თამაშის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით; მართალია, ისე არა, როგორც მინდოდა, მაგრამ უპირატესობა ჩვენი იყო. მეორე ტაიმში ძალიან გავხსენით თამაში, რაც ჩვენვე ცუდად შემოგვიტრიალდა".

დიდიე დეშამი (საფრანგეთის მწვრთნელი): "ძალიან უსამართლო იქნებოდა, ეს შეხვედრა რომ წაგვეგო. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ერთი აშკარა გოლი არ ჩაგვითვალეს. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, სწორად ვვითარდებით და კარგი ხასიათიც გვაქვს".

სერხიო რამოსი (ესპანეთი): "როცა თითქმის შეასრულებ დავალებას და შინ გახარებული უნდა წახვიდე, ძალიან ძნელია ასეთი დარტყმის მიღება.

აი, ახლა ვდგავარ თქვენს წინაშე სულელური გამომეტყველებით, შოკირებული. გოლი საკუთარ კართან ჩვენ უფრო მოვიტანეთ, ვიდრე ეს მეტოქის დამსახურებაა, თუმცა კონკრეტულად არავის დადანაშაულება არ მინდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chala
ნიკოლოზ ნეფარიძე ჩემი აზრიტ მაგარი ყრუ ხარ და ბრმა ესენი დაენარცხენ ისე დაენარცხოს საქართველოს ნაკრები- შე ბოთეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...