სერბ და ინგლისელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის მოედანზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა

ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში სერბეთი გასვლაზე 19 წლის კონორ უიკჰემის გოლით (90+4 წუთი) 1:0 დაამარცხა და ფინალურ სტადიაზე ასპარეზობა გაინაღდა.

კუნძულელებს პირველი შეხვედრაც ამავე ანგარიშით ჰქონდათ მოგებული. დაძაბულმა დასასრულმა სერბი ფანები მეტისმეტად გააღიზიანა.

საფინალო სასტვენის შემდეგ კი მათ სტუმარ ფეხბურთელებს მონეტებისა და ქვების წვიმა დაატეხეს თავს.

რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ისმოდა რასისტული შეძახილებიც. რომ არა პოლიციის დროული ჩარევა, ინგლისელები მოედანს უვნებლად ვერ დატოვებდნენ, რადგან გულშემატკივრები სტუმრებთან ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით მოედანზე გადაიჭრნენ. საჩხუბრად იწევდნენ სერბი ფეხბურთელებიც.

"მოგებით ყველანი აღფრთოვანებულები ვართ და ვამაყობთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. იმას, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა, ახსნა არ აქვს.

მსგავსი გამოხდომები ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს. ჩვენი მისამართით ქვები, მონეტები და მგონი, სავარძლებიც კი ცვიოდა.

ჩემი თანაგუნდელები მათი რასობრივი კუთვნილების გამო შეურაცხყვეს. იყო მომენტი, როცა საერთოდ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს.

კარგია, რომ ბიჭებმა მაქსიმალურად შეიკავეს თავი და როგორც პროფესიონალები, ისე მოიქცნენ. ნამდვილად ვერ გავიგე, რატომ გააძევეს დენი როუზი. მას თამაშის წესი ნამდვილად არ დაურღვევია.

მიმაჩნია, რომ უეფამ ინციდენტი დაწვრილებით უნდა შეისწავლოს და დამნაშავეები დასაჯოს," - განუცხადა ასოციაციის ვებგვერდს 22 წლის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა.

კიდევ უფრო რადიკალურია ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ ინსი, ვინც აცხადებს, რომ გული სწყდება, როცა ხედავს, რომ ადამიანები შუასაუკუნოვან აზროვნებას ვერ გასცდნენ და მოითხოვს სერბეთის მოკვეთას ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მინიმუმ 10 წლის ვადით.

მართალია, ჰენდერსონი ირწმუნება, რომ არ იცის, თუ რატომ გააძევეს როუზი, მაგრამ საიდუმლო არავისთვის არის, რომ 22 წლის ფეხბურთელმა თამაშის დასრულების შემდეგ ბურთი სერბი ფანების მიმართულებით დაარტყა.

თავად როუზის თქმით, მე-60 წუთის შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ აღარ ეცალა, რადგან ბურთს მიიღებდა თუ არა, ტრიბუნებიდან იმ წუთასვე იწყებოდა მაიმუნისთვის დამახასიათებელი ხმები, რამაც ის ძალიან გააღიზიანა და წყობილებიდან გამოიყვანა.

ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ისრაელში გაიმართება, მასპინძლების გარდა, ინგლისის, იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და რუსეთის ნაკრებები ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად